მანანა
0
+995 (551) 73 77 **
კერძო რეპეტიტორი - ქართული ენა და ლიტერატურაკერძო რეპეტიტორი - ქართული ენა და ლიტერატურა

კერძო რეპეტიტორი - ქართული ენა და ლიტერატურა

ID 10124
ორშაბათი / კვირა
24:00
2614 26/10/2018

მოგესალმებით, პროფესიით – ფილოლოგიის მაგისტრი და განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე, უნივერსიტეტში ვითავსებ ხელმძღვანელის ასისტენტის ფუნქცია–მოვალეობებს, ვასწორებ მაგისტრანტების ნაშრომებს, ვამზადებ რეცენზიებს. ამჟამად, ინტენსიურად ვმუშაობ აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან და პედაგოგებთან: ვუძღვები აბიტურიენტების, პედაგოგებისა და მაგისტრანტების მოსამზადებელ კურსებს. მაქვს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. ვამზადებ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, რომელთაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უწევთ სხვადასხვა სახის გამოცდის ჩაბარება ან სურთ ცოდნის გაღრმავება, მიღებული ცოდნის განმტკიცება, ქართული ენისა და ლიტერატურის სიღრმისეულად შესწავლა. მაქვს საჯარო და კერძო სკოლაში მუშაობისა და რეპეტიტორად მოღვაწეობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (საყოველთაო პანდემია), შემიძლია, აბიტურიენტებს შევთავაზო დისტანციური სწავლების მეთოდი: გაკვეთილების სიხშირე დამოკიდებული იქნება აბიტურიენტის საჭიროებებზე – კვირაში ორჯერ/სამჯერ, ხანგრძივობა – მინიმუმ ორი საათი. გავივლით როგორც გრამატიკის, ასევე ლიტერატურის – თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. ინტენსიურად ვიმუშავებთ ტესტებზე: ტექსტის გააზრებასა და ანალიტიკური ესეს სტრუქტურაზე. აბიტურიენტი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო მასალითა და ტესტური სავარჯიშოებით. ადგილზე მომზადების შემთხვევაში, აღნიშნული მასალა გვექნება წიგნებისა და ქსეროქსების სახით, ხოლო დისტანციურად მომზადებისას – აბიტურიენტს გადაეგზავნება ელექტრონული ვერსია მისთვის მოსახერხებელი სოციალური ქსელის მეშვეობით. დისტაცნიური მომზადება არ აქვეითებს არც პასუხისმგებლობის აუცილებლობას და არც მეცადინეობის სიხშირესა და ხარისხს, უარყოფითად არ აისახება არც მეცადინეობის ხანგრძლივობისა და არც პრაქტიკული მუშაობის თვალსაზრისით. ონლაინ სწავლებას თანამედროვე სამყაროში, მითუმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, მნიშვნელოვანი დადებითი ასპექტებიც აქვს: აბიტურიენტი კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს საკუთარ სახლში, არ უწევს სახლიდან გასვლა და ზედმეტი გადაადგილება, ამდენად, დროის, ენერგიისა და დამატებითი თანხების დახარჯვა. (აღნიშნული ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის). იმ აბიტურიენტებს, რომელთაც არ სურთ დისტანციურად მომზადება, ადგილზე მივიღებ. ფასი შეთანხმებით.

მისამართი:
თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა 26
შეგიძლიათ მოძებნოთ ასევე
ქართული ენის რეპეტიტორი
ფასი
120.00‎₾-დან

მსგავსი განცხადებები