Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქართული ენის რეპეტიტორი

პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? მზადება 2026-2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის! ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში - თანამედროვე მეთოდოლოგიის, უახლესი სასწავლო რესურსებისა და ეროვნული გამოცდების პროგრამის შესაბამისად. ? სასწავლო პროცესი მოიცავს: • კვირაში 2 მეცადინეობას; • ხანგრძლივობა - 1 სთ. 30 წთ. - 2 სთ.; • ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობას - მაქს. 4-5მოსწავლე; • ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს; • ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის სისტემურ შესწავლას; • პრაქტიკულ მუშაობას საგამოცდო დავალებებზე, ტექსტებსა და წერით სამუშაოებზე; • ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს. ? მეცადინეობის ადგილები: • თავისუფლების მოედანი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია; • მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან; • ? ონლაინ მეცადინეობები - დისტანციური სწავლების მსურველთათვის. ? ჩემ შესახებ: • ქართული ფილოლოგიის მაგისტრი; • უფროსი მასწავლებელი; • სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; • კერძო მოსწავლეებთან/აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ?მიზანი - არა მხოლოდ პროგრამული მასალის ათვისება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და საგამოცდო დავალებების თავდაჯერებულად შესრულება. ? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით. ? დამატებითი ინფორმაციისთვის: მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით:

certificate icon 2
პრო
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? გინდა, ქართულში მომზადებამ რეალურ შედეგამდე მიგიყვანოს? ვიღებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად. ვარ ქართული ენის ფილოლოგი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი და უფროსი მასწავლებელი. მე-6 წელია აბიტურიენტებთან ვმუშაობ და ამ პერიოდში არც ერთი ჩემი მოსწავლე არ ჩაჭრილა ეროვნულ გამოცდაზე. გაკვეთილები იქნება პრაქტიკასა და შედეგზე ორიენტირებული: ? ტექსტის გააზრება და ანალიზი ✍️ თხზულების წერა და არგუმენტირება ? გრამატიკა ? საგამოცდო სტრატეგიები ყოველ თვე მოსწავლეს ექნება ეროვნული გამოცდის ფორმატის ტესტი, რათა მუდმივად ვაკონტროლოთ პროგრესი და დროულად გამოვასწოროთ სუსტი მხარეები. თუ გინდა, რომ შენი შრომა შედეგში აისახოს — დავიწყოთ ერთად! გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 3 მოსწავლე. ? ვარკეთილი | ? შესაძლებელია ონლაინ სწავლაც.

პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთლები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. ( შესაძლებელია ონლაინ ფორმატით). • ჩემთვის პრიორიტეტია, სწავლის პროცესი იყოს საინტერესო და მოტივაციის მომცემი. გაკვეთილები სრულად ერგება მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპს. მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ინტერაქციული აქტივობებით თითოეული შეხვედრა მარტივად, ნაყოფიერად და ხალისით მიმდინარეობს. • ჩემ შესახებ: ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მინიჭებული მაქვს ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი (minor) პროგრამა. ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ვარ მოქმედი მასწავლებელი.

? ქართული ენა და ლიტერატურა — მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის
? ქართული ენა და ლიტერატურა — მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის

ვიწყებ მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ? სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები: • საფუძვლიანად შეისწავლიან სასწავლო და ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; • შეისწავლიან ქართულ გრამატიკასა და ტექსტის რედაქტირებას; • ისწავლიან მხატვრული ტექსტის გააზრებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას; • იმუშავებენ წერით დავალებებზე და ისწავლიან გამართული, არგუმენტირებული ტექსტის წერას; • მიიღებენ დამატებით ცოდნას ქართული და მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის შესახებ; • განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარს. ჩემი მიზანია, მოსწავლემ არა მხოლოდ გამოცდისთვის ისწავლოს კონკრეტული მასალა, არამედ ისწავლოს ლიტერატურის კითხვა, ტექსტის გააზრება, აზროვნება და საკუთარი სათქმელის გამართულად ჩამოყალიბება. ? მეცადინეობა — კვირაში 2 დღე ⏰ თითო შეხვედრა — 2 საათი ? მცირე ჯგუფები და ინდივიდუალური მეცადინეობა ? შესაძლებელია სრულად დისტანციური სწავლებაც ? ადგილზე: თბილისი, დიღომი 7, ფერაძის ქუჩა ? ადგილზე: ჯგუფური — 180 ლარი თვეში ინდივიდუალური — 300 ლარი თვეში ? ონლაინ: ჯგუფური — 120 ლარი თვეში ინდივიდუალური — 200 ლარი თვეში ? ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითიტებულ ნომერზე. ? ჯგუფებში ადგილები შეზღუდულია.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. განათლება: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. სერტიფიცირება: გავლილი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა და დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. მიმდინარე საქმიანობა: ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვარ სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესიული მიღწევები: ვარ აბიტურიენტთა მოსამზადებელი წიგნის ავტორი, არაერთი წიგნის რედაქტორი და დოკუმენტური ფილმების სცენარების თანაავტორი. ჩემი აკადემიური კვალიფიკაცია და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლესთან შევიმუშაო ინდივიდუალური მიდგომა — როგორც სასკოლო პროგრამის გასაძლიერებლად, ისე საგამოცდო შედეგების მაქსიმალური გაუმჯობესებისთვის. გრაფიკი და ღირებულება: V-IX კლასის მოსწავლეები: 120 - 150 ლარი, კვირაში 2 დღე (1.5-საათიანი მეცადინეობა) აბიტურიენტები: 180 ლარი, კვირაში 3 დღე (2-საათიანი მეცადინეობა) დეტალებისთვის დაგვიკავშირდით, ადგილები შეზღუდულია!

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და VII-XII კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სასწავლო პროცესში ყურადღებას ვამახვილებ: * გააზრებისა და ანალიზის უნარებზე; * გამართულ წერით და ზეპირ მეტყველებაზე; * გრამატიკის საფუძვლიან შესწავლაზე; * სასკოლო პროგრამისა და გამოცდებისთვის ეფექტურ მომზადებაზე; სწავლების პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური მიდგომით, მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. გაკვეთილები არის მიზანმიმართული, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული. მაქვს განათლების სფეროში მუშაობს რამდენიმე წლიანი გამოცდილება, ვარ უფროსი მასწავლებელი. გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე. მის: გლდანი, მე-2 მ/რ.

ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი.
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი.

მოგესალმებით, ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ასევე სკოლის მოსწავლეებს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მისაღები გამოცდებისთვის. გარდა ამისა, ბრიტანულ-ქართული აკადემიის საგრანტო კონკურსისათვის. ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად ვასწავლი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ? განათლება: ✅ თსუ – ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი -(წითელი დიპლომი GPA- 3.91) ✅ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ? მიღწევები: ✔ სახელმწიფო სტიპენდიანტი – 5-გზის ✔ გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის ფულადი პრემიის მფლობელი. ✔ კონფერენციების აქტიური მონაწილე ✔ საგაზეთო სტატიების ავტორი ✔ აბიტურიენტებს ვამზადებ 2021 წლიდან. ? ვამზადებ აბიტურიენტებს ჯგუფურად (ჯგუფში 4 მოსწავლე), ინდივიდუალური მიდგომებითა და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით. ? გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, 2-2 საათი – მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სიღრმისეული მასალის ათვისებით. ? საათები – სამუშაო დღეებში საღამოს, შაბათ-კვირას – დღის მონაკვეთში ? ადგილმდებარეობა – გლდანის მესამე მიკროს დასაწყისი ? დამატებითი დეტალებისა და ჯგუფში ჩასაწერად დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ მესამე კურსის სტუდენტი . მოვამზადებ ბავშვებს როგორც ქართულში ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს . შემიძლია ბავშვს შევუქმნა კომფორტული და საინტერესო გარემო. მთავარია მათთვის გაკვეთილი არ იყოს მოსაბეზრებელი და იყოს სასიამოვნო. შემიძლიაა ვასწავლო თანამედროვე მეთოდებით. ვასწავლო როგორც ესეების წერა ასევეე გრამატიკაც , შემიძლია დამატებით ლიტერატურაში დახმარებაც . გაკვეთილი შესაძლოაა ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე შემიძლია ვიარო სახლშიც . ფასი დამოკიდებულია გაკვეთილის რაოდენობასა და დღეებზე

ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად

? ქართულ ენასა და ლიტერატურაში — ონლაინ მომზადება VI–X კლასის ჩათვლით! ქართულ ენასა და ლიტერატურაში წარმატება მხოლოდ ნიჭი არ არის — ეს არის სწორი მიმართულების, მხარდაჭერისა და ეფექტური მეთოდის შედეგი. ვიღებ მოსწავლეებს VI–X კლასების ჩათვლით და ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ონლაინ ფორმატში. ? დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი — ქართული ფილოლოგიის მიმართულება. ? მოსწავლეების მომზადების 4-წლიანი გამოცდილება ? ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი ? კვირაში 2 დღე გრაფიკს შევარჩევთ მოსწავლესთან ერთად, ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ჩემი მიზანია, მოსწავლემ მხოლოდ პროგრამა კი არ აითვისოს, არამედ ისწავლოს აზროვნება, მსჯელობა, გამართული წერა და საკუთარი აზრის სწორად ჩამოყალიბება. ? დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით. ადგილები შეზღუდულია — ჩაწერა უკვე მიმდინარეობს.

star icon 5.0 (1)

მომხმარებლის შეფასებები

ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად სურათი
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველას გირჩევთ. ძალიან კარგად ამზადებს

მსგავსი კატეგორიები