მიიღე მომსახურება? შეაფასე Azom-Dazome
აზომ-დაზომე არის პროფესიონალი, ლიცენზირებული ამზომველებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების სპეციალისტთა მეგობრული გუნდი, რომელიც ცდილობს თითოეულ კლიენტს, ფიზიკურ თუ იურიდიოლ პირს, მიაწოდოს მაღალხარისხიანი, თანამედროვე და სწრაფი აზომვითი მომსახურება. „აზომ-დაზომე“ წარმოადგენს კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფის ერთ-ერთ მიმართულებას. 2008 წლიდან დაწყებული აზომ-დაზომეს თანამშრომლებმა მრავალი პროექტი განახორციელეს აზომვებისა და მონაცემთა შეგროვების სფეროში, თუმცა „აზომ-დაზომე“ როგორც კომპანიის დამოუკიდებელი მიმართულება 2019 წლის მარტიდან არსებობს. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხის გარანტიაა. გთავაზობთ: - შიდა აზომვას: კერძო და კორპუსის ბინების, სხვენების, სარდაფების, სათავსოების, ავტოფარეხების და ა. შ. შიდა აზომვით სამუშაოებს. ოთახების ფართობისა და განლაგების დადგენას და შესაბამისი ნახაზების მომზადებას. - მიწის აზომვას და აზომვითი ნახაზის მომზადებას კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, სალეგალიზაციო, გასამიჯნი, გაერთიანებული და ა. შ. მიწების აზომვით სამუშაოებსა და შესაბამისი საკადასტრო ნახაზების მომზადებას. - გამიჯვნას, გაერთიანებას, ნახაზების დამზადებას მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების ფართის გამიჯვნისა და გაერთიანებისთვის საჭირო აზომვით სამუშაობსა და შესაბამისი საკადასტრო ნახაზების მომზადებას. - დაკვალვას ნაკვეთის კოორდინატების განსაზღვრას, კუთხეების მონიშვნას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წითელი ხაზების დადგენას ნაკვეთის პოვნის, საზღვრების დადგენის და ღობის სწორად გავლების მიზნით. - ტოპოგრაფიული გეგმას/ნახაზის მომზადებას ტოპოგრაფიული ნახაზის შესაქმნელად საჭირო საველე სამუშაოების შესრულებას და 1:500 მასშტაბის შესაბამისი რუკის მომზადებას. - ჰიდროლოგიური კვეთების აგებას ჰიდროლოგიური გრძივი და განივი კვეთების (პროფილების) ასაგებად საჭირო საველე სამუშაოების შესრულებას და შესაბამისი ნახაზების მომზადებას. - ბაღის განაშენიანების აზომვას/პროექტირებას მილიმეტრიც მნიშვნელოვანია > დაგვიკავშირდით