სკოლის მოსწავლეების მომზადება საგნებში

პრო
მომზადება სამაგისტრო უნარებში (ოთხივე ნაწილი)
მომზადება სამაგისტრო უნარებში (ოთხივე ნაწილი)
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

დ ე ტ ა ლ ე ბ ი: * მეცადინეობის დაწყების თარიღი - 12 იანვარი, 2026 * გაკვეთილების რაოდენობა - კვირაში ოთხჯერ: ორშაბათი - წაკითხულის გააზრება სამშაბათი - ანალიტიკური წერა ოთხშაბათი - ლოგიკური მსჯელობა ხუთშაბათი - რაოდენობრივი მსჯელობა * გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი * დრო: 21:00 - 22:00 * ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მაქსიმუმ 6 * ფორმატი: ონლაინ ("ზუმის" პლატფორმა) * ღირებულება: 200 ლარი ჩ ე მ შ ე ს ა ხ ე ბ: ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი, ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. თავდაპირველად ვსწავლობდი ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ჩაბარებლი მაქვს უმაღლესი მათემატიკაც, მაგრამ ლიტერატურისადმი გამძაფრებული ინტერესის გამო მეოთხე კურზე შევწყვიტე სწავლა და თავიდან ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები. ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), ქართულ ფილოლოგიაზე, 100%-იანი დაფინანსებით და სწავლების ორივე საფეხური (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) დავამთავრე წითელ დიპლომზე. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. სამაგისტრო უნარებში ვამზადებ 2016 წლიდან (ოთხივე ნაწილში). ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი შემდეგი გამოცდები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) 2. ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) 3. მათემატიკა (I-VI) P.S. სურვილის შემთხვევაში შემიძლია მეილზე გამოგიგზავნოთ მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

სამაგისტრო ნაშრომები
ტელეფონი