Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება ქართულში

პრო
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? გინდა, ქართულში მომზადებამ რეალურ შედეგამდე მიგიყვანოს? ვიღებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად. ვარ ქართული ენის ფილოლოგი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი და უფროსი მასწავლებელი. მე-6 წელია აბიტურიენტებთან ვმუშაობ და ამ პერიოდში არც ერთი ჩემი მოსწავლე არ ჩაჭრილა ეროვნულ გამოცდაზე. გაკვეთილები იქნება პრაქტიკასა და შედეგზე ორიენტირებული: ? ტექსტის გააზრება და ანალიზი ✍️ თხზულების წერა და არგუმენტირება ? გრამატიკა ? საგამოცდო სტრატეგიები ყოველ თვე მოსწავლეს ექნება ეროვნული გამოცდის ფორმატის ტესტი, რათა მუდმივად ვაკონტროლოთ პროგრესი და დროულად გამოვასწოროთ სუსტი მხარეები. თუ გინდა, რომ შენი შრომა შედეგში აისახოს — დავიწყოთ ერთად! გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 3 მოსწავლე. ? ვარკეთილი | ? შესაძლებელია ონლაინ სწავლაც.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

Მოგესალმებით! მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-XIკლასი). ონლაინ, კვირაში 2-ჯერ. ფასი შეთანხმებით. ✅ ვარ მოქმედი მასწავლებელი; ✅ დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატი. 2019-2023წწ; ✅ გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების (minor) 60-კრედიტიანი პროგრამა. (თსუ-ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი) 2021/2023წწ; ✅ ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XIIკლასი); ✅ პედაგოგიური პრაქტიკა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XIIკლასი) გავიარე @სსიპ ქ.თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში, შეფასება 100/100; ✅ მაქვს, როგორც სკოლაში მუშაობის, ასევე კერძო რეპეტიტორობის გამოცდილება. ვარ მოქმედი მასწავლებელი; გისურვებთ წარმატებას!

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და VII-XII კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სასწავლო პროცესში ყურადღებას ვამახვილებ: * გააზრებისა და ანალიზის უნარებზე; * გამართულ წერით და ზეპირ მეტყველებაზე; * გრამატიკის საფუძვლიან შესწავლაზე; * სასკოლო პროგრამისა და გამოცდებისთვის ეფექტურ მომზადებაზე; სწავლების პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური მიდგომით, მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. გაკვეთილები არის მიზანმიმართული, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული. მაქვს განათლების სფეროში მუშაობს რამდენიმე წლიანი გამოცდილება, ვარ უფროსი მასწავლებელი. გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე. მის: გლდანი, მე-2 მ/რ.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

სექტემბრიდან მოვამზადებ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში სამი დღე ჯგუფთან ერთად(აბიტურიენტებისათვის), ან ორი დღე (მე-10- მე-11 კლასელებისათვის). გაკვეთილის ხანგრძლივობაა: 1:30 - 2:00 საათი. ჯგუფი დაკომპლექტდება არაუმეტეს 5 მოსწავლისა. გპირდებით საინტერესო, შემეცნებით, შედეგზე ორიენტირებულ გარემოსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მიდგომას. ჩემ შესახებ: ვმუშაობ სკოლაში, ვარ საბაზო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ვარ ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. მოსწავლეებს ვამზადებ 2020 წლიდან. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფში მიღებამდე აუცილებელია გასაუბრება და მოსწავლის ამჟამინდელი ცონდისა და უნარების განსაზღვრისათვის სადიაგნოსტიკო ტესტის დაწერა. გისურვებთ წარმატებას!

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ მესამე კურსის სტუდენტი . მოვამზადებ ბავშვებს როგორც ქართულში ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს . შემიძლია ბავშვს შევუქმნა კომფორტული და საინტერესო გარემო. მთავარია მათთვის გაკვეთილი არ იყოს მოსაბეზრებელი და იყოს სასიამოვნო. შემიძლიაა ვასწავლო თანამედროვე მეთოდებით. ვასწავლო როგორც ესეების წერა ასევეე გრამატიკაც , შემიძლია დამატებით ლიტერატურაში დახმარებაც . გაკვეთილი შესაძლოაა ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე შემიძლია ვიარო სახლშიც . ფასი დამოკიდებულია გაკვეთილის რაოდენობასა და დღეებზე

მსგავსი კატეგორიები