რუსული ენის მასწავლებელი

პრო
რუსულ ენაში მომზადება
რუსულ ენაში მომზადება
4.9
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 13 შეფასება

1. შევასწავლი სასაუბრო რუსულს ნებისმიერ მსურველს ონლაინ 2. მოვამზადებ რუსულ ენაში სკოლის მოსწავლეებს. 3. ასევე შევასწავლი ქართულ ენას რუსულად მოსაუბრე ნებისმიერ მსურველს. მაქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ვარ მოქმედი სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მასალები, სასწავლო წიგნები, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, რათა აქტიურად მოხდეს მოსწავლის ჩართულობა. გაკვეთილი ჩატარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ შეთანხმებისამებრ (თვეში რვა ან თორმეტი გაკვეთილი).

ტელეფონი
რუსული ენის რეპეტიტორი
რუსული ენის რეპეტიტორი

გამარჯობა! მე ვარ სოფია, ფსიქოლოგიის სტუდენტი და გთავაზობთ რუსული ენის ინდივიდუალურ გაკვეთილებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის! ჩემი მიდგომის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად ვამზადებ სასწავლო მასალას. თითოეული გაკვეთილისთვის ვქმნი მოსწავლეზე მორგებულ სლაიდებსა და შემეცნებით თამაშებს, რათა ინფორმაციის ათვისება იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ საინტერესო, სახალისო და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული. ფსიქოლოგიის ცოდნა მეხმარება, გავითვალისწინო თითოეული ბავშვისა და მოზარდის სწავლის სტილი, ტემპი და საჭიროებები, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი უფრო კომფორტული და შედეგიანი ხდება. გაკვეთილები მოიცავს გრამატიკის, კითხვის, წერისა და მეტყველების განვითარებას, ასევე სასკოლო პროგრამაში დახმარებასა და რუსული ენის პრაქტიკულ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

ისწავლეთ რუსული ენა გამოცდილ მასწავლებელთან
ისწავლეთ რუსული ენა გამოცდილ მასწავლებელთან

გამარჯობა! მე მქვია ტანია, ვარ პროფესიონალი რუსული ენის რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით. ვმუშაობ ყველა ასაკისა და დონის მოსწავლეებთან. რას გთავაზობთ: სასაუბრო პრაქტიკას (სრულყოფილი და თავდაჯერებული მეტყველებისთვის) გრამატიკის გაკვეთილებს (გასაგები ახსნები და სისტემური სწავლება) კითხვისა და წერის უნარების გაძლიერებას ინდივიდუალურ პროგრამას თქვენი მიზნების მიხედვით (სწავლა, მოგზაურობა, ბიზნესი, გამოცდები ან პირადი ინტერესი) რატომ მე: მდიდარი გამოცდილება სხვადასხვა დონის სტუდენტებთან მუშაობაში მოთმინებითა და მხარდაჭერით სავსე სწავლების სტილი მოქნილი გრაფიკი — ონლაინ ან პირადად (თქვენი არჩევანის მიხედვით) თუ გსურთ რუსული ენის სწავლა ან თქვენი ცოდნის გაუმჯობესება, მომწერეთ. თქვენი სწავლა იქნება ეფექტური და საინტერესო!

რუსული ენის შესწავლა
რუსული ენის შესწავლა

რუსული ენის ინდივიდუალური გაკვეთილები. გთავაზობთ რუსული ენის ინდივიდუალურ სწავლებას როგორც ონლაინ, ასევე ჩემს მისამართზე მოსვლით. სასწავლო პროგრამა მორგებულია თქვენს მიზნებსა და დონეზე: * დაწყებითი პროგრამა * საუბრის განვითარება * გრამატიკა * ლექსიკის გამდიდრება 4 გაკვეთილის ღირრბულება— 100 ლარი 8 გაკვეთილის ღირებულება— 190 ლარი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60+ წუთი ჩემს შესახებ: გავიზარდე და განათლება მივიღე სანქტ-პეტერბურგში, ამიტომ რუსულს ვფლობ მშობლიურ დონეზე. საშუალო სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. ვარ ოჯახის ექიმი, ექიმი ენდოკრინოლოგი. მაქვს რეპეტიტორის გამოცდილება ემიგრანტებს ვასწავლიდი რუსულ ენას.