მოვამზადებ პირველი კლასის მოსწავლეებს (მოსკოვის გამზირი)
შეფასება
starstarstarstarstar

მიიღე მომსახურება? შეაფასე ნათია

მოვამზადებ პირველი კლასის მოსწავლეებს (მოსკოვის გამზირი)

მოვამზადებ პირველი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ბინაზე მისვლით. (მოცემულ ვითარებაში პრიორიტეტს ვანიჭებ პირველ კლასს, რადგან თავიდანვე ერთად ჩავერთოთ სასკოლო ცხოვრებაში, ერთად დავიწყოთ წერა და კითხვა. ვარ 20 წლის სტუდენტი, მესამე კურსზე. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ასევე ვარ სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. ჩემი გამოცდილება: 2018 წლიდან ვამზადებ ბავშვებს როგორც ინგლისურში, ასევე ყველა საგანში. მყავს სპეციალური საჭიროების მქონე მე-6 კლასელი მოსწავლე, რომელთან ერთადაც ვსწავლობთ მათემატიკას. ვცხოვრობ მოსკოვის გამზირის 39ა-ში (№ 124 საჯარო სკოლასთან ახლოს), ამიტომ კარგია თუ ცხოვრობთ ჩემგან არცისე შორს, რათა ტრანსპორტის ხელახალი (ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მაინც) შეჩერების შემთხვევაში ფეხით შევძლო მოსვლა. არსებული პანდემიის გამო და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, კარგია თუ თქვენამდე მოსასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება არ დამჭირდება. მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი კვირაში - 5 დღე ფასი: 250 ლარი

შეფასება
starstarstarstarstar
clock
ორშ / პარ
09:00 - 18:00

მდებარეობა

map pin
თბილისი,მოსკოვის გამზირი
მდებარეობა რუკაზე არ არის მითითებული
user avatar servisebi.ge
ნათია
ფასი
250.00
მსგავსი განცხადებები