მოიძებნა 96 განცხადება

უცხო ენების შესწავლა, მომზადება ინგლისურში, მომზადება რუსულში, თურქული ენის შესწავლა.

კატეგორია მოცავს განცხადებებს უცხო ენების შესწავლის შესახებ: უცხო ენების შესწავლა, მომზადება ინგლისურში, მომზადება რუსულში, თურქული ენის შესწავლა, კერძო მასწავლებელი, ინგლისურის რეპეტიტორი, რუსულის რეპეტიტორი, შევასწავლი უცხო ენას, ფრანგული ენის გაკვეთილები ონლაინ, მოვამზადაბ რუსულ ენაში, მოვამზადაბ ინგლისურ ენაში, მოვამზადაბ ფრანგულ ენაში.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება ინგლისურ ენაში.
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება ინგლისურ ენაში.
user avatarქრისტინე შეფასების გარეშე
ფასი:50.00 ₾-დან

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში, მრავალფეროვანი პროგრამით. სწავლება მოიცავს როგორც წერა-კითხვის შესწავლას ისე გამოყენებული იქნება მოსმენის კომპონეტი, რათა ბავშვმა ადვილად დაიმახსოვროს ახალი სიტყვები და მათი სწორად წარმოთქმა ისწავლოს. ჩემთან მომზადება იქნება საინტერესო, სახალისო და სწავლაზე ორიენტირებული და არა დაზეპირებაზე. თუკი ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვი ისურვებს ჩემთან მომზადებას, მათ გავუწევ საფასურში შეღავათს. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ 1:30 წუთი, ელექტრონულად. ჩემიძლია მეცადინეობა ჩავატარო როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფებში. ( მე ვარ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მაქვს მონაწილეობა მიღებული ინლისური ენის ბევრ ოლიმპიადაში, როგორც სკოლის პერიოდში ისე უნივესიტეტში სწავლის პერიოდში. სერტიფიკატები და დიპლომები მაქვს მიღებული ოლიმპიადებში კარგი შედეგების ჩვენებისთვის.)

ინგლისურის შესწავლა
ინგლისურის შესწავლა
user avatarთამარშეფასების გარეშე
ფასი:შეთანხმებით

მაღალკვალიფიციური პედაგოგი 28 წლიანი გამოცდილებით დაგეხმარებათ ინგლისური ენის შესწავლაში როგორც ბავშვებს და მოზარდებს, ასევე მათ ვინც კარიერული მიზნებისაკენ ისწრაფვით, საზღვარგარეთ სწავლას გეგმავთ ან კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას. დაგეხმარებით თავდაჯერებულად გამოიყენოთ ჩემთან შეძენილი ინგლისური ენის ცოდნა თქვენთვის საჭირო მიზნებისთვის. თქვენის შვილებს შევასწავლი როგორ ბავშვები აიმაღლონ თავდაჯერებულობა. მოზარდებს ინგლისურის შესწავლისას დავეხმარები გადადგან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები - შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევისთვის დასჭირდებათ.

ინგლისურის პედაგოგი
ინგლისურის პედაგოგი
user avatarთამარიშეფასების გარეშე
ფასი:შეთანხმებით

მოვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში, ვარ მაღალკვალიფიციური პედაგოგი 12 წლიანი გამოცდილებით. დამთავრებული მაქვს უცხო ენების უნივერსიტეტი. ვფლობ C2 დონეს.ასევე ვასწავლი სასწავლო ცენტრში. მეცადინეობაში შედის აუდიო მასალის მოსმენა, საუბარი, ტექსტის გააზრება და ყველაფერი რაც თქვენ შვილს დაეხმარება ინგლისურის საუკეთესოდ შესწავლაში. მოსწავლეებს მოვამზადებ როგორც სკოლის პროგრამით ასევე დამატებითი სახელმძღვანელოებით. შეგიძიათ იაროთ ჩემთნ (ვაკეში) ან გაკვეთლები ჩატარდეს ონლაინ. დეტალებზე დამიკავშირდით.

გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის
გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის
user avatarმარიშეფასების გარეშე
ფასი:80.00 ₾-დან

ვარ საერთაშორისო კვალიფიკაციის, მაღალი გამოცდილების მქონე მასწავლებელი, ახლახანს დავბრუნდი უცხოეთიდან,სადაც მიწვეული ვიყავი ინგლისური ენის პედაგოგად. ენის შესწავლა მოხდება თანამედროვე სასწავლო რესურსების გამოყენებით და ინოვაციური მეთოდებით. ეფექტურად დაგეგმილი გაკვეთილების შედეგად ბავშვებს გაუუმჯობესდებათ წერის, კითხვის, საუბრისა და სმენის უნარ-ჩვევები. გაუმდიდრდებათ ლექსიკა და სრულფასოვნად მიიღებენ გრამატიკულ ცოდნას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დამიკავშირდეთ