განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ამწე ლიფტი ჟირაფი

ამწე ლიფტი ჟირაფი არის სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია გრძელი, მოძრავი ამწე მკლავით. ის გამოიყენება რთულად მისადგომ ადგილებში, განსაკუთრებით კი დიდ სიმაღლეებზე სამუშაოს შესასრულებლად. ეს არის მოქნილი კლასიკური ამწე და აღჭურვილია დახრილი ხახუნის მუხრუჭებით. ის არის სწრაფი და მრავალმხრივი და არ საჭიროებს რაიმე სახის სამაგრს. ეს არის საუკეთესო რელიეფის ამწე და ადვილად ტრანსპორტირებადია, რადგან შეკუმშული სექციები ერთმანეთშია მოთავსებული. ამწე ლიფტი ჟირაფი ცნობილია მისი გამძლეობით, მრავალფეროვნებითა და მარტივად გამოყენებისთვის. ჟირაფი ამწეები არის მსუბუქი და მოსახერხებელი მისი მაქსიმალური სიგრძით და ტვირთამწეობით. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ამწე ლიფტი ჟირაფი

Ჩვენ გთავაზობთ სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის მიწოდებას მაღალ სართულებზე, ასევე სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა / გატანას და ა.შ სწრაფად, მარტივად, ხარისხიანად და რაც მთავარია, შეღავათიან ფასებში, მე-8-ე სართულის ჩათვლით. Ასევე გვყავს ჩვენი მუშა ხელი. სრული მომსახურება ერᲗ სივრცეში.

როინი
შეფასება 5.0 , 2 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ამწე ლიფტი, ჟირაფი, პიონერი

Ჩვენ გთავაზობთ სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის მიწოდებას მაღალ სართულებზე, ასევე სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა / გატანას და ა.შ სწრაფად, მარტივად, ხარისხიანად და რაც მთავარია, შეღავათიან ფასებში, მე-8-ე სართულის ჩათვლით. Ასევე გვყავს ჩვენი მუშა ხელი.

მამუკა
შეფასება 4.8 , 5 შეფასება
1 ვიდეო
პრო

ამწე ლიფტი, ჟირაფი, პიონერკა

ტვირთის მიწოდება სართულებზე. სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა - გატანა. გვყავს მუშახელი და ტვირთის შესაბამისი სატვირთო და თვითმცლელი ავტომობილები. სურვილის შემთხვევაში სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია ადგილზე მიწოდება სამშენებლო მასალების.

სერვის + შეფასება 5.0 , 3 შეფასება
პრო

ამწე ლიფტი ჟირაფი

შეგვიძლია უსაფრთხოდ ავიტანოთ მე-8 სართულის ჩათვლით: სამშენებლო მასალა, ავეჯი, საოჯახო ტექნიკა. ჩამოგიტანთ სამშენებლო ნარჩენებს. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ მასალის ტრანსპორტირებას და მუშახელს.

პრო

ამწე ლიფტი ჟირაფი

სამშენებლო ამწე-ლიფტი „ჟირაფი“ – სწრაფი და უსაფრთხო მომსახურება! დაზოგეთ დრო და ენერგია! გთავაზობთ ტვირთების ატანა-ჩამოტანას მაღალ სართულზებზე: • ✅ სამშენებლო მასალების ატანა: ბლოკი, ცემენტი, გიფსოკარდონი და სხვა. • ✅ ავეჯისა და ტექნიკის ატანა: დივანები, კარადები, მაცივრები (დაზიანების რისკის გარეშე). • ✅ ნარჩენების ჩამოტანა: სამშენებლო ნაგვის სწრაფი ჩამოცლა და გატანა ნაგავსაყრელზე ჩვენი ტრანსპორტით. ჩვენი ამწე ლიფტი მუშაობს მაღალ სართულებზე, ვიწრო ეზოებსა და რთულ პირობებში.

2 ვიდეო
პრო

ამწე ლიფტი

25 მეტრამდე ადის, 8 სართულზე, გვყავს მუშებიც. მომსახურება საქართველოს მასშტაბით. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ვერიფიცირებული პრო

ამწე ლიფტი ჟირაფი

გთავაზობთ სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ატანას მაღალ სართულებზე.

შეფასება 5.0 , 4 შეფასება
პრო

ამწე ლიფტი, პიონერკა, ჟირაფი

შეგვიძლია უსაფრთხოდ ავიტანოთ მე-9 სართულის ჩათვლით: სამშენებლო მასალა, ავეჯი, საოჯახო ტექნიკა. ჩამოგიტანთ სამშენებლო ნარჩენებს. საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფთ მასალის ტრანსპორტირებასა და მუშახელსაც.

ჟირაფის ამწეს ქირაობა

ჟირაფის ამწეს ქირაობა არის იდეალური გადაწყვეტა სწრაფი და ეფექტური გამოყენებისთვის სამშენებლო, სამონტაჟო ან სარემონტო პროექტებში. ჟირაფი მანქანა ადვილად გადაადგილდება რთულად მისასვლელ ადგილებშიც კი და ამარტივებს სამუშაო პროცესებს. ჟირაფის ქირაობა დაგიზოგავთ დროს და ფინანსებს, ისეთ სამუშაოებში, როგორიცაა: სარემონტო, სამშენებლო და სხვა. ჟირაფი ატანას ამარტივებს, მაღალ სართულებზე, როგორც ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში, ისე სარემონტო მასალების. ჟირაფის ამწეს ქირაობა საშუალებას გაძლევთ მაღალ სართულებზე უსაფრთხოდ აიტანოთ, ავეჯი და საჭირო ტექნიკა. ჟირაფის ქირაობა შეგიძლიათ საქართველოს დიდ ქალაქებსა და რაიონებში.   

გაბარიტული ტვირთების აზიდვა ჩამოზიდვა

მოგემსახურებით სამშენებლო მასალების, ავეჯისა თუ ტექნიკის სართულებზე აზიდვა / ჩამოზიდვის სერვისით. ამწე სპეც ტექნიკით, (10 სართულის ჩათვლით). გვყავს მუშახელიც.

მომხმარებლის შეფასებები

ამწე ლიფტი ჟირაფი

შეფასების ავტორი: ნინო

ძალიან კარგი მომსახურება აქვთ, თავის დროზე მოვიდნენ, საქმე პროფესიონალურად სრაფად და ხარისხიანად შეასრულეს, ფასიც მისაღე...

ამწე ლიფტი ჟირაფი

შეფასების ავტორი: გელა

სამუშაო შესრულებული არის უმაღლეს ხარისხზე. კმაყოფილი ვარ მომსახურეობით

ამწე ლიფტი ჟირაფი

შეფასების ავტორი: რატი

საუკეთესო მომსახურება და დაბალი ფასები, სრულ რეკომენდაციას ვუწევ…სწაფი მომსახურება

ამწე ლიფტი ჟირაფი

შეფასების ავტორი: გიორგი

უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურება. დროული მოსვლა მისამართზე, წარმატებები

ამწე ლიფტი ჟირაფი

შეფასების ავტორი: კობა

საუკეთესო მომსახურეობა რითაც მისარგებლია ნამდვილი პროფესიონალები არიან ყოჩაღ ბიჭებო

ამწე ლიფტი ჟირაფი

შეფასების ავტორი: ბაჩი

თავის საქმის პროფესიონალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერს იდიალურად აორგანიზებს

ჟირაფის ამწეს ქირაობა - რა უნდა ვიცოდეთ ამწეს დაქირავებამდე

ამწეები არის მძიმე სამუშაო მანქანები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მშენებლობაში, მრეწველობაში, ტრანსპორტირებაში, ლოგისტიკაში და სხვა ბევრ მნიშვნელოვან სექტორებში. 

სამშენებლო და სარემონტო ინდუსტრია არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ხშირად იყენებენ ამწეებს. მაღალი შენობების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და მრავალი სხვა სამშენებლო ოპერაციები ამწეების გამოყენებით კიდევ უფრო გამარტივებულია.

სამშენებლო კომპანიები სხვადასხვა ტიპის ამწეების გამოყენებით, როგორიცაა: კოშკურა ამწეები, ამწე ლიფტი პიონერკა, სამშენებლო ამწეები, თვითმცლელი ამწეები, ჟირაფი ლიფტი ამწე და სხვ. სწრაფად აწვდიან მასალებს მაღალ სართულებზე და აჩქარებენ სამშენებლო სამუშაოებს. 

რა არის ამწე ლიფტი ჟირაფი და რისთვის გამოიყენება ის ? 

ჟირაფის ამწე ლიფტი არის სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია გრძელი, მოძრავი ამწე მკლავით და მასზე დამაგრებული ბრტყელი ზედაპირით, რომელიც ლიფტის მსგავსად ასრულებს მოძრაობას. ის გამოიყენება რთულად მისადგომ ადგილებში, მაგალითად, მაღალ შენობებზე, ბილბორდებზე, ხეების გასასხლავად და სხვა სამუშაოებისთვის.

ამწე ლიფტი ჟირაფი არამარტო სამშენებლო არამედ სარემონტო პროცესსაც ამარტივებს. მისი დახმარებით შეგიძლიათ სარემონტო მასალების მაღალ სართულზე აზიდვა სწრაფად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

ჟირაფის ამწეს ქირაობის უპირატესობები

ნაკლები ხარჯი -  ამწე ჟირაფის დაქირავების შემთხვევაში, თქვენ არ გიწევთ ზედმეტი თანხის დახარჯვა. ქირაობთ ამწეს საჭირო დროით და თანხას იხდით მხოლოდ კონკრეტული საათის ან დღის მიხედვით. შეძენასთან შედარებით, მისი დროებით ქირაობა ბევრად უფრო ეკონომიურია.

უსაფრთხოება - კომპანიები ან კერძო პირები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ გაქირავების სერვისით სარგებლობას, უზრუნველყოფენ ოპერატორის ტრენინგსა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო პროცედურის აღწერას. 

სხვადასხვა ტიპის ტექნიკა - ჟირაფი ამწეს ტიპები ერთმანეთისგან განსხვავებულია დ ამათი გამოყენება მრავალმხრივია. სწორედ ამიტომ, დაქირავების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ამწე კონკრეტული საჭიროების მიხედვით.

როგორ უნდა ავირჩიოთ საუკეთესო ჟირაფის მანქანა ?

ჟირაფის ამწეს ქირაობისას მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა: 
  • სიმაღლე და დატვირთვის უნარი - ამწეს დაქირავებამდე, დეტალურად გაარკვიეთ, რა სიმაღლეზე გჭირდებათ მუშაობა და რამდენი ტონა ტვირთის აწევა შეუძლია ამწეს.
  • მოძრაობის ტიპი - ამწეები არის, როგორც სტატიკური, ისე მობილური. მობილური ჟირაფი ამწეები უფრო მოქნილი და მრავალფუნქციურია.
  • უსაფრთხოების სერტიფიკატები - სანამ იქირავებთ ამწეს, აუცილებლად შეამოწმეთ ის. გაარკვიეთ აქვს თუ არა კომპანიას ან კერძო პირს, რომელიც მას აქირავებს უსაფრთხოების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები და სტანდარტები.
  • მომსახურების პირობები - დეტალურად გაეცანით ქირაობის პირობებს, თანხის გადახდის ყველა დეტალს და დაზღვევის საკითხებს.
ჟირაფის ამწეს ქირაობა საუკეთესო გამოსავალია იმ კომპანიებისა და პირებისთვის, ვისაც დროებით სჭირდება ამწე ტექნიკა კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად. სწორი არჩევანის შემთხვევაში, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად დაზოგოთ დრო, ფინანსები და უზრუნველყოთ სამუშაო პროცესის მაქსიმალური უსაფრთხოება. servisebi.ge -ზე ადვილად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ ჟირაფი ამწეს. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ამწე ლიფტი ჟირაფი და რისთვის გამოიყენება ის ?

ამწე ლიფტი ჟირაფი არის სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სიმაღლეზე სამუშაოდ. მას ხშირად იყენებენ სამშენებლო მოედნებზე, სარემონტო სამუშაოების დროს, მრეწველობაში და სხვა მიმართულებით.

რა უნდა გავითვალისწინოთ ამწე ლიფტი ჟირაფის შერჩევის დროს ?

ჟირაფი ამწეს შერჩევის დრო გაითვალისწინეთ რა სამუშაოებისთვის გჭირდებათ ის. სიმაღლე, დატვირთვის უნარი და უსაფრთხოების დაცული სტანდარტები.

რა ღირს ჟირაფის ამწეს ქირაობა ?

ჟირაფი ამწეს ქირაობის ფასი დამოკიდებულია ამწეს ტიპზე, ქირაობის ხანგრძლივობაზე და ლოკაციაზე. დამატებით, ფასზე გავლენა შეიძლება იქონიოს ოპერატორის მომსახურებამ და საწვავის ხარჯებმა.

რა უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ ჟირაფის ამწე მანქანის გამოყენების დროს ?

აუცილებელია, ჟირაფი ამწე მანქანის ქირაობის დროს ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენება, ტექნიკის წინასწარი შემოწმება და ინსტრუქციების დაცვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამწე სწორად იყოს განლაგებული და იდგეს მყარ ზედაპირზე.