Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

აღწერა

🎯 გინდა, ქართულში მომზადებამ რეალურ შედეგამდე მიგიყვანოს? ვიღებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად. ვარ ქართული ენის ფილოლოგი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი და უფროსი მასწავლებელი. მე-6 წელია აბიტურიენტებთან ვმუშაობ და ამ პერიოდში არც ერთი ჩემი მოსწავლე არ ჩაჭრილა ეროვნულ გამოცდაზე. გაკვეთილები იქნება პრაქტიკასა და შედეგზე ორიენტირებული: 📖 ტექსტის გააზრება და ანალიზი ✍️ თხზულების წერა და არგუმენტირება 📝 გრამატიკა 🎯 საგამოცდო სტრატეგიები ყოველ თვე მოსწავლეს ექნება ეროვნული გამოცდის ფორმატის ტესტი, რათა მუდმივად ვაკონტროლოთ პროგრესი და დროულად გამოვასწოროთ სუსტი მხარეები. თუ გინდა, რომ შენი შრომა შედეგში აისახოს — დავიწყოთ ერთად! გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 3 მოსწავლე. 📍 ვარკეთილი | 💻 შესაძლებელია ონლაინ სწავლაც.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
სააბიტურო პროგრამა
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ ოფლაინ ჯგუფური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
10:00 - 22:00

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, ვარკეთილი, ზემო პლატო

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, ცისფერი სურათი
10₾
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, ცისფერი
ცომისთვის დასაფენი ხალიჩა - სილიკონის მასალა, ზომების მონიშნული ნიშნულებით სურათი
20₾
ცომისთვის დასაფენი ხალიჩა - სილიკონის მასალა, ზომების მონიშნული ნიშნულებით
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი სურათი
11₾
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი
ფეხსაცმლის სარეცხი ბადე - იცავს დაზიანებისა და დეფორმაციისგან, კომფორტული და გამძლე სურათი
11₾
ფეხსაცმლის სარეცხი ბადე - იცავს დაზიანებისა და დეფორმაციისგან, კომფორტული და გამძლე
საპურე კონტეინერი - პლასტმასის ეკომეგობრული დიზაინი ჰერმეტული დახურვით სურათი
35₾
საპურე კონტეინერი - პლასტმასის ეკომეგობრული დიზაინი ჰერმეტული დახურვით
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ყვითელი სურათი
10₾
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ყვითელი
სამზარეულოს ხელსაწყოების ნაკრები - სილიკონის ზედაპირი და ბამბუკის ტარი, 3-ცალიანი კომპლექტი სურათი
19₾
სამზარეულოს ხელსაწყოების ნაკრები - სილიკონის ზედაპირი და ბამბუკის ტარი, 3-ცალიანი კომპლექტი
ჭიქა ელექტრო სადგამით სურათი
40₾
ჭიქა ელექტრო სადგამით
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი • 3 სხვადასხვა ფორმის საჭრელი • ყვითელი სურათი
8₾
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი • 3 სხვადასხვა ფორმის საჭრელი • ყვითელი
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით სურათი
21₾
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით
კარტოფილის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა და ერგონომიული ტარი სურათი
9₾
კარტოფილის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა და ერგონომიული ტარი
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, ცისფერი სურათი
11₾
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, ცისფერი
მეტალის თერმოსი ARSHIA BF133 2491 800ML 26104 სურათი
48₾
მეტალის თერმოსი ARSHIA BF133 2491 800ML 26104
ქვაბის საწური - პრაქტიკული, მოსახერხებელი და გამძლე გამოყენებისთვის სურათი
8₾
ქვაბის საწური - პრაქტიკული, მოსახერხებელი და გამძლე გამოყენებისთვის
მოწნული კალათა - პურისა და ფუნთუშებისთვის, ესთეტიკური და პრაქტიკული დიზაინით სურათი
14₾
მოწნული კალათა - პურისა და ფუნთუშებისთვის, ესთეტიკური და პრაქტიკული დიზაინით
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ღია ვარდისფერი სურათი
10₾
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ღია ვარდისფერი
მეტალის თერმოსი ARSHIA BF145 2487 1800ML 26098 სურათი
64₾ 71₾
მეტალის თერმოსი ARSHIA BF145 2487 1800ML 26098
პატარა კექსების საცხობი ფორმა - არაწებვადი ზედაპირი, 12-უჯრიანი დიზაინი სურათი
24.2₾
პატარა კექსების საცხობი ფორმა - არაწებვადი ზედაპირი, 12-უჯრიანი დიზაინი
თერმოსი ფერადი სურათი
15₾ 19₾
თერმოსი ფერადი
ფრის საჭრელი აპარატი სურათი
45₾ 50₾
ფრის საჭრელი აპარატი
უჟანგავი რკინის სახეხი - მრავალფუნქციური, კომფორტული და გამძლე სურათი
7₾
უჟანგავი რკინის სახეხი - მრავალფუნქციური, კომფორტული და გამძლე
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, მწვანე სურათი
10₾
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით, მწვანე
ყინულის მრგვალი ფორმები - წყალგაუმტარი დიზაინი, მარტივი გამოყენებისთვის სურათი
15₾
ყინულის მრგვალი ფორმები - წყალგაუმტარი დიზაინი, მარტივი გამოყენებისთვის
საცვლების სარეცხი ბადე • იცავს დეფორმაციისგან • კომფორტული და გამძლე სურათი
12₾
საცვლების სარეცხი ბადე • იცავს დეფორმაციისგან • კომფორტული და გამძლე
მსგავსი განცხადებები
პრემიუმი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
pin თბილისი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვიწყებ სექტემბრიდან აბიტურიენტების მიღებას,ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ! სწავლის პროცესი წარიმართება უახლესი მეთოდებით,საფუძვლიანად შეისწავლით გრამატიკის იმ ნაწილს,რომელიც აუცილებელია ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.ლიტერატურული ნაწილის სრული კურსს გაივლით პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით,ხოლო რაც შეეხება თხზულების წერას(რომელიც ყველას უჭირს),ძალიან მარტივად შეგასწავლით,ამომწურავად,დეტალურად!წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალ აბიტურიენტს..

profile avatar
სალომე
star icon 5.0 (2)
პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთლები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. ( შესაძლებელია ონლაინ ფორმატით). • ჩემთვის პრიორიტეტია, სწავლის პროცესი იყოს საინტერესო და მოტივაციის მომცემი. გაკვეთილები სრულად ერგება მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპს. მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ინტერაქციული აქტივობებით თითოეული შეხვედრა მარტივად, ნაყოფიერად და ხალისით მიმდინარეობს. • ჩემ შესახებ: ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მინიჭებული მაქვს ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი (minor) პროგრამა. ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ვარ მოქმედი მასწავლებელი.

verify badge პრო
 ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესიულ სწავლებას სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე მსმენელებისთვის. ინდივიდუალური გაკვეთილები ტარდება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. სწავლება განკუთვნილია: ✅ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის; ✅ აბიტურიენტებისთვის – ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება; ✅ ქართული ენის შემსწავლელი ინგლისურენოვანი მოსწავლეებისა და ზრდასრულებისთვის; ✅ სასკოლო პროგრამის გავლა, აკადემიური წერისა და გრამატიკის გაძლიერება; მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. - ფილოლოგიის დოქტორი - უფროსი მასწავლებელი - კერძო რეპეტიტორი სწავლების მეთოდოლოგია: ✅ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით; ✅ მდიდარ პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება. მისაღები ადგილი: ვაკე – საბურთალო (გაითვალისწინეთ, რომ პირისპირი /ოფლაინ გაკვეთილები ტარდება მოსწავლისთვის შეთანხმებულ ადგილზე (მაგ., სახლში ან სხვა შეთანხმებულ სივრცეში) და არა მასწავლებლის საცხოვრებელ მისამართზე). ონლაინ გაკვეთილები – მთელი საქართველოდან და საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისთვის. დეტალური ინფორმაციისა და ჩაწერისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

certificate icon 4
პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

? მზადება 2026-2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის! ვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში - თანამედროვე მეთოდოლოგიის, უახლესი სასწავლო რესურსებისა და ეროვნული გამოცდების პროგრამის შესაბამისად. ? სასწავლო პროცესი მოიცავს: • კვირაში 2 მეცადინეობას; • ხანგრძლივობა - 1 სთ. 30 წთ. - 2 სთ.; • ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობას - მაქს. 4-5მოსწავლე; • ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს; • ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამის სისტემურ შესწავლას; • პრაქტიკულ მუშაობას საგამოცდო დავალებებზე, ტექსტებსა და წერით სამუშაოებზე; • ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს. ? მეცადინეობის ადგილები: • თავისუფლების მოედანი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია; • მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან; • ? ონლაინ მეცადინეობები - დისტანციური სწავლების მსურველთათვის. ? ჩემ შესახებ: • ქართული ფილოლოგიის მაგისტრი; • უფროსი მასწავლებელი; • სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; • კერძო მოსწავლეებთან/აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ?მიზანი - არა მხოლოდ პროგრამული მასალის ათვისება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და საგამოცდო დავალებების თავდაჯერებულად შესრულება. ? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით. ? დამატებითი ინფორმაციისთვის: მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით:

certificate icon 2
პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად. გაკვეთილს გავუძღვები სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი - თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით. მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული 4 სასერტიფიკაციო გამოცდა: 1. ქართული ენა I-VI; 2. ქართული ენა VII-XII; 3. პროფესიული უნარები; 4. ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები და სხვ.). გაკვეთილის ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის); პირველი საცდელი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გამოცდამდე, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში დამატებითი ორი გაკვეთილი ჩატარდება ანაზღაურების გარეშე. გისურვებთ წარმატებებს!

certificate icon 1
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

Მოგესალმებით! მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-XIკლასი). ონლაინ, კვირაში 2-ჯერ. ფასი შეთანხმებით. ✅ ვარ მოქმედი მასწავლებელი; ✅ დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატი. 2019-2023წწ; ✅ გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების (minor) 60-კრედიტიანი პროგრამა. (თსუ-ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი) 2021/2023წწ; ✅ ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XIIკლასი); ✅ პედაგოგიური პრაქტიკა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XIIკლასი) გავიარე @სსიპ ქ.თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში, შეფასება 100/100; ✅ მაქვს, როგორც სკოლაში მუშაობის, ასევე კერძო რეპეტიტორობის გამოცდილება. ვარ მოქმედი მასწავლებელი; გისურვებთ წარმატებას!

ქართული ენის მასწავლებელი
ქართული ენის მასწავლებელი

მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში: - მაღალი კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს (VII-XII) - ასევე დაწყებითი კლასის (V-VI კლასი) მოსწავლეებს. როგორ ტარდება გაკვეთილი: გაკვეთილი ჩატარდება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით. ხანგრძლივობა: 1 საათი აბიტურიენტებისთვის: 1 საათ-ნახევარი ფასი: 20-25 ₾, შეთანხმებით სასწავლო პროცესის სტრუქტურა: 1. ვმუშაობ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 2. ვიყენებ თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდებს. 3. ვატარებ ენობრივ, სახალისო აქტივობებს, რათა მოსწავლემ გაიუმჯობესოს ქართული ენის ფონემატური სმენა. 4. აბიტურიენტებთან ვამუშავებ ეროვნული გამოცდის ამოცანებსა და ტესტის ფორმატს. სწავლების შედეგად მოსწავლე: 1. ჩააბარებს გამოცდას წარმატებით და მაღალ ქულაზე. 2. გააუმჯობესებს ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარს. 3. შეძლებს აზრის ზუსტად გადმოცემას წერილობით და ზეპირად. 4. განივითარებს ინტერესს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მადლობა ნდობისთვის! ჩემ შესახებ: წარმატებით ჩავაბარე საგნის კომპეტენციის გამოცდა. გავიარე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა. პირველი პედაგოგიური გამოცდილება მივიღე საგურამოს სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე დაწყებითების პედაგოგად. მასწავლებლობის პერიოდში ვსწავლობდი ალტერნატიულ პედაგოგიურ მიდგომებს, ვესწრებოდი მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რაც მეხმარება მოსწავლესთან ინდივიდუალურად და მოტივირებულად მუშაობაში.

მომზადება ქართულში
მომზადება ქართულში

8 წელია ვასწავლი თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას. მაქვს კერძო მოსწავლეებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილებზე ვმუშაობთ: • ქართული ენის გრამატიკასა და მართლწერაზე • ტექსტის გააზრებასა და ანალიზზე • ლიტერატურული ნაწარმოებების სიღრმისეულ განხილვაზე • ზოგად წერით უნარებსა და ესეს წერაზე • მოსწავლის კონკრეტულ სირთულეებსა და ცოდნის ხარვეზებზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლემ არ ისწავლოს მხოლოდ „სწორი პასუხის“ პოვნა. მინდა, მას ჰქონდეს საკუთარი აზრი, შეეძლოს ტექსტის გააზრება, კითხვების დასმა, მსჯელობა და საკუთარი პოზიციის დაცვა. ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი მაშინ გამოდის, როდესაც მოსწავლე მხოლოდ მასწავლებელს კი არ უსმენს, არამედ თავადაც იწყებს ფიქრს. პროფესიულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა — მათ შორის, როგორ მივუდგე განსხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, როგორ შევქმნა სწავლისათვის შესაფერისი გარემო და როგორ დავაინტერესო მოსწავლე შესასწავლი საგნით.