განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

დღიური 100 ლარიანი სამუშაო

თუ მუშას ეძებთ საუკეთესო ფასად, სერვისებზე შეარჩევთ გამოცდილ და მოტივირებულ სპეციალისტებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოსთვის. დღიური 100 ლარიანი სამუშაო ერთგვარი სტანდარტული და მოთხოვნადი სერვისია, თუმცა ფასები ყველა განმთავსებელთან ინდივიდუალურია. თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ კომუნიკაციისას შეათანხმოთ დეტალები და ფასები. სერვისები გთავაზობთ ერთიან პლატფორმას, რომელიც პირდაპირ გაკავშირებთ პროფესიონალებთან.


 

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

მუშების, მტვირთავების გამოძახება 24/7

მუშების, მტვირთავების გამოძახება 24/7 – თბილისის მასშტაბით. თუ გჭირდებათ მუშების გამოძახება ან ფიზიკური სამუშაოს შესრულება, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს 24/7. მოვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებსა და საწარმოებს. ჩვენი მომსახურება: ✔ გვყავს ყველა ტიპის სატვირთო ავტომობილები ✔ სართულებზე ტვირთის ატანა და ჩამოტანა ✔ ტექნიკის ატანა / ჩამოტანა ✔ ავეჯის დაშლა და აწყობა ✔ სამშენებლო მასალის აზიდვა ✔ შენობების დემონტაჟი ✔ ტრაილერის დატვირთვა და დაცლა ✔ ყველა სირთულის ფიზიკური სამუშაო ✔ მძიმე ნივთების გადატანა ✔ შეფუთვა და გადაფუთვა ✔ საკურიერო მომსახურება ✔ მიწის სამუშაოები რატომ ჩვენ? ✅ 45 კაციანი გუნდი ✅ მუშაობა 24/7 რეჟიმში ✅ სწრაფი რეაგირება ✅ მუშაობის დიდი გამოცდილება კომპანიებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ✅ სანდო და რეკომენდირებული დამხმარეები დარეკეთ 24/7

მუშები გამოძახებით
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
9 ვიდეო
პრო

მუშა საკუთარი ავტომობილით

დემონტაჟი, სამშენებლო მასალების მიწოდება, სამშენებლო ნარჩენების გატანა, მიწის მოჭრა, სართულებიდან ნივთის ჩამოტანა და ა.შ. მყავს საკუთარი ავტომობილი, პასუხისმგებელი ვართ ჩვენს ჩვენს მიერ აღებულ საქმეზე. მყავს გუნდი, ვინც დამეხმარება აღებული საქმის შესრულებაში. დამიკავშირდეით 27/7-ზე.

პრო

მუშის დაქირავება

ვასრულებთ კერძო სამუშაოებს. ძირითადად, მიწის ნაკვეთებზე დასუფთავება, მიწის გაჭრა, ხეების მოჭრა და ტვირთის ატანა, ჩამოტანა, გადატანა სართულებზე. სასურველია თბილისის მასშტაბით.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

დღიური მუშახელი

თუ გჭირდებათ დღიური მუშახელი სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, დამიკავშირდით. ვარ პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია რამდენიმე კაცის შეკრებაც და სამუშაო ჯგუფის ორგანიზება. სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებაზე შევთანხმდებით.

პრო

მუშის დაქირავება

ვასრულებ მუშის საქმეს: სართულებზე მასალების, ავეჯის, დანადგარების ატანა-ჩამოტანა, სატვირთო მანქანების დაცლა, მიწის გაჭრა, სარდაფების დალაგება.

პრო

მუშები გამოძახებით

ტრეილერის დაცლა, დატვირთვა, ავეჯის ატანა / ჩამოტანა, ასევე სამშენებლო მასალების, მიწის გაჭრა, მოკლედ ყველაფერი რაც მუშას შეეხება, ვართ ბრიგადა.

პრო

მუშების დაქირავება

გთავაზობთ ხარისხიან, სწრაფ და პასუხისმგებლიან მომსახურებას: ✅ ავეჯისა და სხვადასხვა ტვირთის ატანა-ჩამოტანა; ✅ ტრაილერის დატვირთვა და დაცლა; ✅ სარდაფებისა და ავტოფარეხების დასუფთავება; ✅ სამშენებლო მასალებისა და თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ატანა ნებისმიერ სართულზე; ✅ ავეჯის დაშლა და დემონტაჟი; გვყავს გამოცდილი, მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი გუნდი. ✔️ ვასრულებთ სამუშაოს სწრაფად, სუფთად და ხარისხიანად; ✔️ ვიცავთ შეთანხმებულ ვადებს და ვუფრთხილდებით თქვენს ქონებას; ✔️ ვემსახურებით როგორც მცირე, ისე დიდი მოცულობის შეკვეთებს. ფასი შეთანხმებით! დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს — ჩვენ მზად ვართ თქვენი მომსახურებისთვის!

სამშენებლო მასალების ატანა

გთავაზობთ სამშენებლო მასალების ატანას, ხარისხიანად და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს საქმეს, დარწმუნებული ვარ ხშირად ვითანამშრომლებთ, პატივისცემით ლევანი… დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 37 შეფასება

მუშა დღიურად 100 ლარი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუშა დღიურად 100 ლარი არის მოთხოვნადი მოსახურების ტიპი, რადგან ხშირად გვჭირდება მუშების დაქირავება მოკლე ვადიან სამუშაოებზე. მსგავსი გარიგების ტიპი დამკვეთისთვის ძალიან კომფორტულია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ, სერვისებზე შეხვდებით ისეთ კვალიფიციურ სპეციალისტებსაც, რომლებსაც ინდივიდუალური ფასები აქვთ. ვებგვერდზე დღიური სამუშაოს მომსახურებების ფართო არჩევანია. თქვენ შეგიძლიათ სასურველი მომსახურება აარჩიოთ საიტის მოსახერხებელი ინტერფეისის და საძიებო სისტემის გამოყენებით, რომელიც ამარტივებს კვალიფიციური მუშების პოვნის პროცესს. სპეციალისტები შეგიძლიათ შეარჩიოთ კონკრეტული უნარების, ხელმისაწვდომობისა და მდებარეობის მიხედვით, რათა იპოვოთ საუკეთესო ვარიანტი თქვენი უნიკალური პროექტის ეფექტურად შესასრულებლად.

მომხმარებლის შეფასებები

მუშების, მტვირთავების გამოძახება 24/7

შეფასების ავტორი: Event Company Step

მადლობა ივენთის ორგანიზებაში და კონსტრუქციებუს აწყობაში რომ დაგვეხმარეთ ბიჭებო თქვენ საუკეთესოები ხართ ვისთანაც ჩვენ გვი...

სამშენებლო მასალების ატანა

შეფასების ავტორი: ნანო

იდეალური მომსახურება გაქვთ საქმეს ასრულებთ პროფესიონალურად სწრაფად და ხარისხიანად ბრავო თქვენ

დღიური 100 ლარიანი სამუშაო და ინდივიდუალური ფასები

მუშების დაქირავება სხვადასხვა საჭიროებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ, რომლის ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.
  • ეს შეიძლება იყოს მიწის მოჭრა;
  • არხების გაჭრა გასუფთავება;
  • დამხმარე ფერმაში;
  • სამშენებლო მასალების ატანა სართულებზე;
  • ბაღის სამუშაების შესრულება და სხვა.
  • ევაკუატორის მძღოლის დამხმარე. 

იქიდან გამომდინარე, რომ მომსახურებები საკმაოდ მრავალფეროვანია, ფასებიც შესაბამისად განსხვავდება. მაგალითად, შესაძლოა დაბალ სართულზე ერთი ტომარის ატანა სამი ლარი ღირდეს კონკრეტულ შემსრულებელთან და არ ქონდეს ამ კონკრეტული სამუშაოსთვის დღიური ფასი გამოყოფილი. ამას თავისი უპირატესობაც აქვს, შესაძლოა თქვენი ტვირთი არ იყოს იმ მოცულობის რომ 100 ლარის გადახდა გიღირდეთ.
ფასების დადგენის წესი პროფესიონალებმა თავად შეიმუშავეს, წლების გამოცდილების ხარჯზე. საბოლოო ჯამში,  კარგად უნდა შეაფასოთ თქვენი სამუშაოს მოცულობა და საჭიოროებები და ისეთ პირობაზე შეთანხმდეთ, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს სიტუაციას. სერვისებზე მოცემული მრავალფეროვანი არჩევანი კი საშუალებას გაძლევთ შეძლოთ მუშის დაქირავება საუკეთესო პირობით. საუკეთესო ფასს განაპირობებს  ისიც, რომ განთავსებული მომსახურებები ეკუთვნით უშუალოდ შემსრულებლებს. პირდაპირ შემსრულებელთან კომუნუკაცია აგარიდებთ  პროცესის გართულებას როგორც მოლაპარაკების ასევე ფასის მხრივაც.
თითოეული განმთავსებლის პროფილი ექვემდებარება მკაცრ შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს, ხარისხიან კონტენტს პლატფორმაზე. გარდა ამისა, საიტზე ფუნქციონირებს შეფასების სისტემა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ კიდევ უფრო თავდაჯერებულად აირჩიოთ პროფესიონალი სპეციალისტი.

მრავალფეროვნება ჩვენი პლატფორმის მთავარი უპირატესობაა. რა ტიპის სამუშაოს შესრულებაც არ უნდა გჭირდებოდეთ, სერვისებზე ყოველთვის იპოვით სასურველ სპეციალისტს, საჭირო უნარებით. იქნება ეს: მშენებელი, მებაღე, დამლაგებელი თუ სხვა. ჩვენი პლატფორმა დაგეხმარებათ სასურველი სპეციალისტის პოვნაში. თბილისსა თუ ბათუმში.  თითოეულ პროფესიონალს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მზად არიან წვლილი შეიტანონ თქვენი პროექტის წარმატებაში.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის სამუშაოებია ხელმისაწვდომი დღიური დასაქმების მიმართულებით?

დღიური სამუშაოები მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს, როგორიცაა სამშენებლო საქმიანობა, სასაწყობე სამუშაოები, მიწათმოქმედება, მოვლა-პატრონობა და სხვადასხვა საორგანიზაციო მომსახურებები. ასევე, დღიური დასაქმების ფარგლებში ხშირად ხდება მუშის გამოძახება, მაგალითად, მძიმე ნივთების გადასატანად ან ტექნიკური დახმარებისთვის.

​ როგორ მოვიძიოთ დღიური სამუშაო მარტივად?

დღიური სამუშაოს მოძიება შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე servisebi.ge. ჩვენთან შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი მომსახურებების შეთავაზება, მიუთითოთ თქვენი პირობები და დაინტერესებული დამკვეთები თავად დაგიკავშირდებიან. 

რა უპირატესობა აქვს მუშის გამოძახების მომსახურებას?

მუშის გამოძახება განსაკუთრებით კომფორტულია, როდესაც კონკრეტული და დროული სამუშაოების შესრულებაა საჭირო, როგორიცაა გადაზიდვები ან მცირე რემონტი. ამ სერვისით შეგიძლიათ დროულად მიიღოთ დახმარება პროფესიონალებისგან და დაზოგოთ დრო.

როგორ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უფლებები დღიური სამუშაოს დროს?

დღიური სამუშაოს დაწყებამდე, უმჯობესია შეთანხმება წერილობითი ფორმით გააფორმოთ, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი სამუშაოს პირობები, ანაზღაურება და შესრულების ვადები. ეს თავიდან აგარიდებთ გაუგებრობებს და უზრუნველყობს თქვენს უფლებებს.

რა ანაზღაურება შეიძლება მივიღოთ დღიური სამუშაოსთვის?

დღიური სამუშაოს ანაზღაურება დამოკიდებულია სფეროზე და სამუშაოს ტიპზე. მაგალითად, დღიური 100 ლარიანი, ან 50 ლარიანი სამუშაოები პოპულარულია სამშენებლო ან სასაწყობე მიმართულებით, თუმცა უფრო სპეციალიზებული საქმიანობა შეიძლება მეტსაც გაწვდიდეთ.