გამარჯობა! ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. უკვე 2 წელია, რაც აქტიურად ვმუშაობ მოსწავლეებთან და ვეხმარები მათემატიკის შეყვარებასა და გაგებაში. მოვამზადებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს როგორც სასკოლო მათემატიკაში, ისე კალკულუსში. გთავაზობთ ინდივიდუალურ საზაფხულო პროგრამას, რომელშიც ვადგენ სპეციალურ გეგმას მოსწავლის მიზნებიდან გამომდინარე (ჩამორჩენის ანაზღაურება, მომავალი წლის მასალის წინასწარ სწავლა, სახალისო ამოცანები ფორმაში ყოფნისთვის); ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად მეგობრული, უშუალო და მოსწავლეზე მორგებული (განსაკუთრებით ზაფხულში, რათა სწავლა ზედმეტად დამღლელი არ იყოს); სასკოლო წიგნების გარდა, ვიყენებ მრავალფეროვან დამატებით მასალებს; გაკვეთილების ხანგრძლივობა და ინტენსივობა მოსწავლის სურვილზე და საჭიროებაზეა დამოკიდებული. გაკვეთილები ტარდება ონლაინ (Google Meet) ან ნებისმიერ სხვა პლათფორმაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.