პრო
აბიტურიენტებისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მომზადება (I-IV)
eyeნანახი
აბიტურიენტებისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მომზადება (I-IV)

მოგესალმებით, მე ვარ მაია აბულაძე, 23 წლის. ბაკალავრის საფეხურზე ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის განხრით 2016-2020 წლებში. ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის პროგრამაზე. ბაკალავრზე სწავლის პერიოდში ვამზადებდი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ასევე არაერთ ბანაკსა და ტრენინგზე ვყოფილვარ ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენერი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებისათვის. ვფლობ ინგლისურ ენას B2 დონეზე, რუსულსა და თურქულს საშულოდ. ასევე მაქვს ედუ ლაბის მასწავლებლის სასერტიფიკაციო კურსის სერთიფიკატი. გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის (I-IV) მოსწავლეების მომზადებას ძირითად საგნებში, ონლაინ და ადგილზე მოსვლით. ესენია: მშობლიური ენა, ბუნება, მათემატიკა, ინგლისური ენა და ხელოვნება. ერთი საგნის ღირებულება 40ლ. მეცადინეობები იქნება ინდივიდუალური. მეცადინეობების პროცესი არ იქნება შაბლონური. მაქსიმალურად ვეცდები მეცადინეობების პროცესი იყოს მრავალფეროვანი, მხიარული, გასაგები და შემეცნებითი. მოსწავლე მოამზადებს სკოლაში მოცემულ დავალებას და დამატებითი დროის არსებობის შემთხვევაში ჩაერთობა სააზროვნო თამაშებში. გაკვეთილის ხანგრძლივობა დაზუსტდება საგნების და კლასების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით მეილზე ან მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

ტელეფონი
მოვამზადებ დაწყებითი (1-4) კლასის მოსწავლეებს
eyeნანახი
მოვამზადებ დაწყებითი (1-4) კლასის მოსწავლეებს

ვარ დაწყებითი კლასების "უმაღლესი კატეგორიის" მასწავლებელი. მაქვს ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სწავლებაში ინოვაციური მეთოდებით სწავლების შედეგად მიღწეული წარმატებებისათვის მიღებული მაქვს ნოვატორ მასწავლებლის სიგელი. დამუშავებული მაქვს სავარჯიშოთა პაკეტები მოსწავლეთა ორიენტირებული სწავლებისათვის. გამოცემული მაქვს მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციებსა და კონკურსებზე გამარჯვებული პროექტების ნაკრები. მოსწავლეებს დავეხმარები დავალებების შესრულებაში, ასევე გავაკეთებინებ დამატებით სავარჯიშო ტესტებს. ფასი 100 ლარი. დრო შეთანხმებით.