პრო
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 3 წლიანი გამოცდილება, რის განმავლობაშიც წარმატებული შედეგი მივიღეთ არაერთი კლასის, სკოლის, მათ შორის IB პროგრამისა და კომაროვის მოსწავლესთან, ასევე კომაროვის მისაღები გამოცდების მოსწავლეებთან კომაროვის მასალთ(4,5,6 კლასი). სწავლის პროცესი არის მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო და სახალისო. ვატარებ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. დანარჩენი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე

ტელეფონი
verify badge პრო
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამის საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მათემატიკაში IB DP (International Diploma Program) , IGCSE (International General Certificate of Secondary Education), SAT( Scholastic Assessment Test), EJU (Examination for Japanese University Admission for International Students), Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) სტუდენტებისთვის კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები, GRE Advanced Physics Test, GRE Mathematics Subject Test მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე

video icon სერტიფიკატი
მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა მომზადება მათემატიკაში
ტელეფონი
პრო
მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

გამარჯობა, მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში ონლაინ. მაქვს დამთავრებული კომაროვის საჯარო სკოლა მედალზე, ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით და მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის 3 წლიანი გამოცდილება. რა პლიუსები აქვს ჩემთან მომზადებას: 1. ვარ ძალიან მეგობრული; 2. ჩემი მათემატიკის სიყვარული და ახნის მეთოდიკა ეხმარება მოსწავლეებს საგნის შეყვარებაში და უკეთესად გაგებაში; 3. სკოლის მასალასთან ერთად, მოსწავლეებს ვუვითარებ ლოგიკურად აზროვნების უნარს სხვადასხვა საინტერესო ამოცანებით; დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე. მადლობა!

ტელეფონი
verify badge პრო
მათემატიკის შესწავლა
მათემატიკის შესწავლა

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვასწავლი როგორც სკოლის მასალას, ასევე სააბიტურიენტო და უმაღლეს მათემატიკას(კალკულუსი, წრფივი ალგებრა, დისკრეტული მათემატიკა) ინდივიდუალურად ონლაინ. ვარ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ კომპიუტერულ მეცნიერებაზე 100% დაფინანსებით, ვარ მესამე კურსზე. ასევე საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ვარ 200 საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენთაგანი. დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და მაქვს მათემატიკის სწავლების 2 წლიანი გამოცდილება.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მომზადება მათემატიკაში
ტელეფონი
პრო
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability). ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

ტელეფონი
პრო
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

დაიწყეთ მათემატიკური და სამეცნიერო აღმოჩენების ოდისეა დინამიურ დამრიგებელთან, სამედიცინო სტუდენტთან ერთად, რომელსაც აქვს დაუოკებელი სწრაფვა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში ახალგაზრდა გონების გაღვივებისთვის. გაათავისუფლეთ სწავლის ძალა ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში, ჩემი სწავლების ფილოსოფია სცილდება ჩვეულებრივს, სადაც ყოველი სესია არის მოგზაურობა აკადემიური სრულყოფილებისკენ. შემომიერთდით ამ საგანმანათლებლო მოგზაურობაში, სადაც მედიცინის ბრწყინვალება ხვდება რიცხვების სიზუსტეს, აერთიანებს სამედიცინო მეცნიერებების სიზუსტეს რიცხვების მაგიას. როგორც გამოცდილი მეგზური, ვიყენებ შემოქმედებით მეთოდოლოგიებს, გარდაქმნის რთულ ცნებებს სიბრძნის მოსანელებელ ნაკრებებად, რომელიც მორგებულია ახალგაზრდა გონების ცოდნასა და ცნობისმოყვარეობას. მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ რიცხვებისა და სამეცნიერო საოცრებების მომხიბლავ სამყაროს. აღმოჩენების მომავალი და მე აქ ვარ, რათა გზა გავუკვალო! მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში 12 კლასის ჩათვლით და ასევე ფიზიკაში როგორც მოსწავლეებს, ასევე აბიტურიენტებს. ვარ თბილისი საელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, ყველა მოსწავლისთვის ვქმნი შესაბამისი პროგრამას და ვცდილობ ინდივიდუალური მიდგომის გზით შედარებით მარტივი და საინტერესო გავხადო გაკვეთილები. მომზადების ფასი დამოკიდებულია კლასსა და მეცადინეობის ხანგრძლივობაზე

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში
ტელეფონი
verify badge პრო
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მაქვს სწავლების 15 წლიანი გამოცდილება, მოსწავლეებზე მორგებული, თანამედროვე სწავლების მეთოდებით. სკოლის მოსწავლეებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 3 გაკვეთილი (გაკვეთილების რაოდენობა იზრდება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, თუმცა გაკვეთილების რაოდენობის ზრდა ფასზე გავლენას არ ახდენს). აბიტურიენტებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 4 გაკვეთილი ( საჭიროების შემთხვევაში 5-6 გაკვეთილი, ხოლო გამოცდებამდე 1 თვით ადრე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. გაკვეთილების რაოდენობის ზრდა არ იწვევს ფასის ცვლილებას). ლოკაცია: გლდანი / ლოკაცია მარტივად მოსაგნებია, რადგან მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან 50 მეტრში, გზის პირას. სკოლის მოსწავლეებისათვის (მეთერთმეტე კლასის ჩათვლით) გაკვეთილების თვიური ღირებულებაა 90-110 ლარი, ხოლო აბიტურიენტთათვის 160 ლარი. დეტალებისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

ტელეფონი
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება

ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი, მოვამზადებ აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს ( მე-7 კლასიდან ზევით) მათემატიკაში. მისამართი: ს.ჩიქოვანის (ხილიანის) ქუჩა, მიმდებარედ შესაძლებელია სახლში მისვლაც. ფასი შეთანხმებით

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკა ალგებრა გეომეტრია მათემატიკის სწავლა მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში algebra geometria matematikis swavla matematikis sheswavla matematikis maswavlebeli matematikis repetitori momzadeba matematikashi ინდივიდუალური ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში მომზადება მათემატიკაში უნარებში რეპეტიტორი მოვამზადებ მათემატკაში მათემატიკა მომზადება უმაღლესი მათემატიკა მათემატიკაში მომზადება მათემატიკის პედაგოგი მეცადინეობა მათემატიკაში მათემაკის რეპეტიტორი მათემატიკაში მოვამზადებ მათემატიკაში მათემატიკა ბიზნესისთვის მათემატიკა ეკონომიკისთვის ვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში ლოგიკა უნარები მათემატიკა აბიტურიენტის მომზადება მათემატიკაში ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში მათმატიკა მათემატ მატემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის მოყვარულთათვის მოვამზადებ მათემატიკაში და ფიზიკაში ვასწავლი მათემატიკას მათემატიკის გამოცდა მოვამზადებ ბავშვებს მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში, როგორც სკოლის მათემატიკაში ასევე კალკულუსში. ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის, ფიზიკის პროგრამის, მესამე კურსის სტუდენტი. კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება სწავლების შემდეგი მეთოდები: • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება • ვერბალური მეთოდი გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, Google Meets-ის პლატფორმაზე. ახსნის სტილი იქნება მოსწავლეზე მორგებული. სკოლის მასალის გარდა გამოვიყენებ დამატებით მასალას. გაკვეთილის ხანგძლივობა და ინტენსივობა დამოკიდებულია მოსწავლის სურვილზე, რაზეც შევთანხმდებით. დანარჩენი დეტალებისთვის დამიკავშირდით.

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე
მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე

ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოვხვდი ტოპ 100 აბიტურიენტს შორის. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება სკოლის დონის მასწავლებლობაში და 2 წელი – უმაღლესი მათემატიკის (კალკულუსი) სწავლებაში. ✅ მოვამზადებ: სკოლის მოსწავლეებს – პროგრამის საფუძვლიან შესწავლაში მე-11 კლასელებსა და აბიტურიენტებს – ეროვნული გამოცდებისთვის სტუდენტებს – კალკულუსსა და სხვა სასწავლო კურსებში გაკვეთილები მხოლოდ ონლაინ, გამონაკლისების გარდა. გაკვეთილის ხანგრძლივობა და საფასური ინდივიდუალურად განისაზღვრება.

მათემატიკის რეპეტიტორი მათემატიკის შესწავლა მათემატიკის მასწავლებელი მომზადება მათემატიკაში
მათემატიკის გაკვეთილები
მათემატიკის გაკვეთილები

ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში (MACS) მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ინჟინერიის ფაკულტეტზე. დავამთავრე კომაროვი. ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს - მათემატიკაში. სურვილისამებრ, ვამეცადინებ აკადემიური დასვენების დროსაც. მაქვს სწავლების 6 წლიანი გამოცდილება როგორც, მცირეწლოვან მოსწავლეებთან (7, 8 წელი), ასევე აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან. ვასწავლი, როგორც ბინაზე მოსვლით, ასევე მისვლით და დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი -30 ლარი, 1სთ და 30წთ - 40 ლარი. დისტანციურად 1სთ-20ლ, 1:30სთ-30ლ შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, (მოსვლის შემთხვევაში გააჩნია ადგილმდებარეობასაც), ხოლო აბიტურიენტები თვეში 100 დოლარი. სხვა პირობები შეთანხმებით.

video icon ვიდეო
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება

მოსწავლეთა მომზადება მათემატიკაში – ქართულად და ინგლისურად ჩვენთან ერთად სწავლობენ არა მხოლოდ შედეგის გაუმჯობესებისთვის, არამედ აზროვნების განვითარებისათვის! გთავაზობთ მათემატიკის საგანში მოსწავლეთა მომზადებას როგორც სასკოლო, ასევე საბაკალავრო დონეზე, ქართულად და ინგლისურად. მოსწავლეთა მომზადების პროცესში ჩართული ვართ მე და ჩემი ქალიშვილი. მაია ჭაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი -მაგისტრი (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეონა ზურაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი - მაგისტრი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ? სწავლების დაწყებამდე მოსწავლე ავსებს placement ტესტს, რის საფუძველზეც განვსაზღვრავთ მის დონეს და შესაბამისი ჯგუფის ან ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ვიწყებთ მომზადებას. ? კურსის ძირითადი მახასიათებლებია: აქტიური და ინტენსიური ჩართულობა გაკვეთილზე საშინაო დავალებების სრულყოფილი გარჩევა იმ თემებზე ფოკუსი, რომლებიც ყველაზე რთულად ესმის მოსწავლეს ყოველკვირეული მოკლე ტესტები ცოდნის გასამყარებლად ? რას მიიღებს მოსწავლე: მათემატიკის ღრმა და მკაფიო ცოდნა ტესტის წერის ტექნიკის განვითარება ამოცანების შესრულების სისწრაფის გაუმჯობესება ⏱ გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი ? სასწავლო ენა: ქართული და/ან ინგლისური ? რეკომენდაციები: ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ როგორც კომაროვის სკოლაში, ასევე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მათ შორის საზღვარგარეთაც. ? დაგვიკავშირდით, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილებისთვის!

SAT-ის მათემატიკაში მომზადება
SAT-ის მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული და ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით. მათემატიკის სწავლების 6 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება თუ: • ემზადები SAT-ის გამოცდისთვის • ხარ უნივერსიტეტის სტუდენტი და მათემატიკურ საგანში დახმარება გჭირდება • ხარ სკოლის მოსწავლე და გინდა მოემზადო მათემატიკაში დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.