მათემატიკის მასწავლებელი / მათემატიკის შესწავლა

მოცემულ კატეგორიაში შეხვდებით მათემატიკის რეპეტიტორებს, რომლებიც მოგამზადებთ ალგებრაში, გეომეტრიაში..ეიპოვით მათემატიკის მასწავლებლებს უფრო მარტივად, მხოლოდ ერთი დაწკაპებით სასურველ განცხადებაზე. momzadeba ertiani erovnuli gamocdebistvis matematikashi sauketeso gundtan.
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა! მე ვარ ანა, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მე-4 კურსის სტუდენტი. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 3 წელია (უნივერსიტეტის პირველი კურსიდან) და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში (მაგალითად, კალკულუსი I და II). გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

გამარჯობა! ჩემი სახელია ანი, დავამთავრე ვეკუას სკოლა და ახლა ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, ვარ მესამე კურსის სტუდენტი. გარდა სახელმწიფო გრანტისა, მოვიპოვე “STEM-ის მომავალი პროფესიონალის” გრანტი. სრული დაფინანსებით გავიარე სტენფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკის კურსი (Logic4All). სკოლის ასაკში ვმონაწილეობდი ისეთ პროექტებში, როგორიცაა მილენიუმი, 1000 Girls 1000 Futures, The Junior Academy (NYAS). გარდა ფიზიკა-მათემატიკისა, მაქვს ბევრი ინტერესი. მაგალითისთვის, ვარ მე-2 ადგილოსანი კონკურსისა - “ვწერ თავისუფალ თემას”, ზაფხულობით ასევე ვმონაწილეობ ექსპედიციებში როგორც საქართველოში, ისევე საზღვრებს გარეთ. მოსწავლეების ვამზადებ მე-11 კლასიდან, რაც 5 წლიან გამოცდილებას უდრის. მოვამზადებ მხოლოდ ონლაინ როგორც ფიზიკაში, ასევე მათემატიკაში (სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, კალკულუსი), ან ადგილზე მოსვლით ისანში.

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკა ონლაინ
მათემატიკა ონლაინ

- თუ გსურთ შეისწავლოთ მათემატიკა მარტივად, გასაგები ენით, არასტანდარტული მეთოდებით, და არა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით, ჩემი გაკვეთილები თქვენთვისაა! - ვამზადებ მხოლოდ ონლაინ, მხოლოდ ინდივიდუალურად და მხოლოდ მონდომებულ მოსწავლეებს ქართულად და რუსულად; - შემიძლია დავეხმარო ფრანგული და ამერიკული სკოლის მოსწავლეებსაც, ვინაიდან ვფლობ ინგლისურ და ფრანგულ ენებს; - მიყვარს მათემატიკა, ბავშვებთან მუშაობა, მაქვს კარგი გადმოცემის უნარი და საუკეთესო შედეგები! ჩემი ყველა მოსწავლე წარმატებულია! - სწავლების საფასური: გაკვეთილი 25 ლარი; - ხანგრძლივობა: 45-60 წუთი; - პირველი გაკვეთილი უფასოა; თუ შეიძლება, დამეკონტაქტეთ მხოლოდ ვოტსაპით.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის შესწავლა მომზადება მათემატიკაში მათემატიკა ონლაინ ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში

მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში

დაძლიეთ უმაღლესი მათემათიკის მაგალითები ეროვნული გამოცდების მაღალ ქულაზე ჩაბარებისთვის. თუ თქვენი მომავალ პროფესიასთან ახლოს კავშირში მათემატიკაა, მაშინ კვალიფიციური მასწავლებლები კარგ საფუძველს შეგიქმნით მოეჭიდოთ სიმაღლეებს უნივერსიტეტშიც.

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება მათემატიკაში სურათი
მომზადება მათემატიკაში
მარი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

ძალიან სიღრმისეულად და საფუძვლიანად ხსნის საგანს. მოსწავლეებს არასოდეს გვითვლის წუთებს

მომზადება მათემატიკაში სურათი
მომზადება მათემატიკაში
ილია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 კვირის წინ

მაღალი პროფესიონალიზმით გადმოცემის სუკეთესო უნარითა და იუმორით სავსე მასწავლებელი

მომზადება მათემატიკაში სურათი
მომზადება მათემატიკაში
უჩა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ძალიან კარგი მასწავლებელია. ყოველთვის გასაგებად ხსნის და წინსწრებითაც კი გავიარეთ მასალა.

მომზადება მათემატიკაში სურათი
მომზადება მათემატიკაში
ირაკლი გოშაძე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ძალიან კარგი მასწავლებელია, რასაც მიხსნის ყველაფერს ძალიან კარგად ვიგებ.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში სურათი
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
სალომე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ანას, ჩემს შვილს ძალიან დაეხმარა და სრულად დააძლევინა თავისი კომპლექსები, იდეალურად შეა...

მათემატიკის რეპეტიტორი სურათი
მათემატიკის რეპეტიტორი
თათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-05-19 12:35:16

ლუკა არის პროფესიონალი, დროის მენეჯმენტი აქვს საუკეთესო, ფლობს თანამედროვე სწავლების ტექნიკას, აქვს უნარი თინეიჯერ მოსწა...

მათემატიკის რეპეტიტორი, მომზადება მათემატიკაში, მათემატიკის მასწავლებელი, მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, matematikis repetitori, momzadeba matematikashi, matematikis maswavlebeli, momzadeba ertiani erovnuli gamocdebistvis matematikashi

მათემატიკა, მათემატიკის რეპეტიტორი, მათემატიკის მასწავლებელი, მომზადება მათემატიკაში, მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, გეომეტრია, ალგებრა, მათემატიკის შესწავლა, შევასწავლი მათემატიკას, matematika, matematikis repetitori, matematikis maswavlebeli, momzadeba matematikashi, momzadeba erovnuli gamocdebistvis matematikashi, geometria, algebra

მსგავსი კატეგორიები