Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ადვოკატი

სრულყოფილი იურიდიული მომსახურების მიღების საჭიროება ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დგება, რა დროსაც პროფესიონალის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იურისტის დახმარებით საქმისწარმოება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით მიმდინარეობს და დამკვეთის ინტერესების დაკმაყოფილება მარტივდება. ადვოკატი მოქალაქეების, სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი დაწესებულებებისთვის იურიდიული მომსახურების მიმწოდებელი ფიგურაა, რომელიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ, თუ სამოქალაქო საქმისწარმოებისას განსასჯელის/ბრალდებულის დამცველად გვევლინება. მის მოვალეობებში შედის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, განცხადებების, საჩივრებისა და ხელშეკრულებების შედგენა/ექსპერტიზა, სანივთო, მემკვიდრეობითი და შრომით-სამართლებრივი დავები და სხვა. Servisebi.ge-ის პლატფორმაზე ქვეყნის წამყვანი იურისტების დაქირავება დროისა და ფინანსური რესურსის უმცირესი დანახარჯებით ხდება. ადვოკატთა ერთიანი ბაზიდან, თქვენი მოთხოვნების მიხედვით, არჩევთ შესაბამის კანდიდატურას, რომელთა უმრავლესობა ზოგად კონსულტირებას უფასოდ გაგიწევთ. ამ გზით მომხმარებელი საქმის სირთულესა და სპეციფიკაში უკეთ ერკვევა და გამოცდილებაზე დაყრდნობით საბოლოო წარმომადგენელს არჩევს. ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტთა მუშაობის პროფილი ძალიან მრავალფეროვანია, რადგან აქ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ადვოკატებსა და ბიუროებს აღმოაჩენთ. მოთხოვნად მომსახურებებს შორის ბიზნესის რეგისტრაციის პროცესის წარმართვა, უძრავი ქონების შესყიდვის განხორციელება, განქორწინებისას ქონების გაყოფასთან დაკავშირებული დავები, საკონსულოებში წარმომადგენლობა და ა.შ. მიიჩნევა. პროფესიონალი იურისტები დამკვეთის სასარგებლოდ სასამართლომდე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კორპორატიული კლიენტების დატრენინგების პროცესშიც ერთვებიან. იურიდიული მომსახურების გაწევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირად ადვოკატის ანაზღაურებას ენიჭება და საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ გამოცდილი სპეციალისტის მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენს სივრცეში საუკეთესო იურისტების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, ხოლო მომსახურების საფასური თითოეული საქმის სირთულიდან გამომდინარე ითვლება. შესაბამისად, ბაზარზე არსებულ შეთავაზებებზე დაყრდნობით, servisebi.ge-ის საშუალებით, ყველაზე ხელმისაწვდომი მომსახურების მიღებას დაუყოვნებლივ შეძლებთ. თუ სამართლებრივი საქმისწარმოების ზღვარზე დგახართ, ან მომავალი ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად სანდო იურიდიული რჩევა გჭირდებათ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ კანდიდატებს, აირჩიეთ საჭირო სპეციალიზაციის იურისტი და სასურველ ადვოკატს, სწრაფად და მარტივად, დაუკავშირდით.
verify badge პრო
ადვოკატი გიორგი ჩხაიძე
ადვოკატი გიორგი ჩხაიძე

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე სიითი ნომერი 9847 მოგემსახურებათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დავის გადაწყვეტაში, ასევე წარმომადგენლობას გაგიწევთ სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ✅ კერძო სამართლის მაგისტრი; ✅ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი ნომერი: 9847) ✅ ადვოკატი (სამოქალაქო - ადმინისტრაციული მიმართულებით ) ✅ბავშვის უფლებების სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალის სპეციალიზებული ადვოკატი ✅ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი . ძირითადი მიმართულელები : 1. სააღსრულებო წარმოება ( სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა , შეჩერება , გამარტივებული წარმოება ასევე წარმომადგენლობა როგორც კრედიტორის ასევე მოვალის სასარგებლოდ ) . 2. განქორწინება , ალიმენტის დაკისრება , მამად ცნობა და სხვა . 3. სასესხო დავები ( პირგასამტეხლოს და პროცენტის შემცირება , ქონების დაყადაღება , ვალის დაბრუნება და სხვა ) 4. ქონებრივი დავები ( ქონების რეგისტრაცია , მითვისებული უძრავი ქონების გათავისუფლება) 5. შრომითი დავები ( სამსახურში აღდგენა , სახელფასო დავალიანების მიღება , განაცდური დღეების ანაზღაურება ) 6. წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან , ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება და სხვა . 7 . ასევე თქვენთვის საჭირო ნებისმიერი საკითხი სამოქალაქო - ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით რომელზეც გჭირდებათ კვალიფიციური იურიდიული დახმარება .

star icon 5.0 (11)
verify badge პრო
ადვოკატი, იურიდიული მომსახურება
ადვოკატი, იურიდიული მომსახურება

გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეზე. სამოქალაქო სამართალი: 1. საოჯახო დავები 2. მემკვიდრეობითი დავები 3. სახელშეკრულებო დავები 4. სანივთო და ვალდებულებითი დავები 5. ბანკებთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებული დავები (შესაგებლის მომზადება და პროცესზე წარმომადგენლობა) 6. შრომით-სამართლებრივი დავები ადმინისტრაციული სამართალი: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 2. წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელშეკრულებო სამართალი - ხელშეკრულების შედგენა/კორექტირება/გადახედვა იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად საქმის სირთულიდან გამომდინარე

star icon 5.0 (1)
პრო
ადვოკატი
ადვოკატი

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებას, იურიდიული დოკუმენტების შედგენას სწრაფად, ეფექტურად, მათ შორის დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. ჩვენი იურისტები გაგიწევენ დახმარებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. პროფესიონალი გუნდის ცოდნა და გამოცდილება იმის საფუძველს იძლევა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი მიიღებს არა მარტო კვალიფიციურ და იურიდიულად გამართულ სამართლებრივ კონსულტაციასა თუ მომსახურებას, არამედ, ჩვენი თანამშრომლობის შედეგი იქნება მისი წარმატებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარი.

პრო
სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი
სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი

კერძო ადვოკატი სოსო ნიბჩვიანი გთავაზობთ მაღაკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას ყველა სირთულის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. 12 წლიანი მუშაობის გამოცდილება კერძო და საჯარო დაწესებულებებში. თქვენ შეძლებთ მიიღოთ იურიდიული მომსახურება ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე. კონსულტაცია ფასანია. კონსულტაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ოფისში, ასევე ონლაინ ჩართვით. ? სისხლის სამართალი — ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულები, კორუფციული დანაშაულები, ნარკოდანაშაულები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ძალადობრივი დანაშაულები, ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულები, კიბერდანაშაულები. ? სამოქალაქო სამართალი — სახელშეკრულებო და ვალდებულებითი დავები, ქონებრივი დავები, ვალისა და ზიანის ანაზღაურება, სამეწარმეო დავები, უძრავი ქონების დავები, მემკვიდრეობითი დავები, საოჯახო დავები, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება. ? ადმინისტრაციული სამართალი — ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრება, საგადასახადო დავები, საჯარო რეესტრის დავები, სანქციებისა და ჯარიმების გასაჩივრება, ლიცენზიებთან და ნებართვებთან დაკავშირებული დავები, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული დავები.

star icon 5.0 (2)
სრული იურიდიული მომსახურება, საერთო სპეციალიზაცია
სრული იურიდიული მომსახურება, საერთო სპეციალიზაცია

პროფესიონალური იურიდიული დახმარება ფიზიკური პირებისთვის. გთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციასა და პრაქტიკულ დახმარებას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. მუშაობისას მთავარი პრინციპებია სიზუსტე, პასუხისმგებლობა და კლიენტის ინტერესების დაცვა. მომსახურების მიმართულებები: • იურიდიული კონსულტაცია (პირადი / ონლაინ) • განცხადებებისა და საჩივრების შედგენა • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გასაჩივრება • სისხლის სამართალი (კონსულტაცია, დაცვის პოზიციის შემუშავება, პროცესუალური დოკუმენტების მომზადება) • საოჯახო სამართალი (განქორწინება, ალიმენტი, მეურვეობა) • მემკვიდრეობითი საკითხები • დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და გადამოწმება • საჯარო უწყებებთან სამართლებრივი კომუნიკაცია რატომ უნდა მომმართოთ: • ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ საქმეზე • გასაგები და პრაქტიკაზე დაფუძნებული განმარტებები • კონფიდენციალურობის სრული დაცვა • პასუხისმგებლობა შედეგზე, არა მხოლოდ პროცესზე.

მოსამართლის და პროკურორის კვალიფიკაციის მქონე ადვოკატი
მოსამართლის და პროკურორის კვალიფიკაციის მქონე ადვოკატი

ჯოხაძის საადვოკატო ოფისი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და სანდოობით სისხლის სამართლის საქმეებში! თამარ ჯოხაძეს აქვს არა მხოლოდ ადვოკატის კვალიფიკაცია, არამედ პროკურორის კვალიფიკაცია, მოსამართლის კვალიფიკაცია და არასრულწლოვანთა სპეციალიზაცია, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქმეებში სისხლის სამართლის ბრალდებების ფართო სპექტრიდან; ▪ გამოცდილება და წარმატება: ბიუროს ადვოკატებს წლების განმავლობაში წარმატებით დაუცავს კლიენტები ყველაზე რთულ სისხლის სამართლის საქმეებში. მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები უზრუნველყოფს ეფექტურობას ნებისმიერ სამართლებრივ ეტაპზე. ბიუროს მოუგია როგორც ადგილობრივი, ისე გახმაურებული რთული საქმეები. ▪კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა: თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური სტრატეგია იქმნება, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო შედეგის მიღწევას. თამარ ჯოხაძე დეტალურად სწავლობს ყველა მტკიცებულებას და სამართლებრივ ასპექტს, რათა დაიცვას კლიენტის უფლებები და ინტერესები. ▪ მყისიერი რეაგირება: სისხლის სამართლის საქმეებში დროული ჩარევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბიურო მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში და დაიცვას კლიენტი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. ▪ კონფიდენციალურობა: ბიურო უზრუნველყოფს კლიენტის ინფორმაციის სრულ დაცვას და იურიდიული კონსულტაციის მაღალი დონის კონფიდენციალურობას. საადვოკატო ბიურო ქმნის სტრატეგიას, რომელიც მორგებულია კონკრეტულ საქმეზე და ზუსტად პასუხობს კლიენტის საუკეთესო მოთხოვნებს. მათი მთავარი მიზანია თქვენი უფლებების დაცვა და საუკეთესო შედეგის მიღწევა. დაუსვით კითხვები, მიიღეთ მხარდაჭერა და იპოვეთ სამართლიანობა პროფესიონალთა გვერდით.

star icon 5.0 (3)

ადვოკატის დაქირავება

ადვოკატის დაქირავება არამხოლოდ სამართლებრივი დავების წარმოებისას, არამედ უძრავ ქონებასთან, შრომით, ან ბიზნეს მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის დაგეგმვისას, გონივრული ნაბიჯია. სპეციალისტის დახმარებით, საქმიანობის საწყის ეტაპზე, სწორად განსაზღვრავთ რისკებს, შეაფასებთ სირთულის ხარისხს და თანამშრომლობის პირობებს მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოაყალიბებთ. ჩვენს სივრცეში სამოქალაქო და სისხლის სამართლის წამყვანი სპეციალისტების სრული სიაა წარმოდგენილი, რომელთა მომსახურების სპეციფიკა და ოპტიმალურობა, მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგიძლიათ შეაფასოთ. კვალიფიციური საადვოკატო მომსახურების მიღება, კონფიდენციალობის სრული დაცვის გარანტით, ხელმისაწვდომ ფასად, შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ კერძო იურისტის აყვანამდე უფასო კონსულტაციის მიღება გსურთ, servisebi.ge-ზე შესაბამის კანდიდატთა მრავალფეროვან სიას, რამოდენიმე წუთში, იპოვით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება, შესაბამის ორგანოებთან წარმომადგენლობა, სახელშეკრულებო სამართალი, იუსტიციის სახლის სერვისები - ეს იმ მომსახურებათა მცირე ჩამონათვალია, რომლის მიღებაც ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული სპეციალისტების დახმარებით შეგიძლიათ. თუ გსურთ სამივე ინსტანციის სასამართლოში თქვენი სანდო წარმომადგენელი, ყოველგვარი გართულებების გარეშე, მარტივად, იპოვოთ, მაშინ გაეცანით პლატფორმაზე წარმოდგენილ განცხადებებს და რაციონალური არჩევანი თქვენი პრიორიტეტებისა და ინტერესების მიხედვით გააკეთეთ.

მომხმარებლის შეფასებები

საადვოკატო მომსახურება სურათი
საადვოკატო მომსახურება
თაკუნა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

წარმატებები ბატონ მამუკას, პროფესიონალ ადვოკატს, ბევრი წარმატება წინ

საადვოკატო მომსახურება სურათი
საადვოკატო მომსახურება
თამარა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადვოკატს მამუკა მიროტაძეს მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის. მან წარმატებით...

მოსამართლის და პროკურორის კვალიფიკაციის მქონე ადვოკატი სურათი
მოსამართლის და პროკურორის კვალიფიკაციის მქონე ადვოკატი
ვაჟა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

თამარ ჯოხაძე არის გამორჩეული, საიმედო და პასუხისმგებლიანი ადვოკატი. კანონებისა და სასამართლოს ცოდნა და მისი წარმატებები ...

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე სურათი
ადვოკატი გიორგი ჩხაიძე
Ნინო ნატროშვილი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

Ბატონი გიორგი არის Ადამიანი იმედი! ჩემი უდიდესი პატივისცემა მას!

საადვოკატო მომსახურება სურათი
საადვოკატო მომსახურება
შორენა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

სანდო, ყურადღებიანი, საქმეზე და არა ფულზე ორიენტირებული პროფესიონალი ადვოკატი. ჩემი რეკომენდაცია ბატონ მამუკას.

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე სურათი
ადვოკატი გიორგი ჩხაიძე
ნიკოლოზი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 თვის წინ

საუკეთესოა თავის სფეროში, უბადლო პროფესიონალი, რომლისთვისაც შეუსრულებელი საქმე არ არსებობს.

ადვოკატი, ადვოკატის მომსახურება, იურიდიული მომსახურება, იურისტის მომსახურება, პროფესიონალი ადვოკატი, advokati, advokatis momsaxureba, iuridiuli momsaxureba, iuristis momsaxureba, profesionali advokati, advokatis konsultacia

ადვოკატი, ადვოკატის მომსახურება იურიდიული მომსახურება, იურისტის მომსახურება, იურისტი, სრულპროფილიანი საადვოკატო მომსახურება, საადვოკატო მომსახურება, კვალიფიციური ადვოკატის მომსახურება, საადვოკატო ბიური, ადვოკატის კონსულტაცია, სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, advokati, advokatis momsaxureba, iuridiuli momsaxureba, iuristis momsaxureba, profesionali advokati, advokatis konsultacia, იურიდიული მომსახურება, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, მრავალპროფილიანი იურიდიული მომსახურება, იურიდიული ოფისი, სრული იურიდიული მომსახურება, იურიდიული დახმარება, იურიდიული კონსულტაცია, iuridiuli momsaxureba, iuridiuli kompania, saadvokato biuro, sruli iuridiuli momsaxureba, iuridiuli daxmareba, iuridiuli konsultacia

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა შემთხვევაში დამჭირდება ადვოკატი?

სპეციალისტის დახმარება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის, საქმისწარმოებისას დაგჭირდებათ. იურისტი განსასჯელის/ბრალდებულის დამცველია, რომლის მოვალეობებში შედის კონსულტაციის გაწევა, საჩივრებისა, ხელშეკრულებების შედგენა/ექსპერტიზა, სანივთო, მემკვიდრეობითი დავები და სხვა.

რა ღირს ადვოკატის დაქირავება?

სხვადასხვა მიმართულების შემთხვევა განსხვავებული ტიპის მოკვლევას საჭიროებს. ადვოკატის დაქირავება ინდივიდუალური საქმის სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება.

როგორ გადავამოწმო ადვოკატის სანდოობა?

Servisebi.ge-ზე წამყვანი სპეციალისტების მრავალფეროვანი არჩევანია. ადვოკატის სანდოობის შემოწმება მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგიძლიათ. შეფასების სისტემა გამჭვირვალეა, ამიტომ როგორც დადებით, ასევე უარყოფით კომენტარებს მარტივად გაეცნობით.

რა ღირს კონსულტაცია სისხლის სამართლის საქმეზე?

ჩვენს პლატფორმაზე წამყვანი სპეციალისტების უმრავლესობა უფასო კონსულტაციას გაგიწევთ. ასე საქმის სპეციფიკაში უკეთესად გაერკვევით და საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალურ კანდიდატს აირჩევთ.

ადვოკატის დაქირავება საერთაშორისო დავებში დამეხმარება?

ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული სპეციალისტების ნაწილი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს. ბიზნესის რეგისტრაციის პროცესის წარმართვა, საკონსულოებთან ურთიერთობა, უძრავი ქონების შესყიდვა, ან მასთან დაკავშირებული დავები - ამ და სხვა მომსახურების მიღება პროფესიონალებისგან დაუყოვნებლივ შეგიძლიათ.