Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მათემატიკის მასწავლებელი / მათემატიკის შესწავლა

მოცემულ კატეგორიაში შეხვდებით მათემატიკის რეპეტიტორებს, რომლებიც მოგამზადებთ ალგებრაში, გეომეტრიაში..ეიპოვით მათემატიკის მასწავლებლებს უფრო მარტივად, მხოლოდ ერთი დაწკაპებით სასურველ განცხადებაზე. momzadeba ertiani erovnuli gamocdebistvis matematikashi sauketeso gundtan.
პრო
SAT/IB მათემატიკაში მომზადება
SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

verify badge პრო
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. ჩემ შესახებ: ▪️ ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. ▪️ მაქვს რეპეტიტორობის 5-წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების შესახებ: ვეხმარები მოსწავლეებს სასკოლო მასალის ათვისებაში, რთული საკითხების გაგებასა და ამოცანების ამოხსნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს მასალის გააზრება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მეცადინეობის პროცესი მორგებულია მოსწავლის ცოდნის დონესა და საჭიროებებზე. სამუშაო ფორმატი და დატვირთვა განისაზღვრება მოსწავლესთან და მშობელთან შეთანხმებით. მათემატიკაში მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ▪️ მოსწავლესთან სახლში მისვლით — ვაკე, საბურთალო, წერეთელი; ▪️ ონლაინ — საქართველოს მასშტაბით.

მათემატიკის მასწავლებელი.
მათემატიკის მასწავლებელი.

მათემატიკის მომზადება 1-9 კლასის მოსწავლეებისთვის. გსურთ, თქვენს შვილს მათემატიკაში ცოდნა გაუუმჯობესდეს და სკოლაში უკეთესი შედეგები ჰქონდეს? დაგეხმარებით მასალის მარტივად და გასაგებად ათვისებაში. ჩემ შესახებ: * ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტროინჟინერიის მიმართულებით, 100%-იანი გრანტით. * დავამთავრე კომაროვის სკოლა. * აქამდე ვეხმარებოდი ჩემს ორ ძმას ვეკუას სკოლაში მათემატიკის მომზადებაში. * ვფლობ ინგლისურ ენას B2+ დონეზე და შემიძლია გაკვეთილების ინგლისურად ჩატარებაც. რას გთავაზობთ: * სკოლის მასალის უკეთ ათვისება * საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება * ცოდნის გაძლიერება და აკადემიური შედეგების გაუმჯობესება * ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან ფასები: (1 თვის საფასური, კვირაში 2 საათი მეცადინეობა): ონლაინ გაკვეთილები: * ქართულად — 120 ლარი * ინგლისურად — 140 ლარი მოსწავლესთან სახლში მისვლით: * ქართულად — 180 ლარი * ინგლისურად — 200 ლარი მეცადინეობის დროები: ორშაბათი და ხუთშაბათი — 18:00 საათიდან. შაბათი და კვირა — შეთანხმებით, თქვენთვის სასურველ დროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: (Whatsapp-ზეც მოწერა შესაძლებელია). დავეხმაროთ ბავშვებს, მათემატიკა უფრო მარტივად და საინტერესოდ ისწავლონ!

მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში

დაძლიეთ უმაღლესი მათემათიკის მაგალითები ეროვნული გამოცდების მაღალ ქულაზე ჩაბარებისთვის. თუ თქვენი მომავალ პროფესიასთან ახლოს კავშირში მათემატიკაა, მაშინ კვალიფიციური მასწავლებლები კარგ საფუძველს შეგიქმნით მოეჭიდოთ სიმაღლეებს უნივერსიტეტშიც.
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

star icon 5.0 (6)
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში

გამარჯობა! მე ვარ ანა, დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმმართულებით. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 4 წელია და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში. გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

star icon 5.0 (1)
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

ვამზადებ 5–12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებზე! - ვარ კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი. მონაწილეობა მაქვს მიღებული კომაროვის სკოლისა და ეროვნულ ოლიმპიადებში. - მაქვს მასწავლებლობის 4-წლიანი გამოცდილება. მარტივად და გასაგებად გადმოვცემ მასალას და ვეხმარები მოსწავლეებს მათემატიკის საფუძვლიანად გააზრებაში. - ვამზადებ მოსწავლეებს როგორც სასკოლო პროგრამით, ისე გაძლიერებულად. გაკვეთილებზე ვმუშაობთ სკოლის მასალაზე, საშინაო დავალებებზე, რთული საკითხების გააზრებასა და დამატებითი ამოცანების ამოხსნაზე, მოსწავლის ცოდნის დონისა და მიზნების გათვალისწინებით. - ამჟამად ვსწავლობ გერმანიაში, ამიტომ გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მასალა კარგად გაიგოს, კითხვების დასმის არ შეეშინდეს და დამოუკიდებლად ამოხსნის უნარებიც განივითაროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით Whatsapp - ზე.

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება მათემატიკაში სურათი
მომზადება მათემატიკაში
დავითი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ფიზიკაში ვიყავი ძალიან სუსტი. 7 თვიანი მომზადების შემდეგ ერვონულ გამოცდებზე დავაგროვე 35 ქულა. ძალიან განათლებული და გამ...

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი
David
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ლექტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და კალკულუსის რთულ საკითხებს ნათლად და გასაგებად ხსნის. მისი ლექციები მხოლოდ...

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი
ალექსანდრე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
8 თვის წინ

პროფესიული, ხალისიანი, დალაგებული და ადვილად გასაგები იყო ყველაფერი

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი
ანასტასია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
8 თვის წინ

ბატონი გიორგი პროფესიონალია და გასაგებად ხსნის ყველაფერს. გაკვეთილები საინტერესო და სასარგებლოა და უკეთ მეხმარება საგნის...

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი
საბა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
8 თვის წინ

ლექტორი, რომელიც კალკულუსს უმაღლეს დონეზე ასწავლის, გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და რთულ თემებს საოცრად ნათლად ხსნ...

მომზადება მათემატიკაში სურათი
მომზადება მათემატიკაში
მარი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

ძალიან სიღრმისეულად და საფუძვლიანად ხსნის საგანს. მოსწავლეებს არასოდეს გვითვლის წუთებს

მათემატიკის რეპეტიტორი, მომზადება მათემატიკაში, მათემატიკის მასწავლებელი, მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, matematikis repetitori, momzadeba matematikashi, matematikis maswavlebeli, momzadeba ertiani erovnuli gamocdebistvis matematikashi

მათემატიკა, მათემატიკის რეპეტიტორი, მათემატიკის მასწავლებელი, მომზადება მათემატიკაში, მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, გეომეტრია, ალგებრა, მათემატიკის შესწავლა, შევასწავლი მათემატიკას, matematika, matematikis repetitori, matematikis maswavlebeli, momzadeba matematikashi, momzadeba erovnuli gamocdebistvis matematikashi, geometria, algebra

მსგავსი კატეგორიები