Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

რუსული ენის შესწავლა ონლაინ

რუსული ენის შესწავლა ონლაინ განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა გაკვეთილისთვის ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წასვლა არ გინდათ. ჩართეთ კომპიუტერი ან ტელეფონი, მოიმზადეთ ყავა და გაკვეთილი უკვე თქვენს სივრცეში იწყება. ამ ფორმატით შეგიძლიათ იმეცადინოთ როგორც ნულიდან, ისე მაშინ, როცა გარკვეული ცოდნა უკვე გაქვთ და საუბრის გაუმჯობესება გსურთ. ინდივიდუალური გაკვეთილების დროს მასწავლებელი თქვენს დონესა და მიზანს ერგება — იქნება ეს ყოველდღიური კომუნიკაცია, სამსახური, მოგზაურობა თუ სასკოლო პროგრამა. რუსულის შესწავლა ონლაინში კიდევ ერთი პლუსია მოქნილი გრაფიკი: თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და სწავლის ტემპი. მთავარია, მეცადინეობა მხოლოდ სიტყვების დაზეპირებად არ იქცეს და ნასწავლის გამოყენებაც შეძლოთ.
რუსული ენის ონლაინ გაკვეთილები
რუსული ენის ონლაინ გაკვეთილები

თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს რუსული ენა მარტივად, სწორად და საინტერესო მეთოდით შეასწავლოთ, სიამოვნებით დაგეხმარებით. მე თავისუფლად ვფლობ როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებს და მაქვს შესაბამისი დონის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი. ამჟამად გერმანიაში ვცხოვრობ, სადაც წარმატებით დავასრულე მაგისტრატურა ინგლისურ ენაზე. მრავალენოვან და საერთაშორისო გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიღრმავა ენების სწავლებისა და კომუნიკაციის უნარები. გთავაზობთ: - ინდივიდუალურ ონლაინ გაკვეთილებს; - პროგრამას, რომელიც მორგებულია მოსწავლის ასაკსა და დონეზე; - განსაკუთრებულ ყურადღებას საუბრის, წერის, კითხვისა და გრამატიკის განვითარებაზე; - მოქნილ განრიგსა და კომფორტულ ონლაინ ფორმატს. ჩემი მიზანია, ბავშვებმა რუსული ენა არა მხოლოდ ისწავლონ, არამედ თავდაჯერებულად გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასწავლო პროცესში. დაინტერესების შემთხვევაში, მომწერეთ პირად შეტყობინებაში. სიამოვნებით გიპასუხებთ ყველა კითხვაზე!

ისწავლეთ რუსული ენა გამოცდილ მასწავლებელთან
ისწავლეთ რუსული ენა გამოცდილ მასწავლებელთან

გამარჯობა! მე მქვია ტანია, ვარ პროფესიონალი რუსული ენის რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით. ვმუშაობ ყველა ასაკისა და დონის მოსწავლეებთან. რას გთავაზობთ: სასაუბრო პრაქტიკას (სრულყოფილი და თავდაჯერებული მეტყველებისთვის) გრამატიკის გაკვეთილებს (გასაგები ახსნები და სისტემური სწავლება) კითხვისა და წერის უნარების გაძლიერებას ინდივიდუალურ პროგრამას თქვენი მიზნების მიხედვით (სწავლა, მოგზაურობა, ბიზნესი, გამოცდები ან პირადი ინტერესი) რატომ მე: მდიდარი გამოცდილება სხვადასხვა დონის სტუდენტებთან მუშაობაში მოთმინებითა და მხარდაჭერით სავსე სწავლების სტილი მოქნილი გრაფიკი — ონლაინ ან პირადად (თქვენი არჩევანის მიხედვით) თუ გსურთ რუსული ენის სწავლა ან თქვენი ცოდნის გაუმჯობესება, მომწერეთ. თქვენი სწავლა იქნება ეფექტური და საინტერესო!

რუსულის შესწავლა
რუსულის შესწავლა

პროფესიონალი ლინგვისტი (რუსისტი) თქვენზე მორგებული პროგრამით გასწავლით რუსულს. კურსის ბოლოს შეძლებთ თავისუფალ და გამართულ კომუნიკაციას სხვადასხვა თემაზე. ჩემზე _ ვკითხულობდი რუსული ენის, როგორც უცხოურის კურსს თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის კერძო უნივერსიტეტში, მიმუშავია სინქრონის თარჯიმნად, მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელად (ქართულიდან რუსულად). მაქვს მრავალწლიანი კერძო პედაგოგიური პრაქტიკა, ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი (მაქსიმალური ქულის 96%-ით). სწავლება ონლაინ ან ჩემს ლოკაციაზე (საბურთალო, ბახტრიონი). პირველი გაკვეთილი უფასოა, რომლის შემდეგ მხარეები ვიღებთ გადაწყვეტილებას თანამშრომლობაზე. 8 გაკვეთილის ფასი 200 ლარი. საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის გაკვეთილი 10 ევრო. ბავშვებთან არ ვმუშაობ. ბინაზე არ დავდივარ.

star icon 5.0 (1)

რუსულის მასწავლებელი ონლაინ

რუსულის მასწავლებელი ონლაინ შეიძლება ზუსტად ის ვარიანტი აღმოჩნდეს, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ, განსაკუთრებით თუ გაკვეთილზე მისასვლელად დროის დაკარგვა არ გსურთ. კარგი მასწავლებლის არჩევისას მხოლოდ ფასი ან გაკვეთილის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს გადამწყვეტი — ნახეთ, მუშაობს თუ არა დამწყებებთან, ბავშვებთან, სკოლის მოსწავლეებთან ან მათთან, ვისაც საუბრის პრაქტიკა სჭირდება. რუსულის სწავლა ონლაინ შეგიძლიათ სახლიდან, თქვენთვის სასურველ დროს და იმ ტემპით, რომელიც რეალურად გამოგადგებათ. თუ გჭირდებათ რუსულის შესწავლა სამსახურისთვის, მოგზაურობისთვის ან უბრალოდ თავისუფალი საუბრისთვის, სასწავლო პროგრამაც შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს. რუსულის მასწავლებელი ონლაინ შეგიძლიათ სხვადასხვა შეთავაზებიდან შეარჩიოთ და დაწყებამდე გაარკვიოთ გაკვეთილის ფორმატი, ღირებულება და პირობები.

მომხმარებლის შეფასებები

რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები სურათი
რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

საუკეთესო პედაგოგი მათთვის ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს ან დახვეწოს საკუთარი თავი რუსული ენის მიმართულებით. ძალიან კმაყ...

რუსულ ენაში მომზადება სურათი
რუსულ ენაში მომზადება
ნინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 თვის წინ

საუკეთესო, ჩემი გულწრფელი რეკომენდაცია პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული

რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები სურათი
რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
8 თვის წინ

პირდაპირ მოხიბლული ვარ მისი პროფესიონალიზმით და მაღალკვალიფიკაციური გამოცდილებით. აქვს უნიკალური მიდგომა, რაც ეხმარება ა...

რუსულ ენაში მომზადება სურათი
რუსულ ენაში მომზადება
ნიტა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

ქალბატონი ნანა არის ძალიან სასიამოვნო და ყურადღებიანი. აქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც სწავლას ბევრად აადვილებს და სასია...

რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები სურათი
რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები
ია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
11 თვის წინ

ქალბატონი ლელა არის ძალიან სასიამოვნო და ყურადღებიანი. აქვს ინდივიდუალური მიდგომა, რაც სწავლას ბევრად აადვილებს და სასია...

რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები სურათი
რუსულის ინდივიდუალური გაკვეთილები
თინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
11 თვის წინ

პროფესიონალი და კომპეტენტური მასწავლებელი, გაკვეთილები საინტრესოდ და ეფექტურად მიმდინარეობს. სწავლება ტარდება მაღალ დონე...

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობა აქვს რუსული ენის ონლაინ სწავლას?

რუსული ენის შესწავლა ონლაინ გაძლევთ საშუალებას, გაკვეთილზე სახლიდან გაუსვლელად დაესწროთ და დრო გადაადგილებაში არ დაკარგოთ. ეს ფორმატი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვს ან სასურველ მასწავლებელთან ერთ ქალაქში არ ცხოვრობს. შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე მცირე ჯგუფური მეცადინეობა.

როგორ შევარჩიოთ რუსულის მასწავლებელი ონლაინ?

არჩევისას მნიშვნელოვანია, მასწავლებლის გამოცდილება თქვენს მიზანს შეესაბამებოდეს. თუ ყოველდღიური კომუნიკაციისთვის გსურთ ენის ათვისება, ყურადღება მიაქციეთ სალაპარაკო რუსულის სწავლებას. ხოლო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში სასარგებლო შეიძლება იყოს პედაგოგი, რომელიც რუსულში მომზადებას და სასწავლო პროგრამის მიხედვით მეცადინეობას სთავაზობს.

შეიძლება თუ არა რუსულის ნულიდან სწავლა ონლაინ ფორმატით?

დიახ. რუსულის შესწავლა ონლაინ შესაძლებელია მათთვისაც, ვისაც ენა საერთოდ არ უსწავლია. ინდივიდუალური გაკვეთილების დროს პროგრამა მოსწავლის დონესა და ტემპს ერგება. სწავლა შეიძლება დაიწყოს მარტივი სიტყვებითა და ფრაზებით და ეტაპობრივად გადავიდეს გრამატიკაზე, მოსმენასა და საუბრის პრაქტიკაზე.

სად შეიძლება ონლაინ რუსულის მასწავლებლის მოძებნა?

ონლაინ მასწავლებლებისა და სასწავლო სერვისების მოძიება შეგიძლიათ Servisebi.ge-ზე. პლატფორმაზე სხვადასხვა შეთავაზების დათვალიერებისას შესაძლებელია შეადაროთ სწავლების ფორმატი, გამოცდილება და პირობები და შეარჩიოთ სპეციალისტი, რომელიც თქვენს მიზნებსა და გრაფიკს ყველაზე მეტად შეესაბამება.