მოვამზადებ ბავშვებს ბიოლოგიაში

ბიოლოგიის რეპეტიტორი
ბიოლოგიის რეპეტიტორი

ვამზადებ ბიოლოგიაში აბიტურიენტებს და ასევე მასწავლებლებს-მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდისთვის. ვარ 29 წლის, სკოლში მუშაობის და ბავშვების მომზადების 7 წლიანი გამოცდილებით. გაკვეთილები ტარდება ონლაინ ან დიდ დიღომში გუდვილთან. წლებია ვმუშაობ როგორც სკოლაში, ისე მოსწავლეებთან ინდივიდუალურად, და კარგად ვიცი რა სჭირდებათ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდების წარმატებულად ჩაბარებისათვის. ✔️ ჩემი სწავლების სტილი მორგებულია ეროვნულ საგამოცდო პროგრამას: ვმუშაობ იმავე სტრუქტურით, რაც გამოცდებზეა — თემების თანმიმდევრობა, სირთულის დონე, ტიპური ამოცანები თითოეული გაკვეთილი დაფუძნებულია იმ კითხვების ფორმატზე, რომელიც რეალურად ხვდება ეროვნულ გამოცდებში მუდმივად ვაკეთებ მოკლე ტესტებს, რათა მოსწავლე შეეგუოს ზუსტად იმ ფორმატს, რაც მას ელოდება ვარჩევ მხოლოდ იმ თემებს, რომელთაც გამოცდისას ყველაზე მეტი ქულის მოტანა შეუძლიათ ✔️ რას იღებს ბავშვი ამ მიდგომით: ზუსტად იცის, რაა უმნიშვნელოვანესი გამოცდებზე აღარ იბნევა დიდი მასალის წინ — იცის, სად არის აქცენტი იძენს იმ ცოდნას, რაც არა მხოლოდ გამოცდებს, უნივერსიტეტსაც გამოადგება

video icon სერტიფიკატი
ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
მომზადება ბიოლოგიაში
მომზადება ბიოლოგიაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. მაქვს აბიტურიენტების მომზადების ოთხწლიანი გამოცდილება. აგრეთვე ვამზადებ მასწავლებლებს ბიოლოგიის სასერთიფიკატო გამოცდისთვის. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა ვხელმძღვანელობ დამატებითი სამედიცინო ლიტერატურითა და საილუსტრაციო მასალებით (ატლასებით), რაც მოსწავლეს ეხმარება მასალის უკეთ გაგებასა და ვიზუალიზაციაში, გარდა ამისა მომავალში ისეთი საგნების უკეთ ათვისებაში, როგორებიცაა ჰისტოლოგია, ბიოქიმია, ანატომია და სხვა. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად ეგზავნება გაკვეთილის შესაბამისი თემატური პრეზენტაცია. ყოველი თემის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტირება, რომელიც მთლიანად მორგებულია ეროვნული გამოცდის ფორმატზე. აღნიშნული პრეზენტაციების ნაწილი თემების მიხედვით ატვირთულია ჩემ მიერ შექმნილ Facebook გვერდზე - "ბიოლოგია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის". აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ. ღირებულება: 200ლ სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ ღირებულება: 180 ლარი მოსწავლესთან შეთანხმებით, კურსის განმავლობაში, უფასოდ ჩატარდება დამატებითი გაკვეთილებიც. გაკვეთილის ხანგრძლივობა ცვალებადია 1.5სთ დან 2 სთ-მდე. ტერიტორიულად ვიმყოფები ნუცუბიძის მე-4 პლატოზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა
მოვამზადებ აბიტურიენტებს ბიოლოგიაში
მოვამზადებ აბიტურიენტებს ბიოლოგიაში

თუ ხარ აბიტურიენტი, აბარებ ბიოლოგიას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გსურს მაღალი ქულის აღება, ეს შენთვის არის. რას გთავაზობ: მეცადინეობას კვირაში 3 დღე, დღეში 1:30 საათი. სწავლებას პრეზენტაციებით და მულაჟებით, ბიოლოგიაში ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. განვლილი მასალის სისტემატიურ გამეორებას (მაღალი ქულის ასაღებად ეს აუცილებელია), ყოველი თემის შემდეგ ტესტირებას. ბოლო 3-4 თვე განმეორებასთან ერთად ეროვნულის ფორმატის ტესტირებებს. ვინ ვარ მე: თბილისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მფლობელი ბიოლოგიაში✅️. სწავლების სწორი სტრატეგიით შენ შეგიძლია მაღალი ქულის აღება!

video icon ვიდეო
ბიოლოგიის რეპეტიტორი ბიოლოგიის მასწავლებელი ბიოლოგიის შესწავლა