კატეგორიები

განცხადებები

რუსულის შესწავლა ჩემთან
რუსულის შესწავლა ჩემთან

რუსულის შესწავლა. რატომ ჩემთან? - ¹ მაქვს საკუთარი მეთოდიკა, რომელიც გამოცდილია 47 სტუდენტზე. ზოგი მათგანის აზრს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ფბ-გვერდზე: https://m.facebook.com/rusuliqartvelebistvis/reviews/?ref=page_internal&mt_nav=0&paipv=1. მიუხედავად დონისა, რომლითაც მოვიდნენ ჩემთან, თითქმის ყველა მათგანი წარმატებით გამოიყენებს შეძენილ ცოდნას სამსახურში ან რუსულენოვან მეგობართან საუბრისთვის; - ²ვასწავლი რუსულს, როგორც უცხოურს, რაც გულისხმობს უფრო მარტივ და გასაგებ ახსნას იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტი ფიქრობს მშობლიურ ენაზე; - ³გასწავლით თანამედროვე, იშვიათი წიგნებით; - ⁴არავითარი ძველი ნაწარმოები (მხოლოდ თქვენი სურვილის შემთხვევაში) და მოსაწყენი ტექტსები. ძირითადად ვიყენებ საინტერეაო სტატიებს და ვწერ სტუდენტზე მორგებულ ტექსტებს, მისი ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. გვექნება ბევრი არასტანდარტული, საინტერესო დავალება, დეტალებს გასაუბრებისას გაგაცნობთ; - ⁵ვასწავლი ორ ლოკაციაზე: მარჯანიშვილზე და დიღომში. ჩემთან საინტერესოა. გპირდებით: ჩემთან არ მოიწყენთ და შედეგსაც მივაღწევთ ერ/ად!

РКИ/რუსული ენაში მომზადება
РКИ/რუსული ენაში მომზადება

ვარ რუსული ენის და ლიტერატურის ფილოლოგი, მაქვს მაგისტრის ხარისხი,ასევე მიმიღია მონაწილეობა საერთაშორისო ფილოლოგიურ კონფერენციებში. მაქვს მუშაობის გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. თუ გსურს, რომ მიიღო მაღალი ხარისხის ცოდნა და განათლება რუსულ ენაში, მაშინ მოდი ჩემს ლამაზ და მყუდრო ოფისში, რომელიც მდებარეობს გობრონიძის 1/ა-ში(მეტრო ახმეტელის წინ). ასევე ვმუშაობ online-რეჟიმში თქვენთვის სასურველ დროს. პირველი გაკვეთილი-კონსულტაცია უფასოა, სადაც გამოვავლენ თქვენს ფსიქოლოგიურ ტიპს და რუსული ენის ცოდნის დონეს.

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს შემდეგ საგნებში : ბუნება/ბიოლოგია (I -XII კლასის ჩათვლით) ინგლისური (I-X კლასის ჩათვლით) რუსული (I-X კლასის ჩათვლით) მაქვს დამთავრებული Georgian-American International school Progress. ამჟამად ვარ ინგლისურენოვანი მედიცინის სტუდენტი New Vision უნივერსიტეტში. მაქვს რუსული და ინგლისური ენის დამადასტურებული სერთიფიკატები. ინგლისურის ეროვნულის ქულა 80/80 ფასი: ინგლისური I - V კლასის ჩათვლით 50₾ VI-X კლასის ჩათვლით 70₾ ბუნება I - VI კლასის ჩათვლით 50₾ ბიოლოგია VII-X კლასის ჩათვლით 80₾ აბიტურიენტები 100₾ რუსული ყველა კლასი 60₾ მისამართი : ქ. თბილისი , ვერა, ე. ტატიშვილის ქუჩა

რუსული ენა ინდივიდუალურად და დისტანციურად
eyeნანახი
რუსული ენა ინდივიდუალურად და დისტანციურად

აბიტურიენტებს შეგასწავლით რუსულ ენას საფუძვლიანად. ვარ კეთილგანწყობილი, გამოცდილი პედაგოგი, მხატვრული და სხვა ლიტერატურის მთარგმნელი, კულტურული ტურების გიდი. • ციფრული სახელმძღვანელო და საჭირო მხატვრული ლიტერატურა საჩუქრად. სისტემატურად მეცადინეობის შედეგად შეისწავლით: • გრამატიკას საფუძვლიანად; • განივითარებთ წერის, კითხვის, გამოთქმისა და მოსმენის უნარ-ჩვევებს; • შეძლებთ მხატვრული და შემეცნებითი ტექსტების კითხვასა და ანალიზს სხვადასხვა თემაზე; ელემენტალურიდან B1 დონეზე - დაახ. 1 წელიწადში; ელემენტალურიდან B2 დონეზე - დაახ. 2 წელიწადში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რუსული ენის გრამატიკა რთულია (მაგ., ინგლისური ენის გრამატიკასთან შედარებით), ამიტომ სასურველია, აბიტურიენტებმა მინიმუმ 9 თვე იმეცადინონ სავალდებულო პროგრამის შესასწავლად და გამოცდაზე მაღალი ქულის მისაღებად). 1 სთ. – 30 ლ. (ონლაინ მეცადინეობის შემთხვევაში); კონსულტაცია და პირველი 30 წუთიანი მეცადინეობა უფასოდ).