განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება ფიზიკაში

ფიზიკის მასწავლებელი/ტუტორი

გამარჯობა! მე ვარ ანა, დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმმართულებით. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ფიზიკაში. თუ გსურთ, არა მხოლოდ დაძლიოთ რთული მასალა, არამედ ნამდვილად გაიგოთ და შეიყვაროთ ეს საგანი, მე დაგეხმარებით. ჩემი კვალიფიკაცია: - მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი, ეროვნულებზე ჩავაბარე ფიზიკა და მათემატიკა. - ამჟამად ასევე ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევით ასისტენტად. - ვმუშაობდი ევროპის ფიზიკის ოლიმპიადის (EuPho) ნაშრომების გამსწორებლად. პრაქტიკა: მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 3+ წლიანი წარმატებული გამოცდილება. რას გთავაზობთ: - სკოლის მოსწავლეების მომზადებას (საშინაო დავალებები, გამოცდები). - აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. - სტუდენტების დახმარებას საუნივერსიტეტო კურსებში (ზოგადი ფიზიკა და სხვა). ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული თქვენს მიზნებსა და ტემპზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით.

ფიზიკის რეპეტიტორი

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ფიზიკაში,მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 7-წლიანი წარმატებული გამოცდილება. თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომით, ვეხმარები მათ არა მხოლოდ ფორმულების დაზეპირებაში, არამედ საგნის სიღრმისეულად გააზრებასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში.

ფიზიკის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ფიზიკაში, ნებისმიერ კლასს, ასევე აბიტურიენტებსა და მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდისთვის, საკმაოდ მისაღებ ფასად - თვეში 80 ლარად სკოლის მოსწავლეებს, ხოლო აბიტურიენტებს - 150 ლარად. მაქვს ბავშვებთან მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. P.S მოვამზადებ, როგორც სახლში, ასევე ონლაინ.

ფიზიკის მასწავლებელი

მოგესალმებით, ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ 100% -იანი დაფინანსებით. ვარ სახელმწიფო სტიპენდიანტი. სკოლის პერიოდში ვიყავი ფიზიკის ეროვნული ოლიმპიადების აქტიური მონაწილე და მრავალჯერ მივიღე მონაწილეობა სამეცნიერო ბანაკებში მიღწეული წარმატებების საფუძველზე. უკვე ოთხი წელია ვამზადებ მოსწავლეებს ფიზიკაში. ჩემი მიდგომა ეფუძნება: • დამაჯერებელ აკადემიურ საფუძველს – თემების სიღრმისეულ ახსნას, მკაფიო სტრუქტურას და ლოგიკურ კომბინაციებს; • დამატებით ავტორულ მასალას – რთულ ამოცანებს, პრაქტიკულ-ექსპერიმენტულ სავარჯიშოებსა და სწორ მეთოდოლოგიას; • ინდივიდუალურად მორგებულ სწავლებას – თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებისა და მიზნების გათვალისწინებას; • გამოცდებისადმი სრულფასოვან მზადებას – თეორიისა და პრაქტიკის გაწონასწორებულ კომბინაციას; გაკვეთილები ტარდება ონლაინ, კომფორტულ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოში. თუ გსურთ ფიზიკის სიღრმისეული, აკადემიურად გამართული და მაღალ შედეგზე ორიენტირებული სწავლება, სიამოვნებით დაგეხმარებით წარმატების მიღწევაში. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1.5 სთ (საჭიროებისამებრ), კვირაში ორჯერ.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება