მოიძებნა 126 განცხადება

დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს როგორც ცალკეულ საგანში (მაგ, ინგლისური, მათემატიკა) ან ყველა საგანში ერთად. ცალკეული საგნის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ორი განრიგის არჩევა: კვირაში სამი დღე-გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ან კვირაში 2 დღე- გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. გამოცდილება: მაქვს 2 წლიანი უწყვეტი გამოცდილება ბავშებთან მუშაობის. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ფასი: ფასი არის დამოკიდებული გრაფიკზე, მინიმალური ფასი 45ლარი (ერთი საგნის შემთვევაში) მაქსიმალური 120 (ქართული ენა და ლიტერატურა , მათემატიკა, ინგლისური ენა) აუცილებლად ! მოსწავლეს ექნება საშუალება დამატებითი მასალით იხელმძღვანელოსდა სკოლის მასალის გარეთ შეძლოს ცოდნის გაღრმავება. ბინაზე მისვლა არ განიხილება. მდგომარეობიდან გამომდინარე დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მდებარებობა: რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი.

მოსწავლეების მომზადება | ინგლისურის რეპეტიტორი | მათემატიკის რეპეტიტორი | რეპეტიტორი | კერძო | ბავშვების მომზადება

მომზადება ყველა საგანში
მომზადება ყველა საგანში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ყველა საგანში, სახლში მისვლით. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის (ბაკალავრიატი) 2020 წლის კურსდამთავრებული წითელი დიპლომითა და რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილებით. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ შვილებისთვის დახმარებას სასკოლო საგნებში, ამიტომ სანდომიან, კეთილგანწყობილ, კვალიფიცირებულ ადამიანს ეძებენ, რომელიც მათს შვილებს სასკოლო საგნების ათვისებასა და შეყვარებაში დაეხმარება. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ბავშვებმა მეგობრულ გარემოში მარტივად დაძლიონ სკოლის ამოცანები და მაქსიმალურად გამოავლინონ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და შემოქმედებითობა; სწავლის მათთვის მოსაწყენი პროცესი კი სასიამოვნო და სახალისო გახდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ მითითებულ ნომერზე.

რეპეტიტორი | ბავშვების მომზადება | ბინაზე მისვლით | მოსწავლეების მომზადება | კერძო

ვამეცადინებ სკოლის მოსწავლეებს, ყველა საგანში, ინგლისურის გარდა
ვამეცადინებ სკოლის მოსწავლეებს, ყველა საგანში, ინგლისურის გარდა

ვამეცადინებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, 1დან მე9 კლასის ჩათვლით, ყველა სასკოლო საგანში (ინგლისურის გარდა), რუსულის ჩათვლით. მაქვს 10 წლიანი გამოცდილება და მაღალი შედეგები. 1დან მე4 კლასის ჩათვლით 1სთ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ღირებულება 100 ლარი. მე5-დან მე9 კლასის ჩათვლით, 1სთ 30წთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ანუ კვირაში 5-ჯერ, თვეში 20 გაკვეთილი, ღირებულება 200 ლარი. პასუხისმგებელი ვარ სწავლების მაღალ ხარისხზე. მეცადინეობას ვატარებ ,,ონლაინ'' რეჟიმში. ბარბაქაძე მაია.

მოსწავლეების მომზადება | ფიზიკის რეპეტიტორი | მათემატიკის რეპეტიტორი | ბიოლოგიის რეპეტიტორი | ქართული ენის რეპეტიტორი | რეპეტიტორი | ქიმიის რეპეტიტორი | ფიზიკის | რუსულის | რუსული ენის რეპეტიტორი

მოსწავლეთა მომზადება ქიმიასა და სხვა სასკოლო საგნებში !!!
მოსწავლეთა მომზადება ქიმიასა და სხვა სასკოლო საგნებში !!!

გამარჯობა ვარ ქიმიის მასწავლებელი , მოვამზადებ ბავშვებს ქიმიაში და არამარტო ქიმიაში. მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, ვასწავლი კერძო სკოლაში ქიმიასა და ბუნებას. მიყვარს ბავშვებთან მუშაობა, ვარ შედეგზე ორიენტირებული ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ ქიმიურზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში (თსუ). მოვამზადებ : სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგნებში ( სასკოლო გაკვეთილების მომზადება ). ქიმიაში სრულყოფილად. კლასები: 1-11. გაკვეთილის მსვლელობა : ბინაზე მისვლით . დისტანციურად- ონლაინ .

მოსწავლეების მომზადება | ბავშვების მომზადება | რეპეტიტორი | ბინაზე მისვლით | ქიმიის რეპეტიტორი

მომზადება ეროვნული გამოცდებისათვის
მომზადება ეროვნული გამოცდებისათვის

სასწავლო ტრენინგ ცენტრი "გარანტი" აცხადებს მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მიღებას სააბიტურიენტო საგნების მოსამზადებელ ჯგუფებში. 8 მეცადინეობის ღირებულება: ინდივიდუალური-130 ლარი. ჯგუფში 2 მოსწავლე-110 ლარი, 3 მოსწავლე-100 ლარი. სამი და მეტი საგნის შემთხვევში იმოქმედებს ფასდაკლება. თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე სწავლების მოთხოვნებზე მორგებული გარემო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებულ პედაგოგთა ჯგუფი, რომლებიც კარგად იცნობენ თანამედროვე საგამოცდო სისტემას. გარანტი" თქვენი წარმატების გარანტიაა!. მის. გურამიშვილის გამზირი #64. (მეტრო ღრმაღელესთან)

ბავშვების მომზადება | ინგლისურის რეპეტიტორი | ბინაზე მისვლით | ბიოლოგიის რეპეტიტორი | მათემატიკის რეპეტიტორი | ქიმიის რეპეტიტორი | მოსწავლეების მომზადება | ქართული ენის რეპეტიტორი | რეპეტიტორი