გახლავართ ფილოლოგიის მაგისტრი და დოქტორის კანდიდატი, 7 წლიანი გამოცდილებით განათლების სფეროში. მიმუშავია როგორც საჯარო და კერძო სკოლებში, ისე საგანმანათლებლო ცენტრებში, ხოლო ამჟამად ვმუშაობ ორ უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად, ასევე, მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების გამსწორებლად. ჩაბარებული მაქვს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. ასევე, დავამთავრე ქართული ენისა და ლიტერატურის (მე-7-12 კლასი) მასწავლებლების მოსამზადებელი (60 კრედიტიანი) სერტიფიცირებული პროგრამა. შეზღუდული დროიდან გამომდინარე, შემიძლია ავიყვანო აბიტურიენტების მცირე ჯგუფი (3-6 მოსწავლე) ეროვნული გამოცდების ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსამზადებლად. შემიძლია შეზღუდული რაოდენობით მოვამზადო ქართული ენის სახელმწიფო გამოცდისა და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდის ჩაბარების მსურველები, ასევე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს ქართულის შესწავლა/გაუმჯობესება. 📅 ფორმატი და განრიგი: გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით: 🔹 დასწრებით 🔹 ონლაინ/დისტანციურად 🔹 ჰიბრიდული ფორმატით (შერეული რეჟიმი) ⏰ ხანგრძლივობა: თითოეული გაკვეთილი გრძელდება მინიმუმ 2 საათი. 📖 სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომა: გაკვეთილები მოიცავს: • ლიტერატურისა და გრამატიკის თეორიული მასალის ახსნას; • მუდმივ განმტკიცებასა და გამეორებას; • ტესტის სტრუქტურასა და თითოეულ კომპონენტზე მუშაობას; • მუდმივ ვარჯიშს - მათ შორის, რედაქტირების, თხზულების ანალიზისა თუ სხვა პრაქტიკული დავალებების სახით;
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.