გამარჯობათ, დავდივარ ნებისმიერ ლოკაციაზე.მე ვარ თამო, მიყვარს ძაღლები, კატები, შინაური ცხოველები. ამჟამად ვარ სტუდენტი და მესაჭიროება სამსახური. ვფიქრობ რომ ეს სწორედ ის არის რითიც მეც, თქვენც და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც კმაყოფილები დავრჩებით. ალბათ რთულია თქვენთვის საყვარელი არსება ანდოთ უცხოს, რომელზეც არაფერი არ იცით და გიჭირთ მასთან დროებით განშორება, მაგრამ გპირდებით რომ ეს სწორედ ის არის რითიც მეც, თქვენც და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც კმაყოფილები დარჩებით. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს, გავასეირნებ ან დავიტოვებ თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველს ან ცხოველებს. მადლობა ყურადღებითვის! ⭐️
კომპანია ,,შენი შინაური ცხოველი'' გთავაზობთ, შინაური ცხოველების (ფრინველების, ქვეწარმავლების, მღრღნელების) : •გასეირნებას ნებისმიერ ლოკაციაზე (დღეში ერთხელ ან ორჯერ) •დატოვება და მოვლა-ზრუნვას (დღეობით, კვირობით, თვეობით) •თქვენზე მორგებულ პირობებს •თქვენთან მუდმივ კონტაქტში ყოფნას •სურვილისამებრ ხელშეკრულების გაფორმებას- რათა პირობები შესრულდეს ორივე მხარისგან პირნათლად და კეთილსინდისიერად •პირად მომსახურებას გაგიწევთ ცხოველებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა ჯგუფი
თუ ვერ ახერხებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის გასეირნებას, შემიძლია დილა საღამოს გავასეირნო. მე თავად მყავს 6 წლის გოლდენ რეტრივერი და ხანგრძლივი გამოცდილება ძაღლებთან ურთიერთობის. ასევე შემიძლია დავიტოვო და მოვუარო. ფასი: დილა-საღამოს გასეირნება - 15 ლ მხოლოდ დილით ან ღამით - 10 ლ დღიურად დატოვება- 50
გამარჯობა! გთავაზობთ შინაური ცხოველების მოვლა-გასეირნებას ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე
ვასეირნებ შინაურ ცხოველებს ნებისმიერ ლოკაციაზე. გამარჯობა მე ვარ თამო 19 წლის სტუდენტი, ამ სფეროში 3 წელია აქტიურად ვმუშაობ, მაქვს გამოცდილება და უამრავი რეკომენდაცია. შინაური ცხოველის მოვლა დატოვება ეს უბრალოდ საქმე არაა მას დიდი სიყვარული,მონდომება და გამოცდილება სჭირდება. რათქმაუნდა რთულია თქვენი საყვარელი ცუგო , ფისო ან შინაური ცხოველის სხვა, უცხო ადამიანს დაუტოვოთ, რადგან არ იცით როგორ შეეგუება ის მას ან თუნდაც როგორ მიეჩვევა თქვენი მეგობარი მომვლელს. რათქმაუნდა ამ საკითხზე სრული სერიოზულობით და მონდომებით ვცდილობ რომ თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი იყოს თბილ და მოსიყვარულე გარემოში. ამაში ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც მეხმარებიან. ასე რომ თამამად შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი :)
მოგესალმებით, ვარ 23 წლის. ძალიან მიყვარს ოთხფეხა მეგობრები. გავასეირნებ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ვცხოვრობ ფალიაშვილზე ვაკეში.
ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და მუდმივად გვყავდა ოჯახში ოთხფეხა მეგობრები, მაგ. ძაღლები, ზაზუნები, კატები და ა.შ. თვითონვე ვუვლი და ვასეირნებ ჩემს ჯუჯა პუდელს, სახელად სინდი. მოხარული ვიქნები, თუკი მექნება მათთან სეირნობის შესაძლებლობა. ვიზრუნებ თვენს ოთხფეხა მეგობრებზე. მაღალ დონეზე ვფლობ ინგლისურ და გერმანულ ენებს. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მომავალი ექიმი.
გამარჯობა, გავასეირნებ ძაღლებს. ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.