ადვოკატი

სრულყოფილი იურიდიული მომსახურების მიღების საჭიროება ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დგება, რა დროსაც პროფესიონალის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იურისტის დახმარებით საქმისწარმოება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით მიმდინარეობს და დამკვეთის ინტერესების დაკმაყოფილება მარტივდება. ადვოკატი მოქალაქეების, სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი დაწესებულებებისთვის იურიდიული მომსახურების მიმწოდებელი ფიგურაა, რომელიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ, თუ სამოქალაქო საქმისწარმოებისას განსასჯელის/ბრალდებულის დამცველად გვევლინება. მის მოვალეობებში შედის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, განცხადებების, საჩივრებისა და ხელშეკრულებების შედგენა/ექსპერტიზა, სანივთო, მემკვიდრეობითი და შრომით-სამართლებრივი დავები და სხვა. Servisebi.ge-ის პლატფორმაზე ქვეყნის წამყვანი იურისტების დაქირავება დროისა და ფინანსური რესურსის უმცირესი დანახარჯებით ხდება. ადვოკატთა ერთიანი ბაზიდან, თქვენი მოთხოვნების მიხედვით, არჩევთ შესაბამის კანდიდატურას, რომელთა უმრავლესობა ზოგად კონსულტირებას უფასოდ გაგიწევთ. ამ გზით მომხმარებელი საქმის სირთულესა და სპეციფიკაში უკეთ ერკვევა და გამოცდილებაზე დაყრდნობით საბოლოო წარმომადგენელს არჩევს. ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტთა მუშაობის პროფილი ძალიან მრავალფეროვანია, რადგან აქ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ადვოკატებსა და ბიუროებს აღმოაჩენთ. მოთხოვნად მომსახურებებს შორის ბიზნესის რეგისტრაციის პროცესის წარმართვა, უძრავი ქონების შესყიდვის განხორციელება, განქორწინებისას ქონების გაყოფასთან დაკავშირებული დავები, საკონსულოებში წარმომადგენლობა და ა.შ. მიიჩნევა. პროფესიონალი იურისტები დამკვეთის სასარგებლოდ სასამართლომდე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კორპორატიული კლიენტების დატრენინგების პროცესშიც ერთვებიან. იურიდიული მომსახურების გაწევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირად ადვოკატის ანაზღაურებას ენიჭება და საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ გამოცდილი სპეციალისტის მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენს სივრცეში საუკეთესო იურისტების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, ხოლო მომსახურების საფასური თითოეული საქმის სირთულიდან გამომდინარე ითვლება. შესაბამისად, ბაზარზე არსებულ შეთავაზებებზე დაყრდნობით, servisebi.ge-ის საშუალებით, ყველაზე ხელმისაწვდომი მომსახურების მიღებას დაუყოვნებლივ შეძლებთ. თუ სამართლებრივი საქმისწარმოების ზღვარზე დგახართ, ან მომავალი ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად სანდო იურიდიული რჩევა გჭირდებათ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ კანდიდატებს, აირჩიეთ საჭირო სპეციალიზაციის იურისტი და სასურველ ადვოკატს, სწრაფად და მარტივად, დაუკავშირდით.
პრო ადვოკატი, იურიდიული მომსახურება
ადვოკატი, იურიდიული მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეზე. სამოქალაქო სამართალი: 1. საოჯახო დავები 2. მემკვიდრეობითი დავები 3. სახელშეკრულებო დავები 4. სანივთო და ვალდებულებითი დავები 5. ბანკებთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებული დავები (შესაგებლის მომზადება და პროცესზე წარმომადგენლობა) 6. შრომით-სამართლებრივი დავები ადმინისტრაციული სამართალი: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება 2. წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელშეკრულებო სამართალი - ხელშეკრულების შედგენა/კორექტირება/გადახედვა იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად საქმის სირთულიდან გამომდინარე

ადვოკატის ნომრები ყველაზე ძლიერი ადვოკატები ადვოკატის აყვანა უფასო იურიდიული დახმარება უფასო ადვოკატი თბილისში უფასო ადვოკატის კონსულტაცია სამოქალო ადვოკატი ბავშვთა ადვოკატი საუკეთესო ადვოკატები რა ღირს ადვოკატის მომსახურება სისხლის ადვოკატი
ტელეფონი 579 00 ** **
პრო ადვოკატი თათია ქაჯაია
ადვოკატი თათია ქაჯაია
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 7 შეფასება

კვალიფიციური საადვოკატო მომსახურება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის! ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის სასურველ სამართლებრივ საკითხებზე და მაღალკვალიფიციური საადვოკატო მომსახურება! ✅ ხელმისაწვდომი ფასები; ✅ მრავალი წარმატებით დასრულებული საქმე; ✅ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება; ✅ კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა. თქვენს უფლებებს დაიცავს ადვოკატი თათია ქაჯაია ✅ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი ნომერი: 9289); ✅ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართალი); ✅ კერძო სამართლის მაგისტრი; ✅ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი; ❗ კონსულტაციის მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით, როგორც ოფისში, ასევე დისტანციურ რეჟიმში! ❗ კონსულტაცია ფასიანია!

video icon სერტიფიკატი
საადვოკატო ბიურო ადვოკატის ნომრები ყველაზე ძლიერი ადვოკატები ადვოკატის აყვანა საუკეთესო ადვოკატები
ტელეფონი 558 10 ** **
პრო ადვოკატი გიორგი ჩხაიძე
ადვოკატი გიორგი ჩხაიძე
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე სიითი ნომერი 9847 მოგემსახურებათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დავის გადაწყვეტაში, ასევე წარმომადგენლობას გაგიწევთ სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში. ✅ კერძო სამართლის მაგისტრი; ✅ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი ნომერი: 9847) ✅ ადვოკატი (სამოქალაქო - ადმინისტრაციული მიმართულებით ) ✅ბავშვის უფლებების სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალის სპეციალიზებული ადვოკატი ✅ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი . ძირითადი მიმართულელები : 1. სააღსრულებო წარმოება ( სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა , შეჩერება , გამარტივებული წარმოება ასევე წარმომადგენლობა როგორც კრედიტორის ასევე მოვალის სასარგებლოდ ) . 2. განქორწინება , ალიმენტის დაკისრება , მამად ცნობა და სხვა . 3. სასესხო დავები ( პირგასამტეხლოს და პროცენტის შემცირება , ქონების დაყადაღება , ვალის დაბრუნება და სხვა ) 4. ქონებრივი დავები ( ქონების რეგისტრაცია , მითვისებული უძრავი ქონების გათავისუფლება) 5. შრომითი დავები ( სამსახურში აღდგენა , სახელფასო დავალიანების მიღება , განაცდური დღეების ანაზღაურება ) 6. წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან , ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება და სხვა . 7 . ასევე თქვენთვის საჭირო ნებისმიერი საკითხი სამოქალაქო - ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით რომელზეც გჭირდებათ კვალიფიციური იურიდიული დახმარება .

საადვოკატო ბიურო ადვოკატის ნომრები ყველაზე ძლიერი ადვოკატები ადვოკატის აყვანა უფასო იურიდიული დახმარება სამოქალო ადვოკატი ბავშვთა ადვოკატი საუკეთესო ადვოკატები რა ღირს ადვოკატის მომსახურება
ტელეფონი 595 09 ** **
პრო იურიდიული მომსახურება/ ადვოკატი სიითი N10005
იურიდიული მომსახურება/ ადვოკატი სიითი N10005
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

სამოქალაქო/ადმინისტრაციულის ლიზენცირებული ადვოკატი სიითი N10005 1) ხელშეკრულების შედგენა/კორექტირება/გადახედვა დამკვეთის სასარგებლოდ და ხელშეკრულების ხელმომწერი მეორე მხარისათვის ხელშეკრულებების პირობების შინაარსის განმარტება - დამკვეთის სურვილის შესაბამისად. 2)ნებისმიერ (სისხლის/სამოქალაქო/ადმინისტრაციულ) სამართლებრივ საკითხზე იურიდიული კონსულტაციის გაწევა; (კონსულტაცია ფასიანია) 3) სარჩელის/შესაგებლის/შეგებებული სარჩელის მომზადება ,- დამკვეთის სასარგებლოდ; 4) სასამართლოში მიმდინარე საქმის მორიგებით დასრულება - დამკვეთის ნებასურვილიდან გამომდინარე; 5) სასამართლოში წარმომადგენლობის გაწევა დამკვეთის სასარგებლოდ; 6) სასამართლომდე მოლაპარაკებების წარმოება, მომრიგებელი ადვოკატი; 7) კორპორატიული კლიენტების მომსახურება - მუდმივი კომუნიკაცია კორპორატიულ კლიენტებთან, კანონმდებლობაში ცვლილების არსებობის შემთვევაში კორპორატიული კლიენტის ხელმძღვანელობისათვის სიახლეების გაცნობა, დამატებით ტრენინგის ჩატარება მათი თანამშომლებისათვის; 8) კომპანიის დაარსებისათვის სათანადო მომსახურების გაწევა - წესდების შედგენა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება კომპანიის დასარეგისტირებლად.

ადვოკატის ნომრები ყველაზე ძლიერი ადვოკატები ადვოკატის აყვანა სამოქალო ადვოკატი ბავშვთა ადვოკატი საუკეთესო ადვოკატები რა ღირს ადვოკატის მომსახურება სისხლის ადვოკატი
ტელეფონი 577 09 ** **
ადვოკატის მომსახურება
ადვოკატის მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მიიღეთ მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულებით, თქვენზე მორგებული პირობებით! ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება: -ხელშეკრულება, -სარჩელი, -შესაგებელი, -საჩივარი, -განცხადება, -წესდება -ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, -განშლა და სხვა. - წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში; - სპეციალური პირობები კომპანიებისთვის და "outsource" მომსახურება.

video icon სერტიფიკატი
ყველაზე ძლიერი ადვოკატები ადვოკატის აყვანა სამოქალო ადვოკატი საუკეთესო ადვოკატები
ადვოკატი ნიკა გოგბერაშვილი
ადვოკატი ნიკა გოგბერაშვილი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

ნიკა გოგბერაშვილი, ადვოკატი საერთო სპეციალიზიაციის მიმართულებით გთავაზობთ იურიდიული მომსახურეობის გაწევას, რომელიც მოიცავს: ხელშეკრულებების შედგენას/კორექტირებას/სამართლებრივ ექსპერტიზას; საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში წარმომადგენლობის გაწევას; სასამართლო დოკუმენტაციის მომზადებას; სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ საკითხზე უფასო იურიდიულ კონსულტაციას; კორპორატიული იურიდიული მომსახურეობის გაწევას კომპანიებისათვის; კანონმდებლობაში შესული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ნებისმიერ კერძო და საჯარო დაწესებულებაში, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის განხორციელებას.

ადვოკატის ნომრები ყველაზე ძლიერი ადვოკატები ადვოკატის აყვანა უფასო იურიდიული დახმარება უფასო ადვოკატი თბილისში უფასო ადვოკატის კონსულტაცია სამოქალო ადვოკატი ბავშვთა ადვოკატი საუკეთესო ადვოკატები რა ღირს ადვოკატის მომსახურება სისხლის ადვოკატი
მაღალ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება
მაღალ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა, ადვოკატი სოსო ნიბჩვიანი (სიითი ნომერი: 10749) გთავაზობთ სრულ და მაღალ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას: • იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის ფინანსური სახის დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებზე. • სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ქონებებზე ყადაღის მოხსნის საჩივრის შედგენა და შემდგომი პროცესის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში. • მოწმის/დაზარალებულის წარმომადგენლობა საგამოძიებო ორგანოებში და ყველა ინსტანციის სასამართლოში. • საგადასახადო დავის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში. • ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციაში დახმარება ყველა წარმოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. • თქვენს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით განცხადების შედეგნაში დახმარება და სამართალდამცავ ორგანოებში შემდგომი წარმოების პროცესში მონაწილეობა. • დამცავი და შემაკავებელი ორდერების გასაჩივრება/გაუქმება;

ადვოკატის ნომრები ყველაზე ძლიერი ადვოკატები ადვოკატის აყვანა უფასო ადვოკატი თბილისში უფასო ადვოკატის კონსულტაცია სამოქალო ადვოკატი ბავშვთა ადვოკატი საუკეთესო ადვოკატები რა ღირს ადვოკატის მომსახურება

ადვოკატის დაქირავება

ადვოკატის დაქირავება არამხოლოდ სამართლებრივი დავების წარმოებისას, არამედ უძრავ ქონებასთან, შრომით, ან ბიზნეს მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის დაგეგმვისას, გონივრული ნაბიჯია. სპეციალისტის დახმარებით, საქმიანობის საწყის ეტაპზე, სწორად განსაზღვრავთ რისკებს, შეაფასებთ სირთულის ხარისხს და თანამშრომლობის პირობებს მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოაყალიბებთ. ჩვენს სივრცეში სამოქალაქო და სისხლის სამართლის წამყვანი სპეციალისტების სრული სიაა წარმოდგენილი, რომელთა მომსახურების სპეციფიკა და ოპტიმალურობა, მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგიძლიათ შეაფასოთ. კვალიფიციური საადვოკატო მომსახურების მიღება, კონფიდენციალობის სრული დაცვის გარანტით, ხელმისაწვდომ ფასად, შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ კერძო იურისტის აყვანამდე უფასო კონსულტაციის მიღება გსურთ, servisebi.ge-ზე შესაბამის კანდიდატთა მრავალფეროვან სიას, რამოდენიმე წუთში, იპოვით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება, შესაბამის ორგანოებთან წარმომადგენლობა, სახელშეკრულებო სამართალი, იუსტიციის სახლის სერვისები - ეს იმ მომსახურებათა მცირე ჩამონათვალია, რომლის მიღებაც ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული სპეციალისტების დახმარებით შეგიძლიათ. თუ გსურთ სამივე ინსტანციის სასამართლოში თქვენი სანდო წარმომადგენელი, ყოველგვარი გართულებების გარეშე, მარტივად, იპოვოთ, მაშინ გაეცანით პლატფორმაზე წარმოდგენილ განცხადებებს და რაციონალური არჩევანი თქვენი პრიორიტეტებისა და ინტერესების მიხედვით გააკეთეთ.

მომხმარებლის შეფასებები

მაღალ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება სურათი
მაღალ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება
მზიკო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-11-06 17:16:32

უნიჭიერესი და საკუთარი საქმის პროფესიონალი ბრძანდებით ბატონო სოსო, წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობის სფეროში!❤️

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე სურათი
ადვოკატი გიორგი ჩხაიძე
ელენე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-09-11 15:17:20

ნამდვილი პროფესიონალია ბატონი გიორგი ვენდე მას და გაამართლა .

ადვოკატის მომსახურება სურათი
ადვოკატის მომსახურება
Გვანცა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-19 19:35:08

Ძალიან კმაყოფილი ვარ ქ. Თამთას მომსახურებით, სრული რეკომენდაცია ჩემგან

ადვოკატი ნიკა გოგბერაშვილი სურათი
ადვოკატი ნიკა გოგბერაშვილი
დავიი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-05 11:00:25

საუკეთესო იურიდიული მომსახურება, პროფესიონალი და კვალიფიციური იურისტი თუ გსურთ შეგიძლიათ მიმართოთ ნიკა გოგბერაშვილს

ადვოკატი თათია ქაჯაია სურათი
ადვოკატი თათია ქაჯაია
ნიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-15 17:16:39

საუკეთესი იურისტი თავისი საქმის პროფესიონალი. ძალიან ბევრი პროცესი მოვიგეთ ერთად დიდი რეკომენდაცია ჩემგან

ადვოკატი, იურისტი სურათი
ადვოკატი, იურისტი
ლელა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-06-03 18:05:53

ძალიან კარგია ადვოკატია, ყურადღებიანი, სასწრაფოდ მჭირდებოდა დახმარება და ყველაფერი მომიგვარა ერთ თვეში

ადვოკატი, ადვოკატის მომსახურება, იურიდიული მომსახურება, იურისტის მომსახურება, პროფესიონალი ადვოკატი, advokati, advokatis momsaxureba, iuridiuli momsaxureba, iuristis momsaxureba, profesionali advokati, advokatis konsultacia

ადვოკატი, ადვოკატის მომსახურება იურიდიული მომსახურება, იურისტის მომსახურება, იურისტი, სრულპროფილიანი საადვოკატო მომსახურება, საადვოკატო მომსახურება, კვალიფიციური ადვოკატის მომსახურება, საადვოკატო ბიური, ადვოკატის კონსულტაცია, სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, advokati, advokatis momsaxureba, iuridiuli momsaxureba, iuristis momsaxureba, profesionali advokati, advokatis konsultacia, იურიდიული მომსახურება, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, მრავალპროფილიანი იურიდიული მომსახურება, იურიდიული ოფისი, სრული იურიდიული მომსახურება, იურიდიული დახმარება, იურიდიული კონსულტაცია, iuridiuli momsaxureba, iuridiuli kompania, saadvokato biuro, sruli iuridiuli momsaxureba, iuridiuli daxmareba, iuridiuli konsultacia

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა შემთხვევაში დამჭირდება ადვოკატი?

სპეციალისტის დახმარება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის, საქმისწარმოებისას დაგჭირდებათ. იურისტი განსასჯელის/ბრალდებულის დამცველია, რომლის მოვალეობებში შედის კონსულტაციის გაწევა, საჩივრებისა, ხელშეკრულებების შედგენა/ექსპერტიზა, სანივთო, მემკვიდრეობითი დავები და სხვა.

რა ღირს ადვოკატის დაქირავება?

სხვადასხვა მიმართულების შემთხვევა განსხვავებული ტიპის მოკვლევას საჭიროებს. ადვოკატის დაქირავება ინდივიდუალური საქმის სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება.

როგორ გადავამოწმო ადვოკატის სანდოობა?

Servisebi.ge-ზე წამყვანი სპეციალისტების მრავალფეროვანი არჩევანია. ადვოკატის სანდოობის შემოწმება მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგიძლიათ. შეფასების სისტემა გამჭვირვალეა, ამიტომ როგორც დადებით, ასევე უარყოფით კომენტარებს მარტივად გაეცნობით.

რა ღირს კონსულტაცია სისხლის სამართლის საქმეზე?

ჩვენს პლატფორმაზე წამყვანი სპეციალისტების უმრავლესობა უფასო კონსულტაციას გაგიწევთ. ასე საქმის სპეციფიკაში უკეთესად გაერკვევით და საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალურ კანდიდატს აირჩევთ.

ადვოკატის დაქირავება საერთაშორისო დავებში დამეხმარება?

ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული სპეციალისტების ნაწილი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს. ბიზნესის რეგისტრაციის პროცესის წარმართვა, საკონსულოებთან ურთიერთობა, უძრავი ქონების შესყიდვა, ან მასთან დაკავშირებული დავები - ამ და სხვა მომსახურების მიღება პროფესიონალებისგან დაუყოვნებლივ შეგიძლიათ.