განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავტომობილის ორთქლით ქიმწმენდა

ავტომობილის ორთქლით ქიმწმენდა გარკვეული მახასიათებლებით გამოირჩევა. ორთქლით წმენდა კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს, რომელმაც იცის როგორ შეარჩიოს კონკრეტული რეჟიმები და ტემპერატურა სალონის თითოეული დეტალისთვის. ორთლით ქიმწმენდის ძირითადი მახასიათებლებია:
  • პროცედურის მოკლე დრო (2-4 საათი), როცა ჩვეულებრივი ქიმწმენდა 12 საათს მოითხოვს;
  • ქიმწმენდა ორთქლით მოითხოვს მაღალ ტემპერატურას 140-160 °С-მდე;
  • ორთქლით რეცხვა მაღალი წნევის ქვეშ მიმდინარეობს, რაც საშუალებას აძლევს ორთქლს შეაღწიოს ძნელად მისადგომ ადგილებში;
ეს მეთოდი წყლის მინიმალურ რაოდენობას მოითხოვს და ის სრულად უვნებელია. 

განცხადებები

პრო

მანქანის სალონის ქიმწმენდა

გთავაზობთ მანქანის სალონის ქიმწმენდას, სავარძლების, ხალიჩებისა და ჭერის. სრულად მოვაშორებთ ლაქებსა და არასასიამოვნო სუნს. შეგვიძლია ადგილზე მოსვლა, მთავარია გქონდეთ დენის წყარო, ასევე შეგიძლიათ მოიყვანოთ მანქანა ჩვენთან.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
3 ვიდეო

ავტომობილის ქიმწმენდა

მაქვს 12 წლიანი გამოცდილება ავტომობილის ქიმწმენდის სფეროში. ვმუშაობ გერმანული Grass ხსსნარებითა და Karcher Professional ქიმწმენდის აპარატით. ვაკეთებ ავტომობილის დეტალურ ქიმწმენდას. ქიმწმენდაში შედის: მთლიანი სალონის ქიმწმენდა, ჭერი, ტორპედო, 4-ვე კარი, სავარძლები, ნოხები და საბარგული. ფასი განისაზღვრება მოცულობისა და დაბინძურების მხრივ.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ავტომობილის ქიმწმენდა

✅️ ავტომობილის ქიმწმენდა კერხერის პროფესიონალური აპარატით. გამოცდილი სპეციალისტი იზრუნებს თქვენს ავტომობილზე. ვიყენებთ: - კერხერის პროფესიონალურ აპარატს - საუკეთესო ხსნარებს - ორთქლის პროფესიონალურ აპარატს - სწრაფად საშრობ აპარატურას - გაშრობის პროცესის დაჩქარებისა და თქვენი კომფორტისთვის ფასი და პირობები შეთანხმებით. დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

​ორთქლით ქიმწმენდა

ორთქლით ქიმწმენდა არაერთი უპირატესობით ხასიათდება. ეს მეთოდი არ გულისხმობს ქიმიკატების გამოყენებას, ამიტომ ალერგიული ადამიანებისთვის სრულიად უვნებელია. ქიმწმენდა ორთქლით კარგად უმკლავდება კომპლექსურ დამაბინძურებლებს. ავტომობილის ორთქლით რეცხვა აშორებს მტვერს, უსიამოვნო სუნს და ცხოველის ბეწვს. 
თუ სალონის ორთქლით წმენდა გადაწყვიტეთ და სპეციალისტს ეძებთ, servisebi.ge-ზე მას რამოდენიმე წუთში იპოვით. ნებისმიერი ტიპის ავტომობილის, მათ შორის სედანის ქიმწმენდა, სასურველ დროს და ადგილას შეგიძლიათ. ამისთვის საკმარისია გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია და ოსტატი თქვენივე მისამართზე გამოიძახოთ.

მომხმარებლის შეფასებები

ავტომობილის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: ავთო

ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭებო თქვენი მომსახურებით. თქვენი საქმის პროფესიონალები ხართ

მანქანის სალონის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: რამაზი

მადლობა ნიკოლოზ გაიხარე ძმაოო ძაან მაგარი გამოვიდა. ჭერს რამე თუ ეშველებოდა არ მეგონა მადლობა

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები