განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

პრო

ძაღლების გასეირნება

ვასეირნებ ძაღლებს ვაკე, ვერასა და საბურთალოს ტერიტორიებზე. სითბოთი, პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით. ✅ ყოველდღიური ან რამდენიმე დღიანი სეირნობა შეთანხმებული დროით. ✅ უსაფრთხოება და ყურადღება თითოეულ ძაღლზე, გასეირნების ფასი შეთანხმებით,მაქვს ძაღლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

გავასეირნებ ძაღლებს

თუ დრო არ გაქვთ, სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, თბილისში. მაქვს გამოცდილება. საათი 15 ლარი.

ძაღლების გასეირნება

„საქართველოს კინოლოგიური აკადემია“ გთავაზობთ ძაღლების პროფესიონალური გასეირნების სერვისს. მომსახურებას ასრულებს აკადემიის სანდო და გამოცდილი წარმომადგენელი თბილისის მასშტაბით. დეტალებზე დაგვიკავშირდით.

  • გამოძახებით
ვერიფიცირებული

ცუგოების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ცუგოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და თქვენს ცუგას გავასეირნებ ყურადღებით, პასუხისმგებლობითა და დიდი სიყვარულით. გასეირნების დრო და სიხშირე შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

ძაღლების გასეირნება

ძაღლები ჩემი ცხოვრების ნაწილი არიან. თვითონაც მყავს ბეწვიანი მეგობარი, ამიტომ გასეირნება და თამაში ყოველდღიურობის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. თუ გსურთ, რომ თქვენი ძაღლი სასიამოვნოდ და ენერგიულად გაატაროს დრო სეირნობისას დიდი სიამოვნებით ვიზრუნებ მასზე.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს საბურთალოს ტერიტორიაზე, ვარ სტუდენტი და მყავს 3 ცუგო, ასე რომ მაქვს გამოცდილება. პს: სამსახურის პროტოკოლიდან გამომდინარე, შესააძლოა ვერ შევძლო თქვენს ზარზე პასუხი. შეგიძლათ, მესიჯი მომწეროთ, რომ "გსურთ ოთხფეხა მეგობრის გასერნება" და მე დაგიკავშირდებით.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს სრული პასუხისმგებლობით❤️

გამარჯობა❤️ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი და ცხოველების უზომო მოყვარული. გავასეირნებ თქვენს ცუგებს ჯიშს რათქმაუნდა მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის პრიორიტეტული არც თანხაა. მყავს უკვე 4 წელია ცუგა და მაქვს საკმაო გამოცდილება მათი მოვლის. თუ ეძებთ პასუხისმგებლიან გოგოს თქვენი ძაღლისთვის ეს განცხადება თქვენთვის არის. თანხაზე შევთანხმდებით

ცხოველების გასეირნება, დავარცხნა, ფრჩხილების და ყურების მოწესრიგება

გამარჯობა, მე ვარ ანა 20 წლის, გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, მაქვს წელიწადნახევრიანი გამოცდილება გრუმინგ სალონში, ასევე შემიძლია თქვენი ძაღლის დავარცხნა, ფრჩხილების და ყურების მოწესრიგება, სურვილისამებრ დაბანაც. დეტალებზე პირადში ვისაუბროთ, რადგან თითოეულ მომსახურებას სხვადასხვა ფასი აქვს, გთავაზობთ სრულ მოვლას თქვენი ცხოველისას, სასურველი ტერიტორია არის დიღმის მასივი, წერეთელი

ძაღლის | კატის მოვლა, დატოვება

გამარჯობა, მე ვარ ლეილა. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სანდო, მზრუნველ ადამიანთან დარჩეს. ვქმნი მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თქვენი ძაღლი|კატა თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობს. ჩემთვის მთავარი არის ყურადღება, სითბო და პასუხისმგებლობა. რას გთავაზობთ? - ძაღლის გასეირნება — 30₾-დან - კატის | ძაღლის დროებითი მოვლა/დატოვება კერძო სახლში, სადაც ცხოველი მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს — 60₾-დან ღირებულება დამოკიდებულია ბინადრის საჭიროებებზე, ხანგრძლივობაზე და ლოკაციაზე — დეტალები შეგვიძლია შევათანხმოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი ბინადარი იყოს სანდო, თბილ და პასუხისმგებლიან გარემოში — სიამოვნებით დაგეხმარებით. მომწერეთ ნებისმიერ დროს.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა! თუ არ გაქვთ საკმარისი დრო თქვენი ძაღლის სასეირნოდ, სიამოვნებით დაგეხმარებით. ძალიან მიყვარს ცხოველები, ვარ პასუხისმგებლიანი და ენერგიული. რას გთავაზობთ: • აქტიურ სეირნობას და თამაშს • თქვენი მითითებების სრულ დაცვას. • ფოტო/ვიდეო სეირნობის პროცესში.

ძაღლების გასეირნების სერვისი

???? თუ: ????გადატვირთული გრაფიკი გაქვთ ????გეზარებათ დილით გაღვიძება ????მიდიხართ სამოგზაუროდ ????ან თუნდაც მიდიხართ პაემანზე და ვერ ასეირნებთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, მაშინ მოგვმართეთ ჩვენ ???? "ჰაჩიკო" არის ახლადშექმნილი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ძაღლებისათვის შემდეგ სერვისს: ✅გასეირნება -1სთ 10 ლარი; ✅დატოვება - 1დღე 30 ლარი; ???? სერვიისის ყოველდღიური მიღების მსურველთათვის შესაძლებელია ერთთვიანი აბონიმენტის შეძენა 200 ლარად.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენ შინაურ ცხოველებს. ვარ 17 წლის, ცხოველების მოყვარული. თავადაც მყავს ძაღლი.❤️ გავასეირნებ დილით/საღამოს მდებარეობა: თბილისი. ფასი: თანხა შეთანხმებით.

გავასეირნებ თქვენს ძაღლებს

თბილისის მასშტაბით გავასეირნებ თქვენს ძაღლებს ვარ 24 წლის და ძალიან მიყვარს შინაური ცხოველები ძაღლები განსაკუთრებით. სამუშაო დღეებში დროებთან დაკავშირებით შემეხმიანეთ წინასწარ, შაბათ-კვირას ნებისმიერ დროს. 2 საათი 30 ლ

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ყოველ დღე საღამოს 9დან-10მდე. საბურთალო, ვაკე, ნაძალადევი. ერთი საათი 8 ლარი

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს ნებისმიერ ჯიშს მაქვს გამოცდილება მეთვითონ მყავს ორი უსაყვარლესი ძაღლი ძალიან მიყვარს ცხოველები და ასევე შემიძლია სხვადასხვა ბრძანებეის სწავლება

ძაღლის გასეირნების სერვისი

✨️ეს განცხადება თქვენთვისაა, თუ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის გასეირნებას! მე გთავაზობთ ცხოველებთან ურთიერთობის 5 წლიანი გამოცდილება გამსეირნებლად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილებას ფოტო და ვიდეო მასალებს სეირნობის განმავლობაში ტერიტორიები : ნუცუბიძის პლატოები, ნუცუბიძის ქუჩა, ვაჟას მიმდებარე ტერიტორიები. დეტალებისთვის დამირეკეთ ნომერზე

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ვარ პასუხისმგებლიანი და ძალიან მიყვარს ცხოველები. ვიზრუნებ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე. დროსა და ფასზე შევთანხმდეთ.

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ თქვენ ოთხფეხა მეგობარს სანზონისა და დიღმის მასივის ტერიტორიებზე.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ძაღლებს თბილისში. Ნებისმიერ უბანში. ფასი 1 საათი 10 ლარი. დღეში 3 საათი 25 ლარი.

გავასეირნებ ძაღლებს

გავასეირნებ ძაღლებს ვაკე, ვერას და საბურთალოს ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და განსაკუთრებით ძაღლები, მე თვითონ მყავს სამი ძაღლი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ძაღლებთან კარგი ურთიერთობა შემიძლია. ვარ პასუხისმგებლიანი, მეგობრული და მზრუნველი.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა! ვარ ცხოვრლების მოყვარული გოგონა, შემიძლია გავასეირნო თქვენი ოთხფეხა მეგობარი სასურველ ფასად. ადგილმდებარეობა გლდანი ა მიკრო-2 მიკრო დღები პარასკევი,შაბათი,კვირა ვარ გამოცდილი

ვასეირნებ ძაღლებს

თუ დრო არ გაქვს თქვენი პატარა მეგობრის გასასეირნებლად, შემიძლია თქვენს სასურველ დროს მოვიდე და გავასეირნო თქვენს მაგივრად.

გავასერინებ ძაღლებს

გავასეირნებ ძაღლებს. სასურველია ვარკეთილის ტერიტორიაზე. ვარ 16 წლის. ძალიან მიყვარს ძაღლები და მაქვს გამკცდილებაც.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს საშუალო ტანის ან პატარა ოთხფეხა მეგობარს საბურთალოს ტერიტორიაზე. მყავს კოკესპანიელი და, შესაბამისად, მაქვს გამოცდილება. ფასი შეთანხმებით, ყოველდღე ერთი საათით.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს

გამარჯობა, გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით და სიყვარულით მოვუვლი. გთავაზობთ ხარისხიან უსაფრთხო და ენერგიულ დროს გარეთ, რაშიც შედის: ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ძაღლთან, უსაფრთხო მარშრუტები და მუდმივი კონტროლი, წყლის მიწოდება და ჰიგიენური ზრუნვა, ფოტო და ვიდეო ანგარიშება ყოველი გასეირნების შემდეგ. ასევე მოკლე ანგარიში როგორ გაატარა დრო. ყურადღებას ვაქცევ ძაღლის ხასიათს, ასაკს და საჭიროებებს შესაბამისად ჩემთან თქვენი ოთხფეხა მეგობარი არა მხოლოდ გაისეირნებს, არამედ მიიღებს ყურადღებას ზრუნვას და დადებით ემოციებს.

გასეირნება

მოგესალმებით მე ვარ გვანცა გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს დილით საღამოს ვარ დიასახლისი დროებით უმუშევარი ძალიან მიყვარს ცხოველებთან ურთიერთობა მყავს კატა 6 თვის. 15 20 ლ ფასზე შევთანხმდებით...

სიამოვნებით გავასეიენებ თქვწნს ოთხფეხა მეგობრებს

კვირაში 5 დღე გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს დიდი დიღმის ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და კარგად ვეწყობი მათ. ვარ დაუზარელი და მაქვს ცხოველების მოვლის დიდი გამოცდილება.

გავასეირნებ ძაღლებს - საბურთალო

მოგესალმებით, თუ თქვენ არ გაქვთ დრო, ყოველდღე თქვენი ძაღლი ასეირნოთ, არ იდარდოთ, მე შემიძლია მისი გასეირნება. სურვილის შემთხვევაში, უბრალოდ, დამიკავშირდით. ვცხოვრობ საბურთალოზე

ძაღლების დროა "It's Time For Dogs"

ძაღლების სასტუმრო თქვენი ძაღლი რჩება ექიმის სახლში. იკვებება თქვენი გრაფიკით. სეირნობს დღეში ორჯერ (1 საათით) ძაღლის გასეირნება თქვენს ოთხფეხა მეგობარს გაასეირნებენ ენერგიული ახალგაზრდები, ძაღლი დაიტვირთება ჯიშის მიხედვით. ძაღლის გაწვრთნა ძაღლი სწავლობს ელემენტარულ ბრძანებებს და წესრიგს. ფოტო გადაღება ახალი სერვისი - თქვენი ოთხფეხა მეგობრების ფოტოგადაღება. ხანგრძლივობა - 1 საათი. ფოტოებს თქვენით აარჩევთ, ჩვენ კი - დავამუშავებთ და დაგიბეჭდავთ/გამოგიგზავნით.

ძაღლების გასეირნება, მოვლა, დავარცხნა.

ახალი ფილიალი , ანუ პატარა სასტუმრო ვარკეთილის ტერიტორიაზე გავხსენით ასე, რომ თუ გსურთ დასვენება და პატარა 4 ფეხა მეგობრის დატოვება, დაბანა, დავარცხნა დაგვიკავშირდით ნომრებზე : ********* 597 51 01 61

ძაღლს გავასეირნებ

გავასეირნებ ნებისმიერ ჯიშის ძაღლს. მე მყავს ძაღლი 4წელია. ძაღლებთან ურთიერთობა კარგად გამომდის! დეტალებზე დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე

ოთხფეხა მეგობრის გასეირნება

გავასეირნებ ოთხფეხა მეგობრებს საბურთალოს ტერიტორიაზე. შემიძლია გავიყვანო იპოდრომზე ან ახლო მდებარე სტადიონზე, ვარბენინო და მუსიკა მოვასმენინო.❤️

ძაღლების გასეირნება

ძაღლების გასეირნება თბილისის ნებისმიერ უბანში. ფასი შეთანხმებით, დამოკიდებულია ლოკაციაზე და ძაღლის ჯიშზე. შეთანხმება შესაძლებელია იმავე დღეს მინიმუმ 3 საათით ადრე.

ძაღლების გასეირნება

გამარჯობა! გავასეირნებ თვენს ოთხფეხა მეგობარს ერთი საათით ყოველდღე შაბათ კვირის გარდა (თბილისი)

ძაღლების გასეირნება

გთავაზობთ ძაღლის გასეირნებას. ლოკაცია: საბურთალო, რუსთაველი, მარჯანიშვილი. დაკავებული ხარ და ვერ ასწრებ შენი ოთხფეხა მეგობრის გასეირნებას? მე ვიზრუნებ მასზე სიყვარულითა და პასუხისმგებლობით. - გასეირნება 30 წუთიდან 1 საათამდე; - ყოველი გასეირნების შემდეგ — ფოტო ან ვიდეო პატრონისთვის; - სიფრთხილე, მოთმინება და ზრუნვა გარანტირებული; ფასი! ძაღლის ზომის და მდებარეობის მიხედვით დაგიკავშირდი და ერთად დავგეგმოთ გასეირნების დრო! ფასი შეთანხმებით.

შინაური ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ ძაღლს თქვენთის სასურველი დროით ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიებზე. (თანხა შეთანხმებით) მაქვს გამოცდილება,მყავს გაზრდილ-გაწრვთნილი შინაური ცხოველები. ვარ 16 წლის.

ძაღლის გასეირნება საბურთალოზე, 1სთ 10ლ. 2სთ 15ლ

გასეირნება უმთავრესი გართობაა შინაური ბინადარის ცხოვრებაში. სამყაროში, რომელიც სავსეა მრავალი სურნელით, ხმით და ახალი მეგობრებით, სადაც მას აქვს საშუალება ირბინოს, მოითელოს და იურთიერთობოს სხვა ცხოველებთან.

ძაღლების გასეირნება.

თქვენ უკვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ დილის 11:00-დან საღამოს 19:00 საათამდე და შეარჩიოთ თქვენი ძაღლისთვის სასურველი გასეირნების პაკეტი.

ძაღლების გასეირნება!!

გავასეირნებ ძაღლებს სანზონისა და უნივერსიტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეში ერთი ან ორი საათი. ერთი საათის ფასი 15 ლარი, ორი საათის-25. შემიძლია გავასეირნო დილით ან საღამოს. ვარ 18 წლის, მზრუნველი, პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი. ძალიან მიყვარს ცხოველები და მათთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. შეთანხმების მიხედვით შემიძლია გავასეირნო დილით ან საღამოს

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს. მაქვს ცხოველებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გავასეირნებ ძაღლებს

მოგესალმებით მაქვს გამოცდილება დამჭირდება დამატებით ანაზღაურება გადავწყვიტე იქ სადაც თავს კარგად ვგრძნობ ზუსტად ამ საქმით დავკავდე

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ ტერიტორიაზე

გავასეირნებ / დავიტოვებ ძაღლს

ვარ მოყვარული კინოლოგი. მაქვს ძაღლის აღზრდისა და მოვლის 6 წლიანი გამოცდილება. დავიტოვებ ნებისმიერი ჯიშის ძაღლს. მეტისი - 550ლარი, სუფთა სისხლის - 650ლარი. გასეირნება: 15 ლარი საათი/ საათ-ნახევარი

ძაღლების გასეირნება

ძაღლების გასეირნების სერვისი თუ გჭირდებათ, რომ თქვენი ძაღლი ყოველდღიურად გაისეირნოს, მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ! მე ვარ ნანუკა 17 წლის და მესაჭიროება სამსახური.ვიცი ძნელია თქვენი ოთხფეხა მეგობრები უცხო ადამაინს ანდოთ მაგრამ მერწმუნეთ მათ სანდო ადამაინი ეყოლება გვერდში. რა შემიძლია შემოგთავაზოთ: • ძაღლების გასეირნება ყოველდღე ან შეთანხმებით. • უსაფრთხო და სასიამოვნო გასეირნება თქვენს მიერ არჩეულ მარშრუტზე. • ცხოველის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება. • თამაშისა და ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფა. რატომ უნდა მენდოთ: • მაქვს ძაღლებთან მუშაობის გამოცდილება. • პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი ვარ. • მიყვარს ცხოველები და ვზრუნავ მათ კეთილდღეობაზე. გრაფიკი: შეთანხმებით ადგილმდებარეობა: თბილისი ფასი: შეთანხმებით შევუქმნათ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ბედნიერი და აქტიური დღე!

ძაღლის გასეირნება

ვარ 18 წლის. ვცხოვრობ ნუცუბიძის პლატოზე. მიყვარს ძაღლები და გავასეირნებ მათ, დიდი სიამოვნებით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. 1 საათი - 20 ლარი. ❤️

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ნებისმიერი ჯიშის ძაღლს ან ნებისმიერ სხვა ცხოველს თბილისის მასშტაბით. მაქვს 19 წლიანი გამოცდილება. ვარ მოწესრიგებული და პასუხისმგებელი. გასეირნება როგორც დილა-საღამოს ასევე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შაბათ-კვირის ჩათვლით. დეტალებზე დამიკავშირდით.

ძაღლის და კატის გასეირნება

ვარ აქტიური ცხოვრების მოყვარული, დაკავებული ვარ სპორტით, ძალიან მიყვარს ცხოველები, შემოგთავაზებთ მზრუნველობის უმაღლეს ხარისხს!

გავასეირნებ ცუგოებს

ვარ ენერგიული, სიარულის მოყვარული. ამავე დროს, ძალიან მიყვარს ძაღლები. მყავს 3 ძაღლი, შესაბამისად, მაქვს გამოცდილება.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

თუ თქვენ გყავთ სახლში ოთხფეხა მეგობარი მაგრამ სამწუხაროდ ვერ ასწრებთ მის დროულ გასეირნებას, ან ის საკმარის დროს ვერ ატარებს ეზოში. მაშინ მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.