განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ძაღლის დატოვება

განცხადებები

შინაური ცხოველების მოვლა-გასეირნება-დატოვება

გამარჯობა! მე ვარ თამო ადამიანი, ვისაც გულით უყვარს ცხოველები. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და კარგად მესმის, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, ვის ანდობთ თქვენს ბინადარს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია სიყვარული, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა. რას გთავაზობთ? __გასეირნება — 35₾-დან __ დატოვება (დღისა ან ღამის განმავლობაში) — 60₾-დან ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ცხოველის ტიპის, მოვლის საჭიროების და ლოკაციის მიხედვით. ყოველთვის შეგვიძლია ინდივიდუალურად შევათანხმოთ ყველა დეტალი. ❗️ ძალიან მნიშვნელოვანი: არ ვასეირნებ და არ ვიტოვებ რამდენიმე ცხოველს ერთად. ყოველი ბინადარი ჩემთვის უნიკალურია და მხოლოდ მას ვუთმობ სრულ ყურადღებას. სრულად ინდივიდუალური მომსახურება — მაქსიმალური ზრუნვით და უსაფრთხოებით. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს მოხარული ვიქნები გავიცნო თქვენი ბეწვიანი, ფრთიანი თუ ქერცლიანი მეგობარი! გპირდებით, რომ მათ გვერდით ნამდვილად სანდო ადამიანი ეყოლება :)

შეფასება 4.9 , 10 შეფასება

შინაური ცხოველების მოვლა გასეირნება

ვასეირნებ შინაურ ცხოველებს ნებისმიერ ლოკაციაზე. გამარჯობა მე ვარ თამო 19 წლის სტუდენტი, ამ სფეროში 3 წელია აქტიურად ვმუშაობ, მაქვს გამოცდილება და უამრავი რეკომენდაცია. შინაური ცხოველის მოვლა დატოვება ეს უბრალოდ საქმე არაა მას დიდი სიყვარული,მონდომება და გამოცდილება სჭირდება. რათქმაუნდა რთულია თქვენი საყვარელი ცუგო , ფისო ან შინაური ცხოველის სხვა, უცხო ადამიანს დაუტოვოთ, რადგან არ იცით როგორ შეეგუება ის მას ან თუნდაც როგორ მიეჩვევა თქვენი მეგობარი მომვლელს. რათქმაუნდა ამ საკითხზე სრული სერიოზულობით და მონდომებით ვცდილობ რომ თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი იყოს თბილ და მოსიყვარულე გარემოში. ამაში ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც მეხმარებიან. ასე რომ თამამად შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი :)

ვასეირნებ ძაღლებს

თუ დრო არ გაქვს თქვენი პატარა მეგობრის გასასეირნებლად, შემიძლია თქვენს სასურველ დროს მოვიდე და გავასეირნო თქვენს მაგივრად.

გავასეირნებ / დავიტოვებ ძაღლს

ვარ მოყვარული კინოლოგი. მაქვს ძაღლის აღზრდისა და მოვლის 6 წლიანი გამოცდილება. დავიტოვებ ნებისმიერი ჯიშის ძაღლს. მეტისი - 550ლარი, სუფთა სისხლის - 650ლარი. გასეირნება: 15 ლარი საათი/ საათ-ნახევარი

მომხმარებლის შეფასებები

შინაური ცხოველების მოვლა-გასეირნება-დატოვება

შეფასების ავტორი: იოანე

ძალიან მომეწონა საყვარელი გოგოა ჩემს ცუგოსაც ძალიან მოეწონა ძალიან მზრუნველობით და კარგად ექცეოდა ჩემს ძაღლს სურათებსაც...

შინაური ცხოველების მოვლა-გასეირნება-დატოვება

შეფასების ავტორი: მანჩო

ვისაც თქვენი ოთხფეხა ოჯახის წევრი გიყვართ , ჩემი როკომენდაცია იქნება თამო და მისი ოჯახი სრულიად. ❤️❤️არის უსაყვარლესი, უ...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები