თვლების შეყრის გასწორება მოთხოვნადი მომსახურებაა, რადგან მასზეა დამოკიდებული მანქანის სწორი მანევრირება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება. თუ რაზვალი დარღვეულია და ბორბლების არასწორი განლაგება ფიქსირდება, შესაძლოა ავტომობილი გვერდზე გადაცურდეს. ასევე შეინიშნება დამუხრუჭებისას საჭის შემობრუნება უფრო მცირე კუთხისკენ. თუ თვლების შეყრა დასარეგულირებელია
მექანიკოსს დროულად უნდა მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანდება სავალი ნაწილებიც.
რაზვალის არასწორი განლაგება გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:
- საჭის მიშვების დროს მანქანა მაჯვნივ/მარცხნივ იხრება; მოხვევის დროს (დაბალ სიჩქარეზეც) ბორბლები ხმაურს (ღრიალს) იწყებს; საბურავები არათანაბრად არის გაცვეთილი;
- საჭე ოდნავ დახრილია მარცხნივ ან მარჯვნივ (წინ მართვის შემთხვევაში); ავტომობილის მანევრირება არაადეკვატურია; მოხვევის შემდეგ საჭე საწყის პოზიციას შეფერხებით უბრუნდება;
თვლების შეყრა აუცილებელია ამორტიზატორების გამოცვლის, ან საჭის შეკეთების შემდგომ. მნიშვნელოვანია გამოცდილი სპეციალისტის გამოძახება, რათა თქვენი ავტომობილის სტაბილური მოძრაობა აღდგეს.
ბორბლების რაზვალის გასწორებით შემცირდება საბურავების ცვეთა, შემცირდება საწვავის მოხმარება და მოცურების ალბათობა მინიმუმამდე დავა.
თუ რაზვალის ტულკების შეცვლაა აუცილებელი საჭირო ხელოსანს ჩვენს ვებგვერდზე იპოვით. ვებგვერდზე დაიქირავებთ ოსტატებს, რომლებიც თანამედროვე დანადგარებით (ნახარის აპარატი) მუშაობენ. ასევე შეგიძლიათ 3დ(3D) რაზვალის გასწორების და გადაჭიმვის სამუშაოებისთვისაც კვალიფიციური სპეციალისტი დაიქირავოთ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს და აირჩიოთ ის სპეციალისტი, რომელიც თქვენზე მორგებულ პირობებს შემოგთავაზებთ. ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ წარმოდგენილი რეიტინგები სანდოა. ახლობლების დახმარების გარეშე საჭირო კადრს რამდენიმე წუთში იპოვით. რაც მთავარია ხელოსნის გამოძახება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ, რაც დაგიზოგავთ დროს და პრობლემის მოგვარებას გაგიმარტივებთ.