მატორის ხელოსანი კვალიფიციური სპეციალისტია, რომელიც სხვადასხვა ტიპის შიდა წვის ძრავებზე მუშაობს. სამუშაოს შესრულების ხარისხი დამოკიდებულია დანადგარის სახეობაზე, მის შემადგენელ კომპონენტებსა და სამონტაჟო სისტემებზე. სპეციალური ცოდნის გარეშე ამ აგრეგატთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შესაძლოა ავტომობილისთვის სავალალო აღმოჩნდეს.
დიაგნოსტიკის შემდგომ მიმდინარეობს მოწყობილობის დემონტაჟი, რომლის ტიპიც ავტომობილის მოდელიდან გამომდინარე განსხვავებულია. ეს პროცესი 10-დან 40 საათამდეც შესაძლოა გაგრძელდეს. იმისთვის, რომ მატორის სტუკი თავიდან აირიდოთ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ ხელოსნებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდით.
მატორის შეკეთება კომპლექსური პროცესია, რომელიც რამოდენიმე ეტაპისგან შედგება:
დიაგნოსტიკა;
დგუშის ელემენტების ცვეთის დადგენა;
ცილინდრის შემოწმება და სხვა.
ძრავის დემონტაჟის შემდგომ ის ირეცხება და შორდება ისეთი ნივთიერებები, რომელთა დაგროვების რისკიც მაღალია ( ლითონის ნამსხვრევები, ჭვარტლი, ჭუჭყი და ა.შ). მომხმარებელთან შეთანხმებით ოსტატი ადგენს შემცვლელი ნაწილების კლასს და აპროგრამებს აგრეგატს.
კვალიფიციური სპეციალისტის დასაქირავებლად ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ ოსტატებს დაუკავშირდით და უფასო სატელეფონო კონსულტაცია გაიარეთ.