Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მოვამზადებ სამოქალაქო განათლებაში

სამოქალაქო განათლების რეპეტიტორი
სამოქალაქო განათლების რეპეტიტორი

გამარჯობა, მოვამზადებ აბიტურიენტებს სამოქალაქო განათლებაში. - მეცადინეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში; - შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ(დისტანციურად) მეცადინეობა; - ჩაბარებული მაქვს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა; - მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება; სამოქალაქო განათლებას ვხედავ როგორც საგანს, რომელიც მოსწავლეს ეხმარება არა მხოლოდ წარსულის გააზრებაში, არამედ საკუთარი ადგილის, პასუხისმგებლობისა და როლის აღმოჩენაში საზოგადოებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ ისწავლოს ფიქრი, კითხვების დასმა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად გამოხატვა. მინდა, ვიყო მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს ცოდნასთან ერთად აძლევს ნდობას, ემპათიას და ფიქრის თავისუფლებას. მჯერა, რომ კარგი განათლება სწორედ ამ სამი ღირებულების — ცოდნის, კრიტიკული აზროვნებისა და ადამიანურობის — ერთობლიობაა. მსურს, ჩემი გამოცდილება, მოტივაცია და სიყვარული ამ საგნის მიმართ სწორედ ასეთ სასწავლო გარემოს შევუთავსო.