განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ისტორიაში მომზადება

აღწერა

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ვარ ისტორიის ბაკალავრი (თსუ), წარმატებით ჩავაბარე მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ისტორიაში- 52/55. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1.5-2 საათი, ჯგუფში 3-4 ბავშვი. სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე მეთოდებით. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტი. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა(რუკები, ილუსტრაციები, კარიკატურა).

clock icon
ორშ / პარ
09:00 - 21:00
შაბათი
09:00 - 21:00
კვირა
09:00 - 21:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, ნაძალადევი

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
მსგავსი განცხადებები
პრო

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 სერტიფიკატი,

მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, სახლში მისვლით ან ონლაინ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ვარ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს კარგად გავაცნო და შევაყვარო ეს საგანი. ფასზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ისტორის მასწავლებელი

მოგესალმებით! მე ვარ რობი სეფიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების მე-4 კურსის სტუდენტი და შევასწავლი სკოლის მოსწავლებს ისტორიას. შევასწავლი, როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ონლაინ. მაქვს გამოცდილება, როგორც ისტორის რეპეტიტორობის, ასევე სამოქალაქო განათლების რეპეტიტორობის ბონუსად შემიძლია ვამეცადინო ზემოთხსენებულ საგანშიც. ასევე მაქვს გამოცდილება არაფორმალური განათლების სფეროში ტრენინგებსა და დებატებში. ფასი: 25₾(ერთი გაკვეთილი) თვეში 8-გაკვეთილი; გაკვეთილის ხანგძლივობა - 90წთ (1საათი და 30წუთი);

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო, ასევე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისა და მასწავლებლის გამოცდისთვის. განათლება: ბაკალავრი - ივანე ჯავახივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება - ისტორია. მაგისტრატურა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ადმინისტრირება. ვარ მოქმედი პედაგოგი, სკოლაში 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა. გაკვეთილებზე ვიყენებ მრავალფეროვან მასალებს, რუკებს, წყაროებს, ილუსტრაციებს, პრეზენტაციებს, ვიდეო/აუდიო მასალებს და ყოველი თემის მიხედვით შედგენილ საგამოცდო ტესტურ მასალებს. გაკვეთილები იქნება ინტერაქციული და საინტერესო. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მომზადება ისტორიაში თანამედროვე სტანდარტებით

ისტორია დროში მოგზაურობაა. გთავაზობთ დროში თავდაუვიწყარ მოგზაურობას, რომელიც მოგცემთ საშუალებას ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდებები და ჩამოყალიბდეთ თავისუფლად მოაზროვნე სამოქალაქო პირი. რატომ უნდა იმეცადინოთ ანუკასთან ? 1. გექნებათ მეგობრული, წარმატებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 2. განათლებით ვარ ტელე-კინო-ვიდეო რეჟისორი და ისტორიკოსი. 3. ვარ ისტორიის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი. 4. მაქვს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 5. სწავლების პროცესში ვიყენებ თანამედროვე მეთოდებს, სადაც აქცენტები კეთდება არა ფაქტების დაზეპირებაზე, არამედ კონკრეტული ეპოქის აღქმასა და გააზრებაზე. ამისათვის სწავლების დროს თეორიულ მასალასთან ერთად ვიყენებ სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ მასალას, დოკუმენტურ და მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რუკებს და სხვა ინტერნეტ რესურსებს. 6. თანამედროვე მეთოდებით სწავლება იწვევს მაღალ მოტივაციას, ინტერესსა და საბოლოოდ საკითხის სიღრმისეულ ცოდნას. 7. გაკვეთილის პროცესში პერიოდულად განვიხილავთ და ვაკეთებთ ეროვნულ გამოცდების ტესტებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტის ვარიანტებს და ეროვნულ გამოცდების ტესტებს.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება

მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს.

ვარ ისტორიის მესამე კურსის სტუდენტი ,ასევე ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის გამოცდა .მოვამზადებ ისტორიაში სკოლის მოსწავლეებს. ჩემი სწავლის მეთოდი გათვლილია ხარისხზე .დავეხმარები მოსწავლეს ნებისმიერი საგაკვეთილო საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში . ერთი გაკვეთილის ფასი არის 30ლარი ,რომელიც გრძელდება ერთ საათსა და 30 წუთს . გაკვეთილის რაოდენობა დამოკიდებულია მოსწავლის საჭიროებაზე.

მომზადება ისტორიაში

ვამზადებ აბიტურიენტებს/მოსწავლეებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარ უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი, ეს დამოკიდებულია მასალასა და მოსწავლის მიერ მის ათვისებაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ყოველ მეორე კვირას იქნება ეროვნულის ფორმატის შემაჯამებელი წერა. მასალა შედგენილია შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით. ხშირად გვექნება განვლილი მასალის პატარა ტესტირებები. მოსწავლეების მიერ მონდომების, მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. სურვილისამებრ მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც.

მომზადება ისტორიაში

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულებით. ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად ვმუშაობ სკოლაში. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესის დროს მაქსიმალური ყურადღბა დაეთმობა ეროვნულ გამოცდაზე არსებული დავალებების დამუშავებას. გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული იქნება თანადროული ეპოქის წყაროები და რუკები. ყოველი თვის ბოლოს ჩატარდება ეროვნული გამოცდების ფორმატის ტესტი. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო მოტივაციისა და მაღალი პასუხისმგებლობის შემთხვევაში სასურველი შედეგი გარანტირებულია! კვირაში ორი დღე.

ვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ონლაინ.

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ისტორიაში. მოვამზადებ საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში, სკოლის მოსწავლეებს, ისტორიის შესწავლის მსურველებს და აბიტურიენტებს.ვამზადებ თანამედროვე პრინციპით. გათვალისწინებული იქნება ეროვნული გამოცდის პროგრამის ყველა საკითხი. გაკვეთილები ჩატარდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ, ოთხჯერ საჭიროების შემთხვევაში. ვამზადებ ქალაქ ქუთაისში, ბუკიას N 7, მეცადინეობა შესაძლებელია დისტანციური ფორმატით.

ისტორიის რეპეტიტორი

ვარ ისტორიის მაგისტრი, სერთიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მაღალი ქულის გარანტიით, მაქვს გამოცდილება. მომზადება შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში, ონლაინ რეჟიმში. ფასი შეთანხმებით.

ისტორიაში მომზადება / ისტორიის რეპეტიტორი

ვარ ისტორიის პროფესორი,მაქვს დაწერილი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მაქვს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, როგორც სკოლაში, ასევე - უმაღლეს სასწავლებელში. მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, როგორც საქართველოს, ასევე - მსოფლიო ისტორიაში. გაკვეთილები ჩატარდება ჩემს ბინაში მისამართი - ბახტრიონი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. კორპუსი 15, ბინა 18

ინდივიდუალური მომზადება ისტორიაში

ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100 ლარი