განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის რესტავრაცია თბილისში

ავეჯის რესტავრაცია თბილისში პოპულარული სერვისია, რადგან ბევრი ოჯახი უპირატესობას ანიჭებს ძველი ავეჯის აღდგენასა და განახლებას, ვიდრე მის სრულ შეცვლას. Servisebi.ge-ზე პროფესიონალი ხელოსნები გვთავაზობენ როგორც ანტიკვარული, ასევე თანამედროვე ავეჯის და რბილი ავეჯის რესტავრაციას.  გამოცდილი რესტავრატორები დაუბრუნებენ თქვენს ავეჯს პირვანდელ სილამაზეს და ფუნქციას. 
ავეჯის რესტავრაცია თბილისში მოიცავს ხის ზედაპირების აღდგენას, რბილი ავეჯის გადაკერვასა და ფერების განახლებას, რაც საბოლოოდ ქმნის ახალ და გამძლე პროდუქტს.
ისარგებლეთ პროფესიონალური რესტავრაციის მომსახურებით სერვისების დახმარებით და დაუბრუნეთ თქვენს ავეჯს პირვანდელი ესთეტიკა და სილამაზე.

განცხადებები

პრო

ავეჯის რესტავრაცია

გთავაზობთ ავეჯის რესტავრაციას დაბალ ფასებში. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მობილურის ნომერზე.

პრო

ავეჯის რესტავრაცია

ვაკეთებ რბილი და ხის ავეჯის რესტავრაციას. ნებისმიერი ნაჭრის გადაკვრა, გამაგრება, შეღებვა. ვაკეთებ ადგილზე, შესაძლებლობის შემთხვევაში.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

ავეჯის რესტავრაცია ადგილზე

გთავაზობთ ავეჯის შეკეთების სერვის -ავეჯის დაშლა აწყობა -ავეჯის რესტავრაცია და შეკეთება -დივნის და საწოლის მექანიზმების შეცვლა -სამზარეულოს და კარადების შეკეთებას

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ავეჯის რესტავრაცია

მიეცით ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე! გაქვთ საყვარელი სავარძელი, დივანი ან სკამი, რომელმაც დროთა განმავლობაში პირვანდელი სახე დაკარგა? ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას! ჩვენ გთავაზობთ ხის და რბილი ავეჯის პროფესიონალურ რესტავრაციას უმოკლეს დროში. რას გთავაზობთ? ✅ ქსოვილისა და ღრუბლის (პარალონის) სრული ჩანაცვლება ✅ დაზიანებული ხის დეტალების შეკეთება და განახლება ✅ თანამედროვე და კლასიკური დიზაინის მორგება თქვენს გემოვნებაზე დაზოგეთ თანხა და დაუბრუნეთ თქვენს ინტერიერს კომფორტი და სიმყუდროვე! კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

რბილი ავეჯის შეკეთება რესტავრაცია

განვაახლებთ თქვენს დივანებს, სავარძლებსა და სკამებს პირდაპირ თქვენს სახლში ან ოფისში. დაივიწყეთ ავეჯის ტრანსპორტირება, სატვირთოს ქირაობა და თბილისის საცობები.

ავეჯის რესტავრაცია

გთავაზობთ ავეჯის რესტავრაციას, გვაქვს ტრანპსორტირების სერვისი. მცირე დაზიანებებს ვაკეთებთ ადგილზეც. „თქვენი კომფორტი ჩვენი საქმეა — რბილი ავეჯის რესტავრაცია ხარისხიანად და დროულად.“

ავეჯის რესტავრაცია

ანტიკვარული და რბილი ავეჯის რესტავრაცია: შპონის გადაკვრა, გალაკვა, სკამების, მაგიდების დესაოების, სერვანტების, ატამანკების გამაგრება - აღდგენა, რბილ ავეჯზე ნაჭრის გადაკვრა. ხელით შესრულებული ჩუქურთმები, ნარდის რესტავრაცია. შესაძლებელია ადგილზე მომსახურებაც. ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით. 30 წლიანი გამოცდილება ამ საქმეში.

ავეჯის განახლება თბილისში

ავეჯის განახლება თბილისში შესანიშნავი შესაძლებლობაა ძველი და გაცვეთილი ავეჯისათვის ახალი სიცოცხლის მისაცემად. პროფესიონალი ხელოსნების დახმარებით შეგიძლიათ განაახლოთ და დიზაინი შეუცვალოთ არსებულ ავეჯს, შეაკეთოთ დაზიანებული ნაწილები და დაიცვათ ისინი სამომავლო დაზიანებისაგან.
ავეჯის განახლება თბილისში  ნებისმიერ უბანში შეგიძლიათ, იქნება ეს  საბურთალო, დიღომი, ვაკე, გლდანი თუ ვარკეთილი. თბილისში პროფესიონალი ხელოსნები ახორციელებენ როგორც სრულ, ასევე ნაწილობრივ განახლებას, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს სერვისი ეკოლოგიურად მეგობრული და ეკონომიურად მომგებიანია, რადგან ახლებური დიზაინი და სტილი არა მხოლოდ თქვენს სივრცეს გარდაქმნის, არამედ მოგცემთ საშუალებას შეინარჩუნოთ ძველი ავეჯი მისი საყრდენი ფუნქციის გაუმჯობესებით. რაც მთავარია, მომსახურების მიღება შეგიძლიათ ბინაზე გამოძახებითაც.

ავეჯის რესტავრაცია

გთავაზობთ ნებისმიერი ავეჯის რესტავრაციას, როგორც რბილი ავეჯის რესტავრაციას, ასევე ხის.

ავეჯის რესტავრაცია

გთავაზობთ ხისა და რბილი ავეჯის რესტავრაციას, სამეულების განახლებას, ქსოვილის შეცვლას, გამყარებას, გალაქვასა და შეღებვას. გვაქვს ტრანსპორტირების სერვისი.

ავეჯის რესტავრაცია

ჩვენი 6 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი გთავაზობთ პროფესიონალურ ავეჯის რესტავრაციის მომსახურებას. ჩვენ ვაახლებთ და აღვადგენთ ავეჯს, რათა დაუბრუნოთ მას პირვანდელი სილამაზე და ფუნქციურობა.

ავეჯის რესტავრაცია ბინაზე

ვაკეთებთ ადგილზე ავეჯის შეკეთებას, დაზიანებული დივნების გამაგრებას, ლოგინებისა და სამზარეულოს შეკეთებას, ლოგინების მექანიზმისა და კარკასის შეცვლას, ყველა სირთულის მექანიზმების გამოცვლას.

ავეჯის რესტავრაცია

გთავაზობთ ავეჯის რესტავრაციას, სამეულების გადაკვრას, ტყავის სამეულების სავარძლების აღდგენა-გადაკვრას, მაგიდა-სკამების გამაგრებას და გალაქვას, საძინებლის შეღებვა, გალაქვას.

ავეჯის რესტავრაციის სერვისი

შეგიცვლით სამზარეულოში: - ანჯამებს (პეტლებს) რეგულირებით; - უჯრის მიმმართველებს (სალასკებს); - სახელურებს; - საწოლის ასახდელი კარკასის მექანიზმებს; - სლაიდი კარადის მექანიზმებს;

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის რესტავრაცია ადგილზე

შეფასების ავტორი: ნონა

ძალიან კმაყოფილი ვარ ოპერატიულობით და პროფესიონალური დამოკიდებულებით, 100% რეკომენდაცია ჩემგან

ავეჯის რესტავრაცია

შეფასების ავტორი: სალომე

პაპუნას, გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ! ძველ კომოდს რელსები იდეალურად შეუცვალა. იმუშავა სუფთად და ხარისხიანად. დამატებ...

​ავეჯის რესტავრაცია და განახლება თბილისში: ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე

ავეჯის რესტავრაცია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. სერვისი საშუალებას გვაძლევს შევინაჩუნოთ ძველი ავეჯი და მივანიჭოთ ახალი სიცოცხლე. ავეჯის რესტავრაცია არა მხოლოდ ეკოლოგიურად მეგობრული გადაწყვეტილებაა, არამედ ფინანსურადაც სარგებლიანია.
ავეჯის რესტავრაცია მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს, რომელთა შორის არის ავეჯის ზედაპირის გაწმენდა, მისი დაზიანებული ნაწილების აღდგენა, შეღებვა, ლაქის გადასმა და ა.შ. servisebi.ge-ზე გამოცდილი სპეციალისტები გვთავაზობენ ავეჯის რესტავრირებისა და განახლების სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ა.შ. სპეციალისტები მუშაობენ ხის, ტყავის, მინის, მეტალის და სხვა მასალის ავეჯის რესტავრაციაზე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მათი მოთხოვნებისთვის საუკეთესო სერვისი.
ასევე პოპულარული სერვისია ავეჯის განახლება თბილისში. განახლების პროცესი შეიძლება მოიცავდეს როგორც მცირე ცვლილებებს, მაგალითად, ქსოვილის შეცვლას ან ლაქის გადასმას, ასევე მთლიანად ახალი დიზაინის შექმნას. პროფესიონალი ხელოსნები თბილისში ხშირად მუშაობენ არა მხოლოდ ავეჯის აღდგენაზე, არამედ მისი სტილის და ვიზუალური მხარის დახვეწაზე, რაც მორგებულია მომხმარებლის გემოვნებაზე. განახლების სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია მათთვის, ვინც ცდილობს შეინარჩუნოს ავეჯი, რომელიც უკვე მრავალ წელს ითვლის, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციურია.
პროფესიონალი ხელოსნები სერვისებზე ცდილობენ ინდივიდუალური მიდგომა და ხარისხიანი სამუშაო შესთავაზონ მომხმარებელს მოთხოვნების, ბიუჯეტის და გრაფიკის გათვალისწინებით. ამიტომ თქვენზე მორგებულ შეთავაზებას და გამოცდილ ხელოსანს ჩვენთან აუცილებლად იპოვით. შეფასებების ფუნქციონალი კი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო სპეციალისტი საუკეთესოთა შორის. ისარგებლეთ სხვადასხვა სპეციალისტების მრავალფეროვანი შეთავაზებებით სერვისებზე და მიიღეთ ხარისხიანი მომსახურება პროფესიონალი ხელოსნებისგან მარტივად.  აღადგინეთ და განაახლეთ თქვენი სარკე, კარი, ხისა და ტყავის ავეჯი, რბილი ავეჯი, ანტიკვარული და ძველებური ავეჯი, დაუბრუნეთ პირვანდელი სილამაზე ან განაახლეთ თქვენი გემოვნების შესაბამისად. მიანდეთ საქმე პროფესიონალებს და დატკბით საოცარი შედეგით!

მსგავსი ძიებები