განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

საოჯახო სასტუმრო

საოჯახო სასტუმროები მოსახერხებელი არჩევანია მცირე დროით ან გრძელვადიანი დასვენებისთვის. საოჯახო სასტუმროები განსაკუთრებით გამორჩეულია ავთენტურობით, კომფორტული მოსასვენებელი სივრცით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით. საოჯახო სასტუმროები ხელმისაწვდომია როგორც ზღვისპირა, ისე მთის და ქალაქის ლოკაციებზე. სტუმრებს შეუძლიათ შეარჩიონ ობიექტი მდებარეობის, ფასის, ოთახების რაოდენობისა და დამატებითი სერვისების მიხედვით. საოჯახო სასტუმროები შესაძლებელია იქირაოთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ქუთაისში, ბორჯომში, თბილისში, ბათუმში და სხვა რეგიონში. სოჯახო სასტუმროს არჩევისას მნიშვნელოვანია მდებარეობა, ოთახების რაოდენობა, სამზარეულოს არსებობა, პარკინგი და ეზო.

განცხადებები

შავი ზღვა გონიო

მშვიდი გარემო ბუნების წიაღში ბუნებრივი წყაროებით 3 ადგილიანი ნომერი აბაზანით და აივანით. ზღვიდან არის 200 მეტრსი ინდივიდუალური აბაზანით და საერთო სამზარეულოთი. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით.

საოჯახო სასტუმრო დია

საოჯახო სასტუმრო დია გიმასპინძლებთ წყალტუბოში, პარკთან ძალიან ახლოს. ოთახებში არის ყველანაირი კომფორტი და საჭირო ნივთი. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კერია ნადიკვართან

ექსკურსიებს, დიდ ჯგუფებს, ხანგრძლივ მივლინებაში მყოფებს, რამდენიმე დღით ჩამოსულ სტუმრებს ვუწევთ მომსახურებას. სურვილისამებრ გავცემთ ინვოისს. ასევე, გენვიხილავთ ინდივიდუალურ შემოთავაზებებს. ვცდილობთ ყველას შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. დაგვიკავშირდით, თუ თქვენ მობრძანდებით თელავში.

საოჯახო სასტუმრო

გვესტუმრეთ ჩვენს საოჯახო სასტუმროში. ჩვენი სახლი მდებარეობს გონიოში, ზღვიდან 5 წუთის სავალზე. სახლთან ახლოს არის სუპერმარკეტები. ფასებისა და ჯავშნებისთვის, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო ჟვანსკი

სასტუმრო მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ და ისტორიულ უბანში. მყუდრო და სუფთა დაგემო, სტუმართმოყვარე პერსონალი. სასტუმროს აქვს დიდი აივანი ქალაქისა და მდინარე რიონის ხედით.

საოჯახო სასტუმრო

სასტუმრო მდებარეობს ფიჭვნარის პირველ ზოლში. სანაპირო ზოლი (პლაჟი) მდებარეობს ფეხით წუთნახევრის სავალ მანძილზე. სასტუმროს აქვს დიდი, შემოღობილი, გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო. ეზოში არის საზაფხულო დუში. სასტუმროს ნომრები განლაგებულია მეორე სართულზე. ყველა ოთახს აქვს დიდი აივანი ზღვისა და ტყის ხედებით. ასევე ყველა ოთახს აქვს თავისი სველი წერტილი (ტუალეტი) და საშხაპე. სასტუმროში არის დიდი სამზარეულო და მის მიმდებარედ ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური მაგიდა. სეზონი მოიცავს ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო ნინო

ოჯახურ სასტუმროში არის ორი ოთახი. ერთი ორსაწოლიალი საწოლით და მეორე ორი ერთადგილიანი საწოლით, შესაძლოა საწოლის დამატება კლიენტის მოთხოვნით. არის მისაღები ოთახი ტელევიზორით ტახტით და ორი სავარძლით, ასევე სამუშაო მაგიდა. ამავე სართულზე არის ერატი სველი წერტილი. არის მარანი სადაც ოჯახური ტექნოლოგიით მზადდება თეთრი და შავი ღვინო (დეგუსტაცია უფასოა). ასევე სტუმრების განკარგულებაშია ეზოს ბუნგალო.

რეზოს რანჩო

რეზოს რანჩო საოჯახო სასტუმროა, რომელშიც დაგხვდებათ ყველანაირი კომფორტი და გულღია მასპინძლები. ფასი ცვალებადია სეზონის მიხედვით. ოთახებში შესაძლებელია საწოლის დამატება. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ქირავდება საოჯახო სასტუმროები

ქირავდება საოჯახო სასტუმროები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს საოჯახო სასტუმრო ოჯახური დასვენებისთვის, მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის ან საქმიანი ვიზიტისთვის. ქირავდება საოჯახო სასტუმროები როგორც დღიურად, ისე რამდენიმე დღით ან სეზონურად. საოჯახო სასტუმრო ცხვარიჭამიაში არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი მდებარეობა. თუ ოჯახთან ერთად დასვენება გსურთ საოჯახო სასტუმრო კვარიათში საუკეთესო არჩევანია. ქირავდება საოჯახო სასტუმრო შეკვეთილში სადაც დაგხვდებათ ეზო და პარკინგიც. თუ გაინტერესებთ ახალციხე საოჯახო სასტუმროები აქაც შეგიძლიათ იქირაოთ. ახალციხის საოჯახო სასტუმროები გამოირჩევა კეთილმოწყობილი პირობებით. ზღვის პირას გონიო საოჯახო სასტუმროების სიუხვით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კვარიათის საოჯახო სასტუმროები საუკეთესოა ოჯახური დასვენებისთვის. თუ ბიუჯეტურ ვარიანტებს ეძებთ საოჯახო სასტუმრო გონიოში მარტივად შეგიძლიათ დაჯავშნოთ.

საოჯახო სასტუმრო ილია

სახლი მდებარეობს ზღვასთან ახლოს, ირგვლივ მდებარეობს კვების ობიექტები, სუპერმარკეტები , ბანკები, აფთიაქები,დაისვენეთ მყუდრო და მშვიდ გარემოში

მწვანე სახლი

საოჯახო სასტუმრო მწვანე სახლი გელოდებათ სასიამოვნო დღეების გასატარებლად ბორჯომში. სახლში დაგხვდებათ ყველანაირი საჭირო ინვენტარი, სისუფთავე და კომფორტი. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სტუმრის სახლი ბოლნისი

სტუმრის სახლი ბოლნისი გთავაზობთ კეთილმოწყობილ აპარტამენტებსა და კომფორტულ ნომრებს ძველ უბანში. დაცული და მშვიდი ეზო, რომელიც გადის მწვანე ბაღში მოგცემთ შთაგონების საშუალებას. უფასო WiFi და დაცული უფასო პარკინგი. მოცილების და გაცილები უფასო სატრანსპორტო მომსახურება ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე. ფასიანი 24 საათიანი მომსახურება აეროპორტიდან და უკან. აპარტამენტი მორგებულია ხანგრძლივ ცხოვრებაზე - მისაღებით, საძინებლით, სამზარეულოთი და სააბაზანო ოთახით. ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, რბილი ავეჯი და ინვენტარი. თეთრეული, სააბაზანე პირსახოცები, სასტუმრო ჩუსტები, თავის მოვლის პირველადი საშუალებები. ეს ყველაფერი დამატებითი გადასახადის გარეშე! ფასები ვარირებს ნომრის სიდიდის მიხედვით. დეტალებისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

რომანის ეზო

საოჯახო სასტუმრო " რომანის ეზო" მდებარეობს ზღვასთან ახლოს ფეხით 5 წუთით სავალ გზაზე. სასტუმროს ყველა ნომერში არის სველი წერტილები, კონდეციონერი, მაცივარი პლაზმური ტელევიზორი. პირველ სართულზე არის დიდი საერთო სამზარეულო ჭურჭლებით და დამხმარე მოწყობილობებით. სასტუმროს აქვს დიდი ეზო, მოსასვენებელი ადგილები, სამწვადე მაყალი, ყვავილების ბაღი, თევზების აკვარიუმი უფასო პარკინგი. სასტუმროს გვერდით არის დიდი სუპერმარკეტი. მეტი დეტალისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო ბაგრატი

სასტუმრო სახლი მდებარეობს საკურორტო ქალაქ წყალტუბოში, ქალაქ ქუთაისიდან არც ისე შორს და დავით აღმაშენებლის აეროპორტიდან (ქუთაისი) 25 წუთის სავალზე. თუ გსურთ დარჩეთ მოგზაურობის დროს, გაატაროთ დასვენება მშვიდად და მშვიდად ან იცხოვროთ აქ რაც შეიძლება მეტი მშვენიერი დღე, მაშინ ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. ჩვენ დაგასვენებთ ახალ კომფორტულ სახლში ყველანაირი კეთილმოწყობით: Wi-Fi მთელს ტერიტორიაზე, საკუთარი სამზარეულო გაზქურით და ღუმელით, მწვადი და მწვადის ადგილი, გათბობა, სარეცხი მანქანა, ფართო სმარტ ტელევიზორი, 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა და პარკინგის ადგილები. ექვსი მანქანა. სამი კატეგორიის ოთახები ხელმისაწვდომია დასაჯავშნად: ორადგილიანი ოთახი დიდი საწოლით აღჭურვილია ყველაფრით, რაც გჭირდებათ: ხმის გამაძლიერებელი ფანჯრები და კარები, ორთოპედიული ლეიბები, უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi წვდომა, ელექტრო ქვაბი, ჩაი და ყავა, ჩაის ჭურჭლის ნაკრები, პირსახოცების ნაკრები, ჰიგიენის საშუალებები. (საპონი, შამპუნი, შხაპის გელი, კბილის პასტა) სველი წერტილი შხაპით, ფენი, ჩუსტები. საოჯახო ოთახი სამი ერთადგილიანი საწოლით, რომლებიც შეიძლება კომბინირებული იყოს მოთხოვნით. ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით: ხმის გამაძლიერებელი ფანჯრები და კარები, ორთოპედიული ლეიბები, უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi წვდომა, ელექტრო ქვაბი, ჩაი და ყავა, ჩაის ჭურჭლის ნაკრები, პირსახოცების ნაკრები, ჰიგიენის საშუალებები (საპონი, შამპუნი, შხაპის გელი, კბილის პასტა), ფენი, ჩუსტები. განთავსება სამადგილიან ოთახში ერთი საწოლით. ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით: ხმის გამაძლიერებელი ფანჯრები და კარები, ორთოპედიული ლეიბები, უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi წვდომა, ელექტრო ქვაბი, ჩაი და ყავა, ჩაის ჭურჭლის ნაკრები, პირსახოცების ნაკრები, ჰიგიენის საშუალებები (საპონი, შამპუნი, შხაპის გელი, კბილის პასტა), ფენი, ჩუსტები. შეხვედრისა და გამგზავრების ტრანსფერი მოქმედებს საქართველოს ყველა აეროპორტში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ყველა ავტო/რკინიგზა. სადგურებზე და თქვენს ნებისმიერ მისამართზე, რომელიც გსურთ. თავად წყალტუბოს საკურორტო ცენტრი განთქმულია საქართველოში ერთადერთი ბალნეოლოგიური აბანოებით. იდეალურია ფიზიკური და სულიერი ძალების აღსადგენად. სპეციალურად თქვენთვის, ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც მეგზური და მძღოლი, რათა იხილოთ საქართველოს ყველა უახლოესი რეგიონი: სამეგრელო, ლეჩხუმი, სვანეთი. თქვენ ნახავთ გაუთავებელ მდინარეებს, შთამბეჭდავ ჩანჩქერებს, მომხიბვლელ მთებს, იუნესკოს მიერ დაცულ სვანეთის ისტორიულ ციხე-კოშკებს, მე-10 საუკუნის ფასდაუდებელ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, საოჯახო მარნებს. ასევე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შეგიძლიათ ეწვიოთ სათხილამურო კურორტს სვანეთში. ოთახების მიმდინარე ღირებულებასთან დაკავშირებით გთხოვთ დარეკოთ/მოწეროთ ტელეფონით (WhatsApp, Telegram).

საოჯახო სასტუმრო მერო

საოჯახო სასტუმრო მერო მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფ.ნიკორწმინდა-ში. ჩვენს დამსვენებელს ეზოში მოსასვენებელი სივრცეები, ნომრებში კი სისუფთავე და კომფორტი დახვდებთ. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო სვანეთი

საოჯახო სასტუმრო "სვანეთი" ლენტეხში გელოდებათ დაუვიწყარი დროის გასატარებლად. ტურისტს თუ დასჭირდება, მოემსახურება ოჯახის მანქანა, "პაჯეროს ტიპის ჯიპი" (მგზავრობის ფასი დამატებით დაანგარიშდება), ლენტეხიდან ნებისმიერი მიმართულებით. დეტალებისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო თომა

ჩვენს საოჯახო სასსტუმროში ყველა ნომერს აქვს თავისი აივანი. პირველ სართულზე არის საერთო სამზარეულო. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

რაჭა-ქედისუბანი

შესანიშნავი ადგილი მყუდრო და ჯანსაღი დასვენებისთვის. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო ქუთაისში

ქირავდება სასტუმრო ოთახები საუკეთესო პირობებით ყველანაირად უზრუნველყოფილი, 2-დან 9 პერსონამდე. დასაჯავშნად დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

ქირავდება ვილა ანტალიაში

ანტალიაში ხმელთაშუა ზღვის ეგზოტიკურ სანაპიროებთან ახლოს ქირავდება სამ სართულიანი ვილა, კეთილმოწყობილი კომფორტული და მთლიანად სიმწვანეში ჩაფლული და რაც მთავარია ვილაში დაგხვდებათ ქართველი დიასახლისი იმერული სტუმარ- მასპინლობით, ვილა თავისუფლად იტევს 20 ადამიანს, გვაქვს პარკინგის საშუალება საბავშო გასართობი სივრცე ყველა მხრიდან ვერანდები და სასიამოვნო ხედები...გემრიელი საკვები და საოცრად სასიამოვნოდ შეზავებული ზღვისა და მთის ჰაერი ... დამიკავშირდით ვაცაპში

ორეინჯ ჰაუს

საოჯახო სახლი ORANGE HOUSE მდებარეობს კვარიათში საუკეთესო ადგილას, მთისა და ზღვის ხედებით. მთის ფერდობზე მდებარე სასტუმროდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ზღვაზე, ORANGE HOUSE გთავაზობთ თბილ ფერებში გაწყობილ მყუდრო ოთახებს. საოჯახო სახლი ზღვიდან 900 მეტრში მდებარეობს, ფეხით ჩასასვლელად დაგჭირდებათ დაახლოებით 15 წუთი, მანქანით 3-4 წუთი. საღამოობით გრილი სიო დაგატკბობთ. გვეწვიეთ თევენ არა მხოლოდ კმაყოფილი, არამედ აღფრთოვანებულიც დარჩებით. არის ასევე ტაქსით მომსახურება . დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.. მე-2 სართულზე არის გნთავსებული საოჯახო ნომერი რომელსაც აქვს ორი საძეინებელი ,აბაზანა და საკუთარი სამზარეულო. აქვს ასევე აივანი ზღვისა და მთის ხედით. მესამე სართულზე არის 6 ორადგილიანი ოთახი 2 საერთო აბაზანით, არის ასევე სართულზე საერთო სამზარეულო. , აქვს აივანი როგორც ზღვის ხედითნ ასევე მთის ხედითაც. მე-4 სართულზე არის 5 ორადგილიანი ოთახი კონდენციონერით და თავისი აბაზანით, არის წყაროს წყალი, 20 საპარკინგე ადგილი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.

საოჯახო სასტუმრო გიორგი

საოჯახო სასტუმრო გიორგი კვარიათი გელოდებათ დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად. დასაჯავშნად დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე.

მწვანე ხეობა

საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, სილამაზის ხიდიდან 600 მეტრში რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. არის ძალიან კომფორტული და მყუდრო გარემო, ოთახები არის ინდივიდუალური ორ საწოლიანი, სამი და ოთხ საწოლიანი. სამზარეულო და სველი წერტილები ინდივიდუალური ყველა ოთახისთვის, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ცხელი წყალი, ტელევიზორი, ინტერნეტი, WI-FI, ყველა საჭირო ინვენტარი. ფასი ცვალებადია სეზონისა და არჩეული ოთახის მიხედვით.

საოჯახო სასტუმრო სამთა

საოჯახო სასტუმრო სამთა გეპატიჟებათ წყალტუბოში დასასვენებლად. სახლში არის ორ და სამადგილიანი ნომრები. სასტუმროს აქვს თავისი საუნა. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო ინგა

ეწვიეთ ჩვენს სასტუმროს და გაატარეთ დაუვიწყარი დასვენება ყაზბეგში. სახლს აქვს 2 და 3 ადგილიანი ნომრები. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

საოჯახო სასტუმრო გიერგ

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას. 1. კემპინგი 2. ტრანსპორტი (მანქანა, ცხენი) 3.პარკინგი 4. ცოცხალი მუსიკა (თანამედროვე და ხალხური) 5.ქირავდება ოთახი 6.დილის საუზმე სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.

პანორამა ყაზბეგი

პანორამა ყაზბეგი გიმასპინძლებთ საუკეთესო ხედებით. დაგვირეკეთ დასაჯავშნად ან მეტი დეტალის გასაგებად.

საოჯახო სასტუმრო დავითი

სასტუმრო დავითი გონიოში გთავაზობთ სასიამოვნო დასვენებას. ჩვენთან შეგიძლიათ ნომრები იქირავოთ სამჯერად კვებასთნ ერთად. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ჩიტო გვრიტო

საოჯახო სასტუმრო ჩიტო გვრიტო გიმასპინძლებთ ურეკში. ადგილზე დაგხვდებათ სუფთა ნომრები, გაღვიძების სერვისი, ბარი და სხვა ბენეფიტები. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სასტუმრო გგ პალასი

საოჯახო სასტუმრორ გგ პალასი გელით ჩვენს ლამაზ ბარ-ფართში სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ დაბადების დღეები. წვეულებები, აქვს ვერნდა ლამაზი ხედებით გელით თბილი გარემო და უმაღლესი მომსახურება.

საოჯახო სასტუმრო თამთა

საოჯახო სასტუმრო თამთა გეპატიჟებათ ყაზბეგში საოცარი ხედებითა და სუფთა, მოწესრიგებული ნომრებით. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით.

სან რაის გონიო

დიდი, ლამაზი ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო. შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების სიჩუმით, ზღვისა და მთის ჰაერით. სასტუმროს ორივე სართულზე განთავსებულია მისაღები და სამზარეულო. ჩვენი სასტუმრო ზვიდან 350 მეტრშია, 5-7 წთ სავალ გზაზე. დასაჯავშნად და დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კასა დელ მარ კვარიათი

სასტუმრო მდებარეობს ზღვასთან ძალიან ახლოს, გონიო-კვარიათის საზღვარზე. ყველა ნომერს აქვს აივანი(ები), ზღვისა და მთის ხედით. ასევე, გვაქვს ნომრები სამზრეულოთი. ეზოში არის აუზი. 7+ დღის დაჯავშნის შემთხვევაში დააკლდება 10%. საუზმე არ შედის. შინაური ცხოველები ნომერში არ დაიშვება! ნომერი არ ქირავდება 1 ღამით! დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

თეთრი სასტუმრო

ქობულეთში, ზღვის დონიდან 50 მეტრზე, პრესტიჟულ ადგილას, ქირავდება (დღიურად) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ლუქსები. სასტუმრო GEORGIA PALACE-ის წინ. ოთახები უზრუნველყოფილია : ☑️ კონდინციონერით ☑️ ტელევიზორით + wi-fi ☑️სველი წერტილებით ☑️ ყველა აუცილებელი ნივთით ახლოს მდებარე დაწესებულებები: ☑️ სუპერმარკეტი ☑️ გასართობი პარკი ☑️ რესტორნები ☑️ სავაჭრო ცენტრი (ბრენდი) ☑️ბენზინ გასამართ სადგური

როიალ ჰაუსი

საოჯახო სასტუმრო როიალ ჰაუსი ზღვისა და მთების ხედითაა, შეიცავს 3 სართულს თავისი 11 ნომრით, მე-4 სართულზე ვერანდაა სასიამოვნო დასვენებისთვის, სადაც დილის 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე ჩიტების ჭიკ-ჭიკი და მდინარის ნაკადულის ხმაა, რომელიც კარგ განწყობაზე და მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ. მანქანით ტრანსპორტირება 4 პერსონაზე, დღეში ორჯერ პლიაჟზე ჩასასვლელად უფასოა. ყველა ნომერს აქვს თავისი კონდიცირება, მაცივარი, ტელევიზია, ინტერნეტი, სველი წერტილი და საკუთარი ან საერთო სამზარეულო. სასტუმრო მდებარეობს ზღვიდან 900 მეტრში. ზღვაზე ჩასასვლელად საჭიროა მანქანით 5 წუთი, ხოლო ფეხით 20. სასტუმროს ემსახურება უფასოდ მანქანა. დასაჯავშნად დაგვიკავშირდით.

საოჯახო სასტუმრო ტყუპები

ქობულეთში ერთ-ერთ პრესტიჯულ ადგილას, ჯეორჯია პალასის მოირდაპირედ, ტაძარის გვერდით, ცენტრალურ პარკთან ახლოს, გეპატიჟებათ საოჯახო სასტუმრო *ტყუპები*, ნომერში არის საკუთარი სველი წერტილი, კონდინციონერი და აქვს აივანი, სართულზე არის საერთო სამზარეულო. ფასი ცვალებადია სეზონის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციის ანდა დეტალების გასაგებად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

რატომ არის საოჯახო სასტუმროები კარგი არჩევანი დასვენებისთვის ?

საოჯახო სასტუმროები ჩვეულებრივ სასტუმროებთან შედარებით, საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც დასვენების დროს მეტი სივრცე, სიმშვიდე და თავისუფლება სჭირდება. სტანდარტული სასტუმროსგან განსხვავებით, საოჯახო სასტუმრო ხშირად უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის. ქირავდება საოჯახო სასტუმროები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სოჯახო სასტუმროები მოსახერხებელია ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, მოლაშქრე ან დამსვენებელთა ჯგუფებისთვის, წყვილებისთვის და იმ სტუმრებისთვის, ვინც რამდენიმე დღით ან უფრო ხანგრძლივად გეგმავს დარჩენას.
საოჯახო სასტუმრო ხშირად მოიცავს რამდენიმე საძინებელს, სამზარეულოს, ეზოს, აივანს ან პარკინგს. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მაშინ, როცა სტუმრებს სურთ საკუთარი გრაფიკით დასვენება, საკვების მომზადება და საერთო სივრცით სარგებლობა.
საოჯახო სასტუმროები ფასის მხრივაც კარგი არჩევანია. საოჯახო სასტუმროებში ხშირად სტუმარი იღებს მეტ სივრცეს და პრაქტიკულ პირობებს იმავე ან უფრო ხელმისაწვდომ ფასად. ამიტომ ასეთი დასარჩენი სივრცე განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახური დასვენებისთვის.
ზღვისპირა დასვენებისთვის პოპულარულია საოჯახო სასტუმრო გონიოში, საოჯახო სასტუმრო კვარიათში და საოჯახო სასტუმრო შეკვეთილში. გონიო საოჯახო სასტუმროები მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს ზღვის სიახლოვე და ბათუმთან ახლოს ყოფნა. რაც შეეხება, კვარიათის საოჯახო სასტუმროებს, სტუმრები ხშირად ირჩევენ მშვიდი გარემოს, ხედებისა და სანაპიროს სიახლოვის გამო. შეკვეთილი კი კარგი არჩევანია ოჯახებისთვის, რადგან ახლოს არის ზღვა და რეკრეაციული სივრცეები.
საოჯახო სასტუმრო ცხვარიჭამიაში საუკეთესოა მათთვის, ვისაც თბილისთან ახლოს დასვენება და მშვიდად ყოფნა სურს. ეს ლოკაცია კარგია შაბათ-კვირისთვის, ბუნებაში გასვლისთვის და მცირე ჯგუფური შეკრებისთვის.
ახალციხე საოჯახო სასტუმროები პრაქტიკული არჩევანია მათთვის, ვინც სამცხე-ჯავახეთის დათვალიერებას გეგმავს. ახალციხის საოჯახო სასტუმროები მოსახერხებელია რაბათის ციხესთან, ქალაქის ცენტრთან და ტურისტულ მარშრუტებთან ახლოს დარჩენისთვის.
საოჯახო სასტუმროს დაჯავშნამდე სასურველია რამდენიმე დეტალი გადაამოწმოთ
პირველ რიგში, ნახეთ, რამდენად შეესაბამება ობიექტი თქვენი მოგზაურობის მიზანს. თუ ოჯახთან ერთად მიდიხართ, მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო და კომფორტული საერთო სივრცე. თუ მეგობრებთან ერთად გეგმავთ დასვენებას, ყურადღება მიაქციეთ ეზოს, ტერასას ან ისეთ სივრცეს, სადაც ერთად დროის გატარება შეძლებთ.
ასევე გადაამოწმეთ, რამდენად მარტივია ობიექტამდე მისვლა. ზოგიერთ ლოკაციაში, განსაკუთრებით მთიან ან კურორტულ ზონაში, გზის მდგომარეობა და ტრანსპორტთან წვდომა მნიშვნელოვანი დეტალია. სასურველია წინასწარ ნახოთ ფოტოები, წაიკითხოთ აღწერა და დარწმუნდეთ, რომ პირობები რეალურად შეესაბამება თქვენს მოლოდინს.
დაჯავშნამდე ასევე კარგი იქნება, თუ დააზუსტებთ:
  • შესაძლებელია თუ არა ადრე შესვლა ან გვიანი გასვლა;
  • არის თუ არა ობიექტი ბავშვებისთვის მოსახერხებელი;
  • დაშვებულია თუ არა შინაური ცხოველი;
  • არის თუ არა გათბობა ან კონდიცირება სეზონის მიხედვით;
  • რა შედის ფასში; როგორია გადახდის და გაუქმების პირობები.
საოჯახო სასტუმროები კარგი არჩევანია მათთვის, ვინც დასვენების დროს კომფორტს, თავისუფლებას და პრაქტიკულ პირობებს ეძებს. სწორად შერჩეული საოჯახო სასტუმრო მოგზაურობას უფრო მარტივს ხდის და სტუმარს აძლევს შესაძლებლობას, დარჩეს ისეთ გარემოში, რომელიც მის საჭიროებებს შეესაბამება. სანამ დაჯავშნით, შეადარეთ რამდენიმე ვარიანტი, გადაამოწმეთ პირობები და აირჩიეთ ლოკაცია, რომელიც თქვენი დასვენების მიზანს ყველაზე მეტად ერგება. servisebi.ge - ზე მარტივად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ საოჯახო სასტუმროს.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის საოჯახო სასტუმრო კარგი არჩევანი დასვენებისთვის?

საოჯახო სასტუმრო კარგი არჩევანია მაშინ, როცა გსურთ მეტი სივრცე, მშვიდი გარემო და მოქნილი პირობები. ასეთი ტიპის განთავსება განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახებისთვის, მეგობრების ჯგუფებისთვის და ხანგრძლივი დარჩენისთვის.

სად შეიძლება საოჯახო სასტუმროს დაქირავება?

საოჯახო სასტუმროები ქირავდება როგორც ზღვისპირა, ისე მთის და ქალაქის ლოკაციებზე. პოპულარული მიმართულებებია გონიო, კვარიათი, შეკვეთილი, ცხვარიჭამია და ახალციხე.

რა უნდა გავითვალისწინო საოჯახო სასტუმროს დაჯავშნამდე?

დაჯავშნამდე გადაამოწმეთ ობიექტის პირობები, ფოტოები, სტუმრების რაოდენობა, მისასვლელი გზა და გადახდის წესი. ასევე სასურველია წინასწარ დააზუსტოთ, რა შედის ფასში.

რომელი ლოკაციებია კარგი ზღვისპირა დასვენებისთვის?

ზღვისპირა დასვენებისთვის კარგი არჩევანია გონიო, კვარიათი და შეკვეთილი. ეს ლოკაციები მოთხოვნადია სანაპიროს სიახლოვის, მშვიდი გარემოს და ოჯახური დასვენებისთვის მოსახერხებელი პირობების გამო.

საოჯახო სასტუმრო მხოლოდ ოჯახებისთვის არის განკუთვნილი?

არა. საოჯახო სასტუმრო საუკეთესო არჩევანია არა მხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ წყვილებისთვის, მეგობრების ჯგუფებისთვის და იმ სტუმრებისთვისაც, ვისაც უფრო თავისუფალი და პირადი საცხოვრებელი გარემო სჭირდება.

საოჯახო სასტუმრო მხოლოდ ოჯახებისთვის არის განკუთვნილი?

არა. საოჯახო სასტუმრო საუკეთესო არჩევანია არა მხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ წყვილებისთვის, მეგობრების ჯგუფებისთვის და იმ სტუმრებისთვისაც, ვისაც უფრო თავისუფალი და პირადი საცხოვრებელი გარემო სჭირდება.

სტატიები

ყველა სტატია