ბიოლოგიის მასწავლებელი

მომზადება ბიოლოგიაში
მომზადება ბიოლოგიაში

ვამზადებ მოსწავლეებს ბიოლოგიაში და ინგლისურენოვან AP Biology. მაქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.ახალი თემის ახსნისას ვიყენებ მრავალფეროვან მასალას. მოსწავლე მუშაობს ანალიტიკური და ლოგიკური უნარების განვითარების კუთხით. ყოველი თემის ბოლოს მოსწავლეს ტესტის საფუძველზე ეგზავნება უკუკავშირი. ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა 3-5. გაკვეთილის ხანგრძლივობა1.30 სთ. კვირაში 2 დღე: ორშაბათი-ოთხშაბათი ან სამშაბათი-ხუთშაბათი. კურსის ღირებულება ქართულენოვანი: IXკლასი 130ლ Xკლასი 150ლ XI კლასი 180ლ XII კლასი 200 ლ გაკვეთილის დრო: 16:00-17:30 ან 18:00- 19:30 სთ. მისამართი: სანზონა. ღრმა ღელის მეტროდან 10 წთ. დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით

ბიოლოგიაში მომზადება
ბიოლოგიაში მომზადება

სექტემბრიდან ვანახლებ სკოლის მოსწავლეების და აბიტურიენტების მიღებას ბიოლოგიაში როგორც სასკოლო პროგრამისთვის, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მეცადინეობებს ჩავატარებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში (2-4 მოსწავლე). ვამატებ ონლაინ გაკვეთილებს - ჯგუფში 4-7 მოსწავლე. სწავლის პროცესში შემოგთავაზებთ ვებინარებს, ილუსტრაციებს, მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხებს (ცხრილები, გრაფიკები, სქემები, სიები), იმიტირებულ ტესტებს, რაც დაგეხმარებათ გამოცდაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ლოგიკურად, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბებაში. გაკვეთილებს ჩავატარებ კვირაში 2-ჯერ, თვეში რვა გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1-1:30 სთ.

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
მომზადება ბიოლოგიაში
მომზადება ბიოლოგიაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. მაქვს აბიტურიენტების მომზადების სამწლიანი გამოცდილება. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა ვხელმძღვანელობ დამატებითი სამედიცინო ლიტერატურითა და საილუსტრაციო მასალებით (ატლასებით), რაც მოსწავლეს ეხმარება მასალის უკეთ გაგებასა და ვიზუალიზაციაში, გარდა ამისა მომავალში ისეთი საგნების უკეთ ათვისებაში, როგორებიცაა ჰისტოლოგია, ბიოქიმია, ანატომია და სხვა. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად ეგზავნება გაკვეთილის შესაბამისი პრეზენტაცია. ყოველი თემის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტირება. პრეზენტაციების ნაწილი თემების მიხედვით ატვირთულია ჩემ მიერ შექმნილ Facebook გვერდზე - "ბიოლოგია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის". აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ. ღირებულება: 200ლ სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ ღირებულება: 180 ლარი გაკვეთილის ხანგრძლივობა ცვალებადია 1.5სთ დან 2 სთ-მდე. ტერიტორიულად ვიმყოფები ნუცუბიძის მე-4 პლატოზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა