fb

ავტომობილის სრული სერვისი

გამოცდილ მძღოლებს იმის ახსნა არ სჭირდებათ, რომ მანქანის საიმედოობის გასაღები მისი დროული მოვლაა, შესაბამისად, ავტო სერვისი მათთვის რეგულარული სტუმრობის ადგილია. ნებისმიერი მანქანა დროდადრო მოითხოვს სახარჯო მასალისა და სათადარიგო ნაწილების შეცვლას, ასევე მისი კომპონენტების შემოწმებას და რეგულირებას. ყველა ეს სამუშაო ავტომწარმოებლების მიერ ტექნიკური მომსახურების გრაფიკშია შეყვანილი, რათა მანქანა დიდი ხნით კარგ მდგომარეობაში დარჩეს. 
მანქანის თითოეული მოდელისთვის ტექნიკური მომსახურების სიხშირე განსხავებულია. ავტომწარმოებლები მას ადგენენ გარკვეული გარბენის მიღწევის შემდგომ ან წელიწადში ერთხელ. თქვენ შეგიძლიათ მოვლის სერვისი როგორც ოფიციალურ დილერთან, ასევე კვალიფიციურ ავტოსერვისში გაიაროთ. ავტომობილისთვის ამ ტიპის მომსახურების მიღება პრევენციული მიზნითაც აუცილებელია. მთავარია დაიცვათ მწარმოებლის წესები გარკვეული სახარჯო მასალის, ნაწილების და სითხეების გამოცვლის სიხშირის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ მწარმოებლის გარანტიას არანაირი კავშირი არ აქვს ტექნიკური სამუშაოების ჩატარების ადგილთან. ეს იმ შემთხვევაში თუ მათი განხორციელებისას ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაცულია. 
ავტომობილის შეკეთება გამოცდილ სპეციალისტებს უნდა ანდოთ, რომელთა მოძიებაშიც ჩვენი პლატფორმა დაგეხმარებათ. ყურადღებით გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს და სასურველი ავტოსერვისი ამის მიხედვით შეარჩიეთ. გაითვალისწინეთ, რომ ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, შესაბამისად, გადაწყვეტილებას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. თქვენ არ გადაიხდით ფიქსირებულ საფასურს რომელიმე კონკრეტულ სერვისზე. მომსახურების ღირებულება სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 
ავტომობილის სრული სერვისი

ყველაფერი, რაც ავტოსერვისის შესახებ უნდა იცოდეთ

თითოეული ავტომფლობელისთვის ავტოსერვისი რეგულარული სტუმრობის ადგილია. ასეთი ტიპის დაწესებულებების რიცხვი მატულობს, რადგან გზებზე ავტომობილების რიცხვი იზრდება და შესაბამისად შეკეთებისა და ტექნიკური სერვისების მიმართ მოთხოვნაც მზარდია. მიუხედავად ამისა, ყველა ავტოსერვისი არ ემსახურება მომხმარებლებს ხარისხიანად, ზოგან შესაძლოა დაფიქსირდეს ავტონაწილების მოპარვის ან მანქანის განზრახ დაზიანების ფაქტებიც. 

მძღოლებმა ავტოსერვისში ქცევის მთავარი წესი უნდა დაიცვან. მათ არ უნდა აჩვენონ გაუთვითცნობიერებლობა და თავდაჯერებულად მიუდგნენ თითოეულ საკითხს. რეალურად არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ მანქანის აგებულებაში ვერ ერკვეოდეთ, რადგან თითოეულ ტექნიკას თავისი სპეციალისტი და ექსპერტი გააჩნია. თქვენ უბრალოდ უნდა დასვათ კითხვები, რათა სპეციალისტის კვალიფიკაციასა და სანდოობაში დარწმუნდეთ. 
 
როგორ ავირჩიოთ მანქანის სწორი სერვისი?
 
ავტომობილის სრულყოფილი რემონტისთვის რეკომენდებულია სპეციალიზებული საავტომობილო სერვისების არჩევა. რა თქმა უნდა მსგავს დაწესებულებებშიც არ ხართ დაზღვეული გაუმართაობების გარანტირებული აღმოფხვრით, ამიტომ მომსახურების მომწოდებელი სწორად უნდა შეარჩიოთ.
თუ გარკვეული ტიპის ავარია შეგემთხვათ, ამ დროს პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ, რომელიც კონკრეტული მარკის მანქანებზე მუშაობს, იცის მისი ყველა ნიუანსი და აქვს საჭირო ხელსაწყოები. როგორც წესი ასეთი სპეციალისტის მომსახურება უფრო ძვირია, თუმცა მისი მუშაობის შედეგი უფრო ხარისხიანია და გამძლე. ამასთან ერთად ავტოსერვისი გაძლევთ გარანტიას გაწეული მომსახურებისა და დამონტაჟებული სათადარიგო ნაწილებისთვის. 

ზოგადად არ არის რეკომენდებული ისეთ ავტოსერვისთან დაკავშირება, რომელიც ყველა ტიპის სამუშაოს ასრულებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბევრი რეკომენდატორი და კარგი შეფასებები ფიქსირდება. ზოგჯერ ხდება ისიც, რომ გაუმართაობის სწორად იდენტიფიცირების მიზნით თქვენ დიაგნოსტიკა უნდა ჩაატაროთ რამოდენიმე სერვის სადგურზე. თუ ავტოსერსვისს ბრმად სტუმრობთ უმჯობესია შემოთავაზებული პირობები რამოდენიმე სხვა სახელოსნოში გადაამოწმოთ. ეს იმ შემთხვევებს ეხება, როცა დარწმუნებული არ ხართ სწორ დიაგნოსტიკაში და შედეგების შემოწმება გსურთ. 
 
ავტოსერვისის მომსახურების ეტაპები
 
ავტოსერვისში მიღებული მომსახურება მოიცავს დიაგნოსტიკას, სამუშაოს შესრულებას და დასრულებას. უპირველეს ყოვლისა გახსოვდეთ, რომ სამუშაოების ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს. მომსახურების ღირებულებაც დასაწყისშივე უნდა დაადგინოთ. შესაძლოა შემდგომმა გამოკვლევებმა დამატებითი სამუშაოების აუცილებლობა დაადასტუროს, შესაბამისად, ღირებულება დაკორექტირდება. დიაგნოსტიკის დროს სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ ავტომობილის კონკრეტული ნაწილის ხარვეზების და არასწორი მუშაობის მიზეზები. ასევე დიაგნოსტიკის პროცესში დგინდება საჭირო ნაწილების სია და შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა. 

დასკვნით ეტაპზე დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება ახლით. საჭიროების შემთხვევაში კი ხდება ტრანსპორტის სხვადასხვა სისტემის რეგულირება მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. 
 
როგორ შევამოწმოთ ავტოსერვისის მუშაობა?
 
შეკეთების სერვისის შემოწმების ყველაზე ეფექტური გზა არის მუშაობის პროცესში ადგილზე ყოფნა. ასე თქვენ დარწმუნდებით, რომ ხელოსნებმა არ შეცვალეს ორიგინალი ნაწილები ახლით, შეკეთებისას არ გაკაწრულა მანქანა და არ გაჩენილა სხვა სახის დაზიანებები. 
თუ სხვა მიზეზით ადგილზე ყოფნა შეუძლებელია, რეკომენდებულია მოითხოვოთ გამოცვლილი ნაწილების ჩვენება. ავტოსერვისი მას უნდა ამზადებდებს სპეციალურ ყუთში და ათავსებდეს საბარგულში. თუ ოსტატები ამაზე უარს ამბობენ, სავარაუდოდ ისინი თქვენს მოტყუებას ცდილობენ.
მნიშვნელოვანია მოუსმინოთ მანქანის ყველა კომპონენტის მუშაობას სერვისის სადგურიდან გასვლის შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება გარემონტებულ დეტალებს დაუთმეთ. მაგალითად, თუ საკიდი გარემონტდა მოუსმინეთ ბგერებს. რაიმე პრობლემის შემთხვევაში დროულად დაადგინეთ ხარვეზის მიზეზი. 

 
სად მოვიძიოთ სანდო ავტოსერვისი ქვეყნის მასშტაბით?
 
სხვადასხვა სირთულის დაზიანების დროს კვალიფიციური ხელოსნებით დაკომპლექტებული ავტოსერვისის სტუმრობა აუცილებელია. ითანამშრომლეთ ისეთ კომპანიასთან, რომლისთვისაც პრიორიტეტი მომხმარებელთა ინტერესებია. კარგი ავტოსერვისის შეფასების კრიტერიუმებია:
  • პასუხისმგებლიანი ოსტატები;
  • მომსახურების ხელმისაწვდომი ფასები;
  • თანამედროვე აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილების ბაზა;
  • პრობლემების გაანტირებული მოგვარება;
  • სერვისი ნებისმიერ ლოკაციაზე;
ხარისხიანი ავტოსერვისის მარტივად მოსაძიებლად servisebi.ge-ზე ერთიანი ბაზა შეიქმნა, სადაც სასურველი მომსახურების მომწოდებელ კომპანიას რამდენიმე წუთში იპოვით. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს და რეგისტრირებულ კომპანიებს დაუკავშირდეთ. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა, შესაბამისად თქვენ გეძლევათ შანსი რამოდენიმე ავტოსერვისის პირობები შეაჯეროთ და თქვენთვის ოპტიმალური მომსახურებით ისარგებლოთ. 
ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. ნებისმიერი მომსახურების ღირებულება სამუშაოს სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე დააგარიშდება. ეს მეთოდი ზედმეტი თანხის გადახდისგან გიცავთ. აგრეთვე არ იხდით დამატებით საკომისიოს დამაკავშირებელი მესამე პირისთვის (ამ შემთხვევაში ვებგვერდის მომსახურებისთვის).

პლატფორმა თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე მორგებულია. მაგისტრალზე მოძრაობისას ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში მახლობელ ლოკაციაზე ავტოსერვისს, მოკლე დროში, მოიძიებთ. ასევე შეგიძლიათ სპეციალისტები ადგილზე გამოიძახოთ, რაც ევაკუატორის დაქირავების აუცილებლობისგან გიხსნით.
Servisebi.ge საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავს, ამიტომ სპეციალისტების მომსახურების მიღებას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ. რაც მთავარია ვებგვერდის გამჭვირვალე სისტემა რეალურ მომხმარებელთა შეფასებებს გიზიარებთ, რაც გადაწყვეტილების მიღებას განსაკუთრებულად ამარტივებს. 

მანქანის სერვისი

მანქანის სერვისი გულისხმობს ავტომობილის რეგულარულ მოვლას (მისი სისტემების დიაგნოსტიკას, ოპერაციული სითხეების შეცვლას, ფილტრების შეცვლას, სამუხრუჭე ხუნდების და სხვა მასალების შეცვლას). მანქანის გაკეთება მოიცავს ისეთ ძირითად სერვისებს როგორიცაა:
  • ძრავის ზეთის შეცვლა;
  • ზეთის, ჰაერის და სალონის ფილტრების შეცვლა;
  • გამაგრილებლის, სამუხრუჭე სითხის შემოწმება;
  • საჭის ელემენტების მდგომარეობს შემოწმება;
  • სამუხრუჭე მექანიზმის მდგომარეობის შემოწმება;
  • კორპუსის საღებავის და ვიზუალური დეფექტების შემოწმება (კოროზიის აღმოჩენა);
  • იმ სამუშაოების სრული სია, რომელიც თქვენს ავტომობილზე განხორციელდება გეგმიური მოვის დროს, შეიძლება განსხვავდებოდეს შემდეგი პირობების მიხედვით:
  • მანქანის გარბენი (მომსახურების პერიოდი);
  • კონკრეტული დაზიანება, საწვავის ტიპი, გადაცემათა კოლოფი და ტრანსმისია;
პროფილაქტიკა მანქანის ექსპლუატაციის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ტიპის სამუშაოებს მოიცავს. მაგალითად, ტოიოტა ქამრიზე წამყვანი ღვედების შემოწმება/შეცვლა მხოლოდ 20 ათასი კმ გარბენის შემდგომ ხდება, ხოლო 10 ათას კილომეტრზე ეს პროცედურა არ ტარდება, ვინაიდან ამ დანაყოფს მისი რესურსი არ ამოუწურავს. მანქანის ტექნიკური სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი მისი გამოყენების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება დაზუსტდეს. 
გამოცდილ სპეციალისტებთან დასაკავშირებლად ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცანით.
საქართველოს ნებისმიერ წერტილში სასურველ ავტოსერვისს დაუყოვნებლივ მიიღებთ და მომსახურების საფასურს სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე გადაიხდით. პლატფორმა მომხმარებელთა საჭიროებებს მორგებულია, შესაბამისად, მისი გამოყენება მოქნილი და სასიამოვო პროცესია. 
სულ 2 რეზულტატი