მანქანის ჭერის აღდგენა

მანქანის ჭერის აღდგენა საჭიროა განსაკუთრებით მწეველი მძღოლებისთვის. თუ კვამლისგან წარმოქმილი დეფექტები დროულად არ აღმოიფხვრა საჭირო გახდება საფარის სრული შეცვლა. 

ყველაზე ხშირად სავარძლების და ჭერის საფარი, ასევე ავტომობილის ხალიჩები შეიძლება დაზიანდეს დამწვრობით. დაზიანების აღმოფხვრის ტექნოლოგია დამოკიდებულია საფარის ტიპზე (ტყავი, ქსოვილი, ხავერდი) და დეფექტის ადგილმდებარეობაზე. 

თუ მანქანის ჭერის გადაკვრა გჭირდებათ და სპეციალისტს ეძებთ, SERVISEBI.GE-ზე ოსტატს მარტივად იპოვით. გაეცანით მომხმარებელთა გამოცდილებას და მექანიკოსი სასურველ ლოკაციაზე გამოიძახეთ.

მანქანის ჭერის შეკეთება

მანქანის ჭერის შეკეთება შესაძლებელია ადგილობრივი მეთოდით, ან საფარის სრული შეცვლით. სიგარეტის კვალის ადგილობრივი დაფარვისას უნდა გამოიყენოთ არსებული სტრუქტურის იდენტური მასალა. 
ავტომობილის ჭერის გადაკვრა რამოდენიმე ეტაპისგან შედგება:
  • ზედაპირი იწმინდება;
  • განისაზღვრება საფარის ფერი;
  • დაზიანებული ნაწილი ივსება სპეციალური ნაერთით, რომელიც ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს;
  • ზედაპირი მუშავდება თერმულად; 
ჭერის აღსადგენად გამოიყენება პლასტმასი, ხელოვნური ტყავი, ავტო ქსოვილი, ხელოვნური ზამში და სხვა. 
პროცესის ეფექტურად განსახორციელებლად სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო. სანდო მექანიკოსს ჩვენს პლატფორმაზე რამოდენიმე წუთში იპოვით. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები