მოვამზადებ

პრო
სერტიფიცირებული ფილოლოგი ვამზადებ ქართულ ენაში უმაღლესი შედეგებით.
eyeნანახი
სერტიფიცირებული ფილოლოგი ვამზადებ ქართულ ენაში უმაღლესი შედეგებით.

სერტიფიცირებული ფილოლოგი ქართულ-ენა ლიტერატურაში ვამზადებ აბიტურიენტებს უმაღლესი შედეგებით, როგორც დისტანციურად, ისე ფიზიკურ გარემოში. მუშაობის ფორმატი: ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სიღრმისეულად ვამუშავებთ პროგრამულსა და არაპროგრამულ მასალას, რომლებიც აბიტურიენტს მოეთხოვება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე; ტექსტების რედაქტირებისას საფუძვლიანად ვასწავლი გრამატიკას; აბიტურიენტი მოკლე დროში დამოუკიდებლად შეძლებს ესეს აგებას, წაკითხული ტექსტის გააზრებას, ტექსტის რედაქტირებას - უშეცდომოდ. გაკვეთილის დროს მიმდინარეობს ახალი მასალის ჩაწერა და აბიტურიენტი შეძლებს, ახსნილი მასალა ხელახლა მოისმინოს. აგრეთვე, ჯგუფში ატვირთული იქნება ციფრული რესურსები: ესეები, ტესტები, ტექსტები და ყველა მნიშვნელოვანი მასალა. სწავლების საფასური: 8 გაკვეთილი - 160 ლარი; 12 გაკვეთილი - 240 ლარი; გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1სთ. + მეცადინეობას გაუძღვება ქართული ფილოლოგიის მაგისტრი; სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი მრავალწლიანი გამოცდილებით. გისურვებთ წარმატებებს!

სერტიფიკატი
ტელეფონი
პრო
ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას
eyeნანახი
ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გახლავართ დოქტორი. ასევე, ვარ საჯარო სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებელი 20-წლიანი გამოცდილებით. სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ უნარებში მონაწილე პედაგოგთა ნაშრომების გამსწორებელი. • ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. • სასკოლო პროგრამის შესრულებაში დახმარება. • მასწავლებლის გამოცდის მსურველთა გადამზადება. • შედეგზე ორიენტირებული. • საინტერესო სწავლების მეთოდები. • ვცხოვრობ ვორონცოვზე. • ფასი შეთანხმებით. გისურვებთ წარმატებებს!

ტელეფონი
ელექტრული წრედების შესწავლა
ელექტრული წრედების შესწავლა

როგორც გამოცდილი ელექტრო ინჟინერი, მე მესმის ის გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს უნივერსიტეტის ელექტრული წრედების გამოცდისთვის მომზადებას. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ შევთავაზო ჩემი მომსახურება სტუდენტებს, რომლებიც ეძებენ ხარისხიან ხელმძღვანელობას ამ სფეროში. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, მე მაქვს ძლიერი გამოცდილება ელექტრო ინჟინერიაში. მე მსურს გავუზიარო ჩემი ცოდნა და დავეხმარო სხვებს წარმატების მიღწევაში ამ საინტერესო და რთულ სფეროში. ჩემი მიზანია დაგეხმაროთ სრულად გაიგოთ ცნებები და პრინციპები, რომლებიც აუცილებელია თქვენი ელექტრული წრედების გამოცდის ჩასაბარებლად. ჩემი რეპეტიტორული სერვისები მორგებულია თითოეული ინდივიდის სპეციფიკურ საჭიროებებზე. მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ ყველაფერში, საფუძვლებიდან დაწყებული ყველაზე მოწინავე თემებამდე, სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, რათა უზრუნველყოთ მასალის სრულად გააზრება. მიუხედავად იმისა, ხართ სტუდენტი, რომელიც კურსს ატარებს თუ პროფესიონალი, რომელიც ცდილობს განავითაროს თქვენი უნარები, მე აქ ვარ პერსონალური მხარდაჭერისთვის. თუ თქვენ ეძებთ სანდო და მცოდნე ელექტრო ინჟინერიის დამრიგებელს, თქვენი ძიება აქ მთავრდება. ჩემი გამოცდილებითა და ხელმძღვანელობით, თქვენ მზად იქნებით თქვენი აკადემიური თუ პროფესიული მიზნების მისაღწევად. არ დაელოდოთ - დამიკავშირდით დღეს, რომ დაგეგმოთ თქვენი პირველი სესია და გადადგათ პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ!

ინტერიერის ვიზუალიზაციის შემსწავლელი კურსები (archicad და 3d max)
eyeნანახი
ინტერიერის ვიზუალიზაციის შემსწავლელი კურსები (archicad და 3d max)

იწყება მიღება ინტერიერის 2D და 3D ვიზუალიზაციის ონლაინ კურსებზე წინასწარი რეგისტრაციის ფასდაკლებით! ⬇️ ‼ იჩქარეთ, ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ რამდენიმე დღე! ⏳ 3ds Max-ის შემსწავლელი კურსი: ☑10 შეხვედრა (ხანგრძლივობა 2 საათი) ☑კურსდამთავრებულებს თავისუფლად შეეძლებათ 3ds max-ში ინტერიერის სცენის მოწყობა, მოდელირება, კამერის დაყენება-მომართვა, ტექსტურებზე, განათებასა და რენდერზე მუშაობა. ???????? კურსის ღირებულება (ჯგუფში 8-10 მსმენელი) - 300 ლარი 400 ლარის ნაცვლად; ინდივიდუალური კურსი - 800 ლარი. Archicad-ის შემსწავლელი კურსი: ☑ 8 შეხვედრა (ხანგრძლივობა 2 საათი) ☑კურსდამთავრებულებს თავისუფლად შეეძლებათ Archicad-ში ნახაზების შექმნა. კურსის ღირებულება (ჯგუფში 8-10 მსმენელი) - 200 ლარი 250 ლარის ნაცვლად; ინდივიდუალური კურსი - 500 ლარი. ☑თითოეული შეხვედრა გაწერილია წინასწარ შემუშავებული გეგმის (სილაბუსის) მიხედვით. ☑ყოველი თემის დასამუშავებლად მსმენელებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება. ☑კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. ☑წარმატებულ მსმენელებს რეკომენდაციას გავუწევთ დასაქმების მიზნით ჩვენი კურსდამთავრებულების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebook გვერდზე: https://www.facebook.com/Leonainteriordesign დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით. სილაბუსის მისაღებად დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი პირად შეტყობინებაში.

ინგლისური ენის მასწავლებელი ვარკეთილში
ინგლისური ენის მასწავლებელი ვარკეთილში
5.0
| 3 შეფასება

მოვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ინგლისურ ენაში. მაქვს დამთავრებული მაგისტრატურა (ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი) და გავლილი მაქვს პედაგოგიკის კურსები. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი. ასევე, მაქვს FCE (B2), CAE (C1), CPE (C2), IELTS-ის სერტიფიკატები. ვასწავლი სკოლის მასალასთან ერთად, დამატებით კლასგარეშე მასალას, საჭიროებისამებრ და სასაუბრო ინგლისურს. ასევე, მოვამზადებ "ონლაინ". შემიძლია ვთარგმნო სხვადასხვა სახის ტექსტები. ვცხოვრობ ვარკეთილში, მივიღებ სახლში (მისამართზე არ დავდივარ). ხელფასს ვიღებ წინასწარ (პირველ გაკვეთილზე) და ყოველ მომდევნო იმ რიცხვში როცა დაიწყებთ მეცადინეობას (კვირაში 2 დღე/თვეში 8 გაკვეთილი).

ვარ "უმაღლესი კატეგორიის" მასწავლებელი - ამჟამად პენსიონერი.
ვარ "უმაღლესი კატეგორიის" მასწავლებელი - ამჟამად პენსიონერი.

წლების მანძილზე სკოლაში ვხელმძღვანელობდი პროექტების შემსწავლელ წრეს. ვარ გამარჯვებული პროექტის ნაკრების "რაჭული ტრდიციების" ავტორი. მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების გზაზე დაჯილდოებული ვარ სიგლებით, ორდენებით, ფასიანი საჩუქრებით. ასევე ვარ ქ.ამბროლაურის 2022 წლის საპატიო მოქალაქე. მოვამზადებ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ბავშვები ყოველდღიურად მოამზადებენ საშინაო დავალებებს (შაბათ-კვირის გარდა). მოემზადებიან ყველა საგანში ინგლისურის გარდა. მისამართი: ისნის რაიონი (გაბრიელ სალოსის გამზირი 17). მოსწვლის მოყვანით ან მიმდებარე ტერიტორიებზე ჩემი მისვლით. სხვა საორგანიზაციო საკითხების შემთხვევაში დამირეკეთ ნომერზე

ფიზიკის რეპეტიტორი
eyeნანახი
ფიზიკის რეპეტიტორი

მოვამზადებ მე-5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეებს ფიზიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

გერმანულ ენაში მომზადება
გერმანულ ენაში მომზადება

მოგესალმებით, მოვამზადებ მოსწავლეებს გერმანულ ენაში, დამწყებ, A1 და A2 დონეზე. ვარ გერმანული სკოლის მოსწავლე, მაქვს ენის DSD დიპლომი. ვიცნობ ენის შესწავლის როგორც ახალ და ეფექტურ, ასევ ძველ და გამოცდილ მეთოდებს. სასწავლო პროგრამა შემუშავებული იქნება მოსწავლის მიზნებისა და მოთხოვნების მიხედვით, მორგებული იქნბა მის შესაძლებლობებზე. გაკვეთილები, კვირაში 2-ჯერ. ხანგრძლივობა, 1 საათი. 1 თვე (10 გაკვეთილი) 150ლ. გაკვეთილების სიხშირესა და ხანგრძლივობაზე შესაძლებელია შეთანხმება, თქვენი სურვილის მიხედვით. ასევე გთავაზობთ ინგლისურ ენასა და სასკოლო საგნებში მომზადებას. დეტალებისთვის დამიკავშირდით!

სერტიფიკატი
ისტორიაში მომზადების მსურველთათვის
eyeნანახი
ისტორიაში მომზადების მსურველთათვის

მოგესალმებით. ⚠️ვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, საკმაოდ მაღალი შედეგებით. კონცენტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის თითოეულ კომპონენტზე, საგრანტო ქულისათვის! გაეცნობით ტესტის სპეციფიკას, თეორიულ სწავლებას + მასალები + პრაქტიკული (ტესტზე) მუშაობა, რათა შეძლოთ ყველა სავარჯიშოს წარმატებით შესრულება. ❗️ მოსწავლეებს მივიღებ დიდი დიღმის მეოთე მიკრო-რაიონში. (შესაძლოა ონლაინ პლატფორმითაც, ჯგუფურად/ინდივიდუალურად) ვმუშაობდი #31 საჯარო სკოლაში, ჩაბარებული მაქვს საგნის გამოცდა. სხვა დეტალების გასაგებად პირადად დამიკავშირდით ან მომწერეთ. ucha.gelxviidze@gmail.com

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
eyeნანახი
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.

გერმანულ ენაში ინდივიდუალური ონლაინ კურსი
გერმანულ ენაში ინდივიდუალური ონლაინ კურსი

✓ ვისაც გსურთ გერმანიაში სამუშაოთ გამგზავრება, გთავაზობთ მომზადებას გერმანულ ენაში თქვენს მიერ არჩეული საქმიანობასთან მორგებული პროგრამით, სპეციალური მასალებით, ტესტებით, აუდიო და ვიდეო მასალების გამოყენებით (მოგამზადებთ აგრეთვე გოეთეს A1, A2, B1, B2 გამოცდისთვის). ✓საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით გერმანიაში თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილის მოძებნაში და დამსაქმებელთან კონტქტის დამყარებაში და კომუნიკაციაში. ✓ მაქვს გოეთეს ინსტიტუტის C1 დონის სერტიფიკატი. კარგათ ვიცნობ გერმანიის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებს. მე ვცხოვრობ მუდმივად გერმანიაში და მაქვს გერმანიაში მუშაობის და ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება. ✓ამჟამად ერთი თვით ვიმყოფები თბილისში. შესაძლებელია გაკვეთილების თბილისში დაწყება და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით მეცადინეობა (ზუმის ან ვოთსაპის საშუალებით საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან, რეგიონიდან). გაკვეთილის დროს გამოყენებულ აუდიო ვიდეო და სატექსტო მასალებს გამოგიგზავნით მეილის საშუალებით. ✓გაკვეთილის ხანგრძლიობა მინიმალური ერთი საათი და მეტი, როგორც საჭიროება მოითხოვს. დამიკავშირდით

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მოვამზადებ მე-5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი

მოგესალმებით მოსწავლეებო და აბიტურიენტებო! დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით! სასწავლო ცენტრებსა და რეპეტიტორად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი გთავაზობთ გაძლიერებულ კურსს ინგლისურ ენაში, რაც გულისხმობს თქვენი ლექსიკური მარაგის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, მოსწავლეებს დავეხმარები მარტივად დაძლიოს და გაიგოს სასკოლო მასალა, ასევე აბიტურიენტებს ( და არა მხოლოდ ) დავეხმარები რვავე დავალებაზე საფუძვლიან მუშაობაში, როგორიცაა: 1. მოსმენის უნარების გამომუშავება და დახვეწა. 2. წაკითხული ტექსტის გაგება და მასთან ასოცირებული დავალებების შესრულება. 3. ლექსიკური მარაგის გამდიდრება ტექსტებზე, სიტყვებზე, ფრაზებსა და ფრაზალურ ზმნებზე მუშაობით. 4. გრამატიკის საფუძვლიანი შესწავლა თეორიული და პრაქტიკული მასალით. 5. ფორმალური წერილის შაბლონის სწავლება, კითხვების სწორად ფორმულირებაზე ვარჯიში და წერილისთვის საჭირო ლექსიკური მასალის შესწავლა. 6. არგუმენტირებული ესეს შაბლონის სწავლება და საჭირო ლექსიკური მასალა თემატურად. 7.სიტყვების ჩასმაზე ვარჯიში სათანადო სავარჯიშოებით. 8.არტიკლების, წინდებულების, კავშირისა და მიმართებითი ნაცვალსახელების ჩასმაზე მუშაობა. 9. ერთიანი ეროვნული გამოცდების წინა წლების ტესტებისა და სხვა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით ცოდნის გამყარება. სასწავლო პროცესის ეფექტურად წარსამართავად ვიყენებ მხოლოდ უახლეს, ეფექტიან და მრავალფეროვან პროგრამას. გისურვებთ წარმატებას!