ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობებით დატვირთული კუთხეა, რომელიც მრავალწლიან ისტორიას კულტურას და საინტერესო ადგილებს აერთიანებს.
ქუთაისის ისტორიული მემკვიდრეობა და მიმზიდველი ბუნება ვიზიტორებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. ქალაქის ცენტრში შეხვდებით ისეთ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა: გელათის მონასტერი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, ბაგრატის ტაძარი, რომელიც ქუთაისის მთავარი სიმბოლოა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, სადაც სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა.
აქ აღმოაჩენთ პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიის ნაკრძალს, სადაც დინოზავრების ნაკვალევის ნახვაც კი შესაძლებელია და ოკაცეს კანიონს, რომელიც შთამბეჭდავი ხედებით იზიდავს სტუმრებს.
ყველა ეს მთავარი ღირსშესანიშნაობა ერთმანეთისგან დაშორებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყოველთვის მოსახერხებელი არ არის. სწორედ ამიტომ, ქუთაისის აღმოსაჩენად და დაუვიწყარი მოგზაურობისთვის მანქანის ქირაობა ქუთაისში იდეალურ გადაწყვეტად ითვლება. შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც
სპორტული ავტომობილი მძღოლთან ერთად, ასევე
ელექტრო ავტომობილი მძღოლის გარეშე.
ავტო გაქირავება ქუთაისში საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ თავისუფლად, თქვენი გრაფიკით და აღმოაჩინოთ ყველა ის ლამაზი ადგილი, რაც ამ რეგიონშია.
განვიხილოთ ის მთავარი ფაქტორები, რაც ავტო გაქირავების სერვისს მოთხოვნადს ხდის.
ხელმისაწვდომობა - პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ავტო გაქირავების სერვისები ხელმისაწვდომი და საკმაოდ ბიუჯეტურია. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მარტივად მოიძიოს მისთვის საჭირო ტიპის ავტომობილი დაუკავშირდეს განმცხადებელს და იქირაოს მანქანა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც ეკომეგობრული ელექტრომობილი, ისე მაღალი გამავლობის ჯიპი, თქვენი საჭიროებებისა და მარშრუტის მიხედვით.
გამორჩეული მოდელის მანქანები - თუ ხართ ქუთაისში მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ან ქორწილი, ბანკეტი და სხვა სადღესასწაულო დღის გამორჩეულად აღნიშვნა გსურთ, შეგიძლიათ იქირაოთ გამორჩეული მოდელის ავტომობილი, რომელსაც არ ფლობთ და საკმაოდ ბიუჯეტურად გადაადგილდეთ.
უსაფრთხო გადაადგილება - როდესაც ქირაობთ ავტომობილს ქუთაისში, თქვენ საშუალება გაქვთ იქირაოთ ის მძღოლის მომსახურებით. შესაბამისად, თუ არ გაქვთ მართვის მოწმობა ან უბრალოდ კომფორტულად მგზავრობა გსურთ, ეს სერვისი კიდევ უფრო მიმზიდველია.
გახსოვდეთ, სანამ იქირავებთ ავტომობილს, გაეცანით ყველა საჭირო წინაპირობას. კარგად შეამოწმეთ მანქანის გამართულობა, მისი ყველა ნაწილი რამდენად მწყობრშია და აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხო მგზავრობისთვის საჭირო ყველა პირობას. ნუ დაგავიწყდებათ, იკითხოთ დაზღვევის პირობების შესახებ. ანუ, რა ხდება მაშინ როცა დგება რაიმე გაუმართაობა ან ავტოსაგზაო შემთხვევა.
თუ ეძებთ ბიუჯეტურ ფასად ძალიან კარგ და გამორჩეული მოდელის ავტომობილებს ქუთაისში გაქირავებით, servisebi.ge-ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი მანქანის მოდელი და იქირაოთ ბიუჯეტურ ფასად. აქვე გაეცნობით მომხმარებლების შეფასებებს და გადაწყვეტილებას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ.
მანქანის დაქირავება შესაძლებელია, როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში:
ქუთაისში,
ბათუმში,
თბილისსა და
რუსთავში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.