ვულკანიზაცია რუსთავში
ვულკანიზაცია რუსთავში, სხვა ქალაქების მსგავსად, პოპულარული სერვისია. როგორც წესი აღნიშნული მომსახურებისთვის საჭირო დრო (ერთი კამერის აღდგენის პროცესი) 30 წუთია, ხოლო საბურავებისთვის 40 წუთი. პროცედურის დასრულებისთანავე ავტომობილის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ცივი ვულკანიზაცია შედეგის ეფექტურობას მხოლოდ 1-3 დღის ლოდინის შემდგომ მოგცემთ. ტემპერატურისა და წნევის ზემოქმედება საბურავების ზედაპირზე საიმედო გადაბმას უზრუნველყოფს, რაც ბორბლის უსაფრთხო მუშაობას განაპირობებს.