განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქართული ენა და ლიტერატურა

განცხადებები

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. განათლება: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. სერტიფიცირება: გავლილი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა და დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. მიმდინარე საქმიანობა: ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვარ სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესიული მიღწევები: ვარ აბიტურიენტთა მოსამზადებელი წიგნის ავტორი, არაერთი წიგნის რედაქტორი და დოკუმენტური ფილმების სცენარების თანაავტორი. ჩემი აკადემიური კვალიფიკაცია და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლესთან შევიმუშაო ინდივიდუალური მიდგომა — როგორც სასკოლო პროგრამის გასაძლიერებლად, ისე საგამოცდო შედეგების მაქსიმალური გაუმჯობესებისთვის. გრაფიკი და ღირებულება: V-IX კლასის მოსწავლეები: 120 - 150 ლარი, კვირაში 2 დღე (1.5-საათიანი მეცადინეობა) აბიტურიენტები: 180 ლარი, კვირაში 3 დღე (2-საათიანი მეცადინეობა) დეტალებისთვის დაგვიკავშირდით, ადგილები შეზღუდულია!

ქართული, როგორც უცხო ენა

ვარ ფილოლოგიის დოქტორი. ვასწავლი ქართულ ენას უცხოელებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ვმუშაობ ონლაინ. მაქვს საჯარო სკოლაში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება. ასევე, რვა წელია ვმუშაობ კერძო რეპეტიტორად რუსულენოვან მოსწავლეებთან. გთავაზობთ: ? საკომუნიკაციო და აკადემიური ქართული ენის შესწავლას. ? ინდივიდუალურად, თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამასა და განრიგს; ? სწავლისათვის საჭირო ლიტერატურას, აუდიო, ვიდეო და სხვა სახის რესურსებს.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მოგესალმებით, მოვამზადებ სკოლის მოსაწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს, პედაგოგად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩემი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მისამართი: თბილისი, ვაკე. დამატებითი დეტალებისათვის, გთხოვთ დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე

მსგავსი კატეგორიები