სამაგისტრო უნარები (ოთხივე ნაწილი, ივლისის ჯგუფი)

პრო
მოვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში ( III-IX )
eyeნანახი
მოვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში ( III-IX )
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში მესამე-მეცხრე კლასის ჩათვლით. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,მათემატიკის ფაკულტეტზე,მეორე კურსი (გრანტი 100% მათემატიკის ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდებში 55/59). ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოვიყენებ დამატებით მასალას. გარკვეული თემების გავლის შემდეგ მოსწავლეები დაწერენ შემაჯამებელ სამუშაოებს ჩემ მიერ, მოსავლეებთან შეთანხმებით დანიშნულ არასაგაკვეთილო დღეებში. თანხა დამოკიდებულია გაკვეთილის ხანგრძლივობასა და სამეცადინო დღეების რაოდენობაზე.

ტელეფონი
უმაღლესი მომზადება მათემატიკში
eyeნანახი
უმაღლესი მომზადება მათემატიკში

გამარჯობა.სრული პასუხისმგებლობით,მოვამზადებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეებს ფიზიკაკაში.საცდელი პირველი თვე იქნება უფასო! მეცადინეობები იქნება სასკოლო და სამეცნიერო პროგრამებით.თანამედროვე აპრობირებული მეთოდებით. ფასი.: ფასი განისაზღვრება საკლასო საფეხურისა და მოსწავლის დონის მიხედვით. მასწავლებლის მოკლე დახასიათება: ი.ჯავახიშვილის სახელობის ეკონომიკა–ბიზნესის ფაკულტეტის მე4 კურსის სტუდენტი. წარჩინებული მოსწავლე მათემატიკასა და ფიზიკაში. მათემატიკის ოლიმპიადის 2 გზის გამარჯვებული კახეთის რეგიონის მაშტაბით და 2 გზის ფინალისტი საქართველოს მაშტაბით. ამჟამად ვცხოვრობ და ვსაქმიანობ ქ.ქუთაისში. დეტალებზე დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე giorgi12031996@gmail.com

სოფო გულიკაშვილი  - მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში
eyeნანახი
სოფო გულიკაშვილი - მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ ორჯერადად აცრილი ვარ გაკვეთილებს ვატარებ როგორც ონლაინ, ასევე შესაძლებელია ადგილზე ჩატარებაც. მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრებული. ასევე ვასწავლი სასწავლო ცენტრში. ვარ კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული. ვარ პუნქტუალური, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროგრამას. მეცადინეობა ითვალისწინებს მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. ფასი შეთანხმებით. შესაძლებელია როგორც ჩემთან მოსვლა, ასევე თქვენთან მოსვლაც. შესაძლებელია ზაფხულის განმავლობაშიც მეცადინეობის ჩატარება. გისურვებთ წარმატებას!

მათემატიკის მასწავლებელი არდადეგებზე
eyeნანახი
მათემატიკის მასწავლებელი არდადეგებზე

თუ გსურთ ბავშვი მოამზადოთ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, მე შემიძლია დაგეხმაროთ. ვამზადებ მე-4 დან მე-11 კლასის ჩათვლის სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, კომაროვდამთავრებული, სამწლიანი გამოცდილებით. მომზადება ხდება ინდივიდუალურად მაქსიმალური შედეგისთვის. მომზადების მიზანი იქნება განვლილ მასალაში ბავშვის სუსტი მხარეების განსაზღვრა და მათი აღმოფხვრა. მომზადება შემიძლია როგორც ონლაინ (ზუმის ფლატფორმაზე) ასევე სახლში მიღებით. ვცხოვრობ გლდანის მე2 მიკროში, მეტროდან 10წთის გზაზე. გაკვეთილი გრძელდება 1,5სთ. ბოლო ნახევარი საათი დაეთმობა ტესტებს, დამოუკიდებლად აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება

მათემატიკაში საფუძვლიანად, მაღალი ქულებისთვის მოვამზადებ აბიტურიენტებს (ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანებს). ინდივიდუალურად ან 2-3 მოსწავლეს ერთად. როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვი. ვარ რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, ვმუშაობ როგორც წარმატებულ, ასევე პრობლემურ მოსწავლეებთან. დამთავრებული მაქვს კომაროვის სახ სკოლა და MEPhI. 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია ცოდნის დონის მნიშვნელოვნად ამაღლება მათთვისაც, ვისაც სკოლაში არ ქონდა მაღალი შეფასება. სწავლის დაწყებამდე სასურველია საცდელი გაკვეთილის ჩატარება.სწავლა იქნება საინტერესო. მეტრო ვაჟა-ფშაველასთან. გიორგი