Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ხელოვნების შესწავლა

ხელოვნების ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის პედაგოგი
ხელოვნების ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის პედაგოგი

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ხელოვნებათმცოდნეობასა და ხელოვნების ისტორიაში, როგორც სასკოლო პროგრამას, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: - ბაკალავრი – ხელოვნებათმცოდნეობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ). - მაგისტრატურა – კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა (ხელოვნებათმცოდნეობა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ). - სადოქტორო პროგრამა – ამჟამად თსუ-ს სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. მაქვს პედაგოგიური საქმიანობის 7-წლიანი გამოცდილება. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე ინტერაქციული მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც სიღრმისეულ ფაქტობრივ ცოდნაზე, ასევე ხელოვნების ეპოქების, სტილებისა და ნაწარმოებების დეტალურ აღქმასა და გააზრებაზე. გაკვეთილის მსვლელობისას, ტექსტურ მასალასთან ერთად, აქტიურად გამოიყენება მაღალი ხარისხის ვიზუალური რესურსები, ილუსტრაციები, არქიტექტურული სქემები და ვიზუალური ანალიზის მეთოდები. სისტემატურად ტარდება ტესტირებები, რაც საშუალებას გვძლევს დროულად გამოვავლინოთ და აღმოვფხვრათ მოსწავლის სუსტი მხარეები. შედეგი გარანტირებულია, თუ მოსწავლე იჩენს შესაბამის პასუხისმგებლობას და ჩართულია სასწავლო პროცესში. სწავლების ფორმატი: ონლაინ და ოფლაინ (ადგილზე დაგხვდებათ კომფორტული და აკადემიური გარემო). ფასი: შეთანხმებით. დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე.