მიიღე მომსახურება? შეაფასე მანანა
აბიტურიენტებსა და სხვა მსურველებს, აგრეთვე ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს შეგასწავლით ფრანგულ ენას საფუძვლიანად, მოგამზადებთ DELF-ის გამოცდებისთვის. ვარ კვალიფიციური პედაგოგი, მხატვრული და სხვა ლიტერატურის მთარგმნელი, კულტურული ტურების გიდი. • ციფრული სახელმძღვანელო, სასწავლო ლიტერატურა და მხატვრული ტექსტები მოთხოვნების შესაბამისად საჩუქრად. სისტემატურად მეცადინეობის შედეგად თქვენ შეძლებთ: • წერის, კითხვის, დახვეწილი გამოთქმისა და მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას • სხვადასხვა სახის შემეცნებითი და პროფესიული ტექსტების კითხვასა და ანალიზს; შესაძლებელია სწავლა საბაზისო დონიდან A2 დონეზე - 8 თვეში; ელემენტარულიდან B1 დონეზე - 1 წელიწადში; ელემენტარულიდან B2 დონეზე - 2-3 წელიწადში. ონლაინ მეცადინეობის შემთხვევაში 45 წთ – 20 ლ.; 1 სთ. – 25 ლ.; კონსულტაცია და პირველი 30 წუთიანი მეცადინეობა უფასოდ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გრამატიკის შესწავლისა და წერილობითი სავარჯიშოების გარეშე ფრანგული ენის კარგად სწავლა შეუძლებელია, ამიტომ ნუ მთხოვთ მხოლოდ "სალაპარაკო ენის" სწავლებას.