Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია
ფიზიკის მასწავლებელი/ტუტორი
ფიზიკის მასწავლებელი/ტუტორი

გამარჯობა! მე ვარ ანა, დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმმართულებით. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ფიზიკაში. თუ გსურთ, არა მხოლოდ დაძლიოთ რთული მასალა, არამედ ნამდვილად გაიგოთ და შეიყვაროთ ეს საგანი, მე დაგეხმარებით. ჩემი კვალიფიკაცია: - მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი, ეროვნულებზე ჩავაბარე ფიზიკა და მათემატიკა. - ამჟამად ასევე ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევით ასისტენტად. - ვმუშაობდი ევროპის ფიზიკის ოლიმპიადის (EuPho) ნაშრომების გამსწორებლად. პრაქტიკა: მაქვს რეპეტიტორად მუშაობის 3+ წლიანი წარმატებული გამოცდილება. რას გთავაზობთ: - სკოლის მოსწავლეების მომზადებას (საშინაო დავალებები, გამოცდები). - აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. - სტუდენტების დახმარებას საუნივერსიტეტო კურსებში (ზოგადი ფიზიკა და სხვა). ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული თქვენს მიზნებსა და ტემპზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით.

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ფიზიკაში
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ფიზიკაში

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ფიზიკაში. დამთავრებული მაქვს კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში (100%-იანი დაფინანსებით) ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე. გაკვეთილები მოიცავს: • სასკოლო პროგრამის საფუძვლიან ახსნას • თეორიული მასალის მარტივად და გასაგებად განხილვას • ამოცანების ეტაპობრივ ამოხსნას • გამოცდებისა და საკონტროლო სამუშაოებისთვის მომზადებას • ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით. [სასურველია ონლაინ]