Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ბუღალტერი

ბუღალტერი არის სპეციალისტი, რომელიც ბიზნესის ფინანსურ ოპერაციებს აღრიცხავს, შესაბამის დოკუმენტაციას აწესრიგებს და კომპანიას ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებების მართვაში ეხმარება. მისი საქმიანობა მხოლოდ ციფრების ჩაწერით არ შემოიფარგლება — ბუღალტერი ამზადებს დეკლარაციებსა და ანგარიშგებას, აკონტროლებს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას და უზრუნველყოფს, რომ ფინანსური ინფორმაცია თანმიმდევრულად და სწორად იყოს დამუშავებული.
სერვისებზე შეგიძლიათ იპოვოთ ბუღალტერი როგორც ადგილზე მომსახურებისთვის, ისე დისტანციური თანამშრომლობისთვის. არჩევისას სასურველია გაითვალისწინოთ სპეციალისტის გამოცდილება, თქვენი საქმიანობის სპეციფიკა, მომსახურების ჩამონათვალი და კომუნიკაციის პირობები. წინასწარ შეთანხმებული სამუშაოს ფარგლები დაგეხმარებათ, ზუსტად იცოდეთ, რა საკითხებს მოაგვარებს სპეციალისტი და რა ფორმით მიიღებთ ანგარიშებსა და კონსულტაციას.
verify badge პრემიუმი
გამოცდილი ბუღალტერი — სრული მომსახურება!
pin თბილისი
გამოცდილი ბუღალტერი — სრული მომსახურება!

რას მიიღებთ ჩემგან? ✔️ დოკუმენტების მოწესრიგება და დაცვა ვიზრუნებ ყველა საჭირო დოკუმენტზე — ინვოისები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა. დოკუმენტები იქნება სისტემურად დალაგებული და დაცული. ✔️ RS-თან სრული მხარდაჭერა ვაგვარებ ყველა საკითხს საგადასახადო პორტალზე, რათა თქვენს ბიზნესს არ ჰქონდეს შეფერხებები ან სამართლებრივი პრობლემები. ✔️ ხელფასებისა და გადასახადების მართვა ხელფასების, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანების ზუსტი და დროული დარიცხვა. ✔️ საბანკო გადარიცხვები გადარიცხვების შესრულება სისწრაფითა და სიზუსტით. ✔️ დეკლარაციების მომზადება ყველა საჭირო დეკლარაცია მზადდება პროფესიონალურად და დროულად — აირიდებთ ჯარიმებსა და ზედმეტ წუხილს. ✔️ იმპორტისა და საბაჟო დოკუმენტაცია დაგეხმარებით საბუთების სწორად მომზადებაში და საბაჟო პროცედურების მართვაში. ✔️ წარსული პერიოდის აღდგენა მოვაწესრიგებ და აღვადგენ წინა პერიოდის საბუღალტრო მონაცემებს. ✔️ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება / წარდგენა სრულყოფილი დახმარება ტენდერებში მონაწილეობის პროცესში. მომსახურება შესაძლებელია: თქვენი ან ჩემი საბუღალტრო პროგრამით (FINA); თბილისში — ასევე დისტანციურად; დაკავშირება შეგიძლიათ, როგორც ნომერზე, ასევე WhatsApp-ზე.

profile avatar
თიკო
star icon 5.0 (3)
პრემიუმი
სერთიფიცირებული მთავარი ბუღალტერი
pin თბილისი
სერთიფიცირებული მთავარი ბუღალტერი

გაგიწევთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას, საგადასახადო კონსულტაციას, ბუღალტერიის სისტემის აწყობა-შემოწმებას. სატელეფონო კონსულტაცია არის უფასო. ✅ უფასო ბუღალტრულ და საგადასახადო კონსულტაციას. ✅ კომპანიებს წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენას ✅ დეკლარაციების მომზადებასა და გადაგზავნას. ✅ სტატისტიკური მონაცემების შევსებასა და გადაგზავნას. ✅ კოპმანიის ბუღალტრული ბაზის მოწესრიგებას, RS-ის პორტალზე მუშაობა. ✅ თქვენი კომპანიის ფინანსური შედეგების შედგენას. მომსახურების ფასი განიხილება ინდივიდულარუად, მომხმარებლის საჭიროების გათვალისწინებით.

profile avatar
მარიამი
star icon 5.0 (2)
verify badge პრემიუმი
ბუღალტერი
pin თბილისი
ბუღალტერი

გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებას, ნებისმიერი ზომის, სირთულისა და საქმიანობის კომპანიებს-იქნება ეს შპს, ინდივიდუალური მეწარმე, მცირე მეწარმე თუ ფიზიკური პირი. • დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. • პირველადი დოკუმენტების მიღება/დამუშავება დაარქივება. (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა.შ) • RS-ის პორტალზე მუშაობა/კონტროლი. • კომპანიებს წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენა. •საბანკო გადარიცხვების განხორციელება. • იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება, საბაჟო პროცესის ორგანიზება. • სტატისტიკური მონაცემების შევსებასა და გადაგზავნას. მომსახურების ფასი განიხილება ინდივიდულარუად. დაკავშირება შეგიძლიათ, როგორც ნომერზე, ასევე WhatsApp-ზე.

profile avatar
გვანცა
პრემიუმი
ბუღალტერის მომსახურება
pin თბილისი
ბუღალტერის მომსახურება

გთავაზობთ საბუღალტრო/ბუღალტრის მომსახურებას, ნებისმიერი ზომის, სირთულის და საქმიანობის კომპანიებს, ასევე მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეებს. - პირველადი დოკუმენტების მიღება/დამუშავება დაარქივება. (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა.შ) - RS-ის პორტალზე მუშაობა/კონტროლი, - ხელფასები, საპენსიო, საშემოსავლო, გამოთვლა დარიცხვა. - საბანკო გადარიცხვების განხორციელება; - დეკლარაციების მომზადება და წარდგენა. - იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება, საბაჟო პროცესის ორგანიზება. მომსახურების ფასები, თქვენს შესაძლებლობებზე იქნება მორგებული. დამიკავშირდით.

profile avatar
თაკო
სერვის + star icon 5.0 (10)
verify badge პრემიუმი
სრული ბუღალტრული მომსახურება
pin თბილისი
სრული ბუღალტრული მომსახურება

ბუღალტერი 10+ წლიანი გამოცდილებით — სრული ბუღალტრული მომსახურება გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას შპს-ებისთვის, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს: ✔️ საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა ✔️ პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა საჭირო დოკუმენტები) ✔️ ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული კონსულტაცია ✔️ საბანკო გადარიცხვების შესრულება ✔️ ხელფასების დარიცხვა და გადასახადების მართვა ✔️ მუდმივი მხარდაჭერა და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაცია - 10+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება - პასუხისმგებლიანი და დროული მომსახურება - ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან დაგვიკავშირდით ტელეფონზე ან WhatsApp-ზე თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

profile avatar
თინათინი
verify badge პრემიუმი
დისტანციური ბუღალტრული მომსახურება
pin თბილისი
დისტანციური ბუღალტრული მომსახურება

ბუღალტერი გჭირდებათ, მაგრამ სრულ განაკვეთზე თანამშრომლის აყვანა არ გიღირთ? აირჩიეთ დისტანციური ბუღალტრული მომსახურება — მხოლოდ იმ მომსახურებაში გადაიხდით, რაც თქვენს ბიზნესს რეალურად სჭირდება. გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას შპს-ებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ბიუჯეტურ ფასად. • ბუღალტრული აღრიცხვა • RS.ge და დეკლარაციები • პირველადი დოკუმენტაცია • ხელფასები და გადასახადები • ფინანსური ანგარიშგება • ძველი პერიოდის მოწესრიგება • კონსულტაცია ვმუშაობ ORIS-ის პროგრამაში. ? დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე.

profile avatar
ნათია
star icon 5.0 (1)
verify badge პრემიუმი
დაზღვეული ბუღალტრული მომსახურება
pin თბილისი
დაზღვეული ბუღალტრული მომსახურება

გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას შპს-ებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. ვუზრუნველყოფთ ფინანსური და საგადასახადო პროცესების სწორ და დროულ მართვას, რათა თქვენი ბიზნესი იყოს უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენი მომსახურება მოიცავს: • სრული ბუღალტრული აღრიცხვა • დეკლარაციების მომზადება და წარდგენა • ფინანსური ანგარიშგება • საგადასახადო კონსულტაცია • შპს-ისა და ი.მ-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დახმარება • საბანკო მოთხოვნებისთვის ფინანსური დოკუმენტების მომზადება • საგადასახადო შემოწმებისას მხარდაჭერა • ჯარიმებისა და დავალიანებების საკითხების მართვა ვმუშაობთ როგორც ახალ, ასევე მოქმედ ბიზნესებთან. გთავაზობთ პასუხისმგებლიან, კონფიდენციალურ და პროფესიონალურ მომსახურებას. შესაძლებელია ოფისში მიღება ან ონლაინ მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.

profile avatar
ბუღალტრული მომსახურება
star icon 5.0 (2)

ბუღალტრული მომსახურება

ბუღალტრული მომსახურება გჭირდებათ? სერვისებზე სასურველ მომსახურებას მარტივად იპოვით. თუ ბიზნესის ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო საკითხების მართვა თქვენთვის დამატებითი დროისა და რესურსის ხარჯვას მოითხოვს, საბუღალტრო მომსახურება ამ პროცესების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
 
ბუღალტრის სერვისები  საქმიანობის ტიპისა და კომპანიის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება და შეიძლება მოიცავდეს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას, დეკლარაციების მომზადებას, ხელფასების დარიცხვასა და ანგარიშგებას.
საბუღალტრო სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ სრულ განაკვეთზე საკუთარი ბუღალტრის დასაქმება ან სურთ არსებული გუნდის მხარდაჭერა. მომსახურების არჩევამდე მნიშვნელოვანია გაირკვეს, შედის თუ არა შეთავაზებაში პირველადი დოკუმენტების დამუშავება, საგადასახადო კონსულტაცია და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
სწორად შერჩეული ბუღალტერის მომსახურება ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და ეხმარება კომპანიას, ფინანსური ინფორმაცია მოწესრიგებულად შეინახოს. თანამშრომლობის პირობების წინასწარ შეთანხმება კი მომსახურების პროცესს უფრო გამჭვირვალესა და კომფორტულს ხდის.
verify badge პრემიუმი
ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია, აუდიტი
pin თბილისი
ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია, აუდიტი

ბუღალტერია მარტივად! ჩვენი კომპანია, ჩემი ბუღალტერის ბრენდით 10 წელზე მეტია რაც საქმიანობს ქართულ ბაზარზე აღრიცხვის სფეროში. „ჩემი ბუღალტერი“ გთავაზობთ სრულ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას, რომელიც სრულად მორგებულია თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე. ჩვენი სერვისები: • საგადასახადო და ფინანსური კონსულტაცია; • ბუღალტრული აუთსორსინგი; • სრული საბუღალტრო აღრიცხვა; • ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენა; • საგადასახადო პორტალის Rs.ge მართვა; • საბაჟო ოპერაციები; • დეკლარაციების მომზადება, წარდგენა, მონიტორინგი. დაზოგეთ თქვენი დრო, ფინანსები და ენერგია.

profile avatar
ჩემი ბუღალტერი
star icon 5.0 (1)
პრო
შენი ბიზნესის ბუღალტერი-ა
შენი ბიზნესის ბუღალტერი-ა

დაგეხმარები სწორად აღრიცხო, სწორი ფინანსური ანალიზისთვის! მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კვალიფიციური, მთავარი ბუღალტერი გთავაზობთ: - სრულ საბუღალტრო მომსახურებას; - მე-3 და მე-4 კატეგორიის კომპანიებს წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება-წარდგენას; - საგადასახადო დავალიანებების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მუდმივ კონტროლს; - საგადასახადო ფინანსურ საკითხებში კონსულტაციას; - გასული პერიოდის გასწორებას/საგადასახადო დეკლარაციების მონიტორინგს; კომპანიებს ვემსახურები დისტანციურად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილზე მისვლაც. დამუშავებული მონაცემები თავს იყრის საბუღალტრო პროგრამაში(Orisi), რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ თქვენი მიმდინარე თუ წარსული ოპერაცია. პ.ს. სტაბილური და სანდო თანამშრომლობა, პროფესიონალიზმთან ერთად ვფიქრობ, რომ ჩემი ძლიერი მხარეა. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, საქმის მოცულობის შესაბამისად. შეგიძლიათ ისარგებლოთ: Viber, WhatsApp

star icon 5.0 (2)
პრო
ბუღალტერი
ბუღალტერი

შემიძლია გაგიწიოთ საბუღალტრო მომსახურება და ასევე კონსულტაცია სხვადასხვა საქმიანობის კომპანიებს, ასევე მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეებს. ასევე შემიძლია მოვემსახურე კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ რუსულ ენოვანი ბუღალტერი. - პირველადი დოკუმენტების მიღება/დამუშავება დაარქივება. (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა.შ); - RS-ის პორტალზე მუშაობა/კონტროლი; - ხელფასები, საპენსიო, საშემოსავლო, გამოთვლა დარიცხვა; - დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; - ძველი პერიოდის აღდგენა; - მაქვს საკუთარი პროგრამა Fina და ინფორმაციის დამუშავება ჩემს ბაზაში თუ თქვენი არ გაქვთ;

star icon 5.0 (2)
პრო
ბუღალტრული მომსახურება
ბუღალტრული მომსახურება

გთავაზობთ მაღალი ხარისხის სრულ ბუღალტრულ/საბუღალტრო მომსახურებას მისაღებ ფასად, როგორც შპს-ები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისთვის (ინდ. მეწარმე, მცირე, მიკრო) * კონსულტაცია; * ძველი პერიოდების მოწესრიგება; * პირველადი დოკუმენტების მიღება/დამუშავება დაარქივება. (სასაქონლო ზედნადებები, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა.შ); * საბანკო ტრანზაქციების განხორციელება; * ხელფასების ასევე გადასახადებსი (საპენსიო, საშემოსავლო) გამოთვლა დარიცხვა; * დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; * ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა; * სტატისკის მონაცემების შევსება/გადაგზავნა; * თქვენი კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზს და გაცნობას (კომპანიის ყოველთვიური მომგებიანობა, მოგების მარჟის გამოთვლა და სხვა); * მე-3 და მე-4 კატეგორიის კომპანიების ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის, მოგება-ზარალის) saras.gov-ზე წარგენას; გთხოვთ, დამირეკოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან მომწეროთ (WhatsApp ან Viber-ში).

star icon 5.0 (6)
ბუღალტრული მომსახურება
ბუღალტრული მომსახურება

პროფესიონალი ბუღალტერი გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას. მოქმედი ბუღალტერი, მრავალწლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. სამუშაო გამოცდილება სფეროებში: - ვაჭრობა - წარმოება - მომსახურების სფერო - სასტუმროები და კაფეები - საცხობები - ტურიზმი - დისტრიბუცია - ნებისმიერი ტიპისა და ზომის მაღაზია მომსახურება მოიცავს: - ბუღალტერიის სრულ წარმოებას (საკუთარი ბუღალტრული პროგრამით, სურვილის შემთხვევაში) - თვიური და წლიური დეკლარაციების მომზადებასა და გაგზავნას - საპენსიო დეკლარაციების წარმოებას - საგადასახადო და ბუღალტრული საკითხების მოგვარებას - ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგებას - კომუნიკაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე - მუშაობას უცხოურ კომპანიებთან ✔️ პასუხისმგებლიანი ✔️ დროული ✔️ პროფესიონალური მომსახურება

ბუღალტრული მომსახურება მცირე მეწარმეებს
ბუღალტრული მომსახურება მცირე მეწარმეებს

გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას მცირე მეწარმეებისა და მცირე კომპანიებისთვის — სპეციალური პირობებით. მომსახურება მოიცავს: - ბიზნესის რეგისტრაციაში და სტატუსის მიღებაში დახმარება - ხელშეკრულებების მომზადება და პროფესიული კონსულტაცია - ინვოისების მომზადება - დაქირავებულ პირთა რეესტრის კონტროლი - ხელფასებისა და იჯარის დეკლარირება - დღგ-ს, საშემოსავლო და მცირე მეწარმის დეკლარაციების შევსება და წარდგენა - სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა - წლიური დეკლარაციის მომზადება და წარდგენა - ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაში დახმარება - კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურთან - მუდმივი ბუღალტრული მხარდაჭერა და კონსულტაცია - მომსახურება სრულად დისტანციურად. - პირველი თვე — სრულიად უფასოდ! ✔️ სიზუსტე ✔️ დროულობა ✔️ პასუხისმგებლობა

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ბუღალტერია
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ბუღალტერია

ბიზნესის წარმომადგენლებს გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას, საბაჟო დეკლარირებას და დაინტერესების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის შედგენას იაფად და ხარისხიანად. მომსახურებაში შედის: 1. რეგისტრაციაში და სტატუსის აღებაში დახმარება; 2. ხელშეკრულებების მომზადება, კონსულტაცია და დახმარება; 3. ინვოისების მომზადება; 4. დაქირავებულ პირთა რეესტრის კონტროლი; 5. ხელფასების და იჯარის დეკლარირება; 6. დღგ-ს, საშემოსავლოს და მცირე მეწარმის დეკლარაციების შევსება და წარდგენა; 7. სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა, წლიური დეკლარაციის წარდგენა; 8. ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაში დახმარება; 9. კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურთან; 10. მუდმივი ბუღალტრული კონსულტაცია; 11. ექსპორტ/იმპორტის შემთხვევაში საბაჟოზე დეკლარაციების წარდგენა; 12. სურვილის შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება / წარდგენა და სხვა...

star icon 5.0 (2)

მომხმარებლის შეფასებები

ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია, აუდიტი სურათი
ბუღალტერია, საგადასახადო კონსულტაცია, აუდიტი
ალექსანდრე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

იშვიათად ვწერ შეფასებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად მინდა აღვნიშნო ამ კომპანიის პროფესიონალიზმი. თავიდანვე იგრძ...

დისტანციური ბუღალტრული მომსახურება  სურათი
დისტანციური ბუღალტრული მომსახურება
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 კვირის წინ

ძალიან კარგი სპეციალისტი, გულისხმიერი და პატიოსანი ადამიანია ნათია — ყურადღებიანი, კომპეტენტური და სანდო.ნებისმიერ კითხ...

ბუღალტრული მომსახურება სურათი
ბუღალტრული მომსახურება
შაქრო თავგორაშვილი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

ირაკლი არის უპატიოსნესი ადამიანი. არაერთხელ გადამარჩინა პრობლემებს, უცხოელ პარტნიორებთან - "წყალქვეშა ქვებისგან". პატიოს...

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ბუღალტერია სურათი
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ბუღალტერია
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

მივიღე მაღალი ხარისხის მომსახურება, საუკეთესო და მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი, დიდი მადლობა

ბუღალტრული მომსახურება სურათი
ბუღალტრული მომსახურება
ვახუშტი რომელაშვილი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

მადლობა, გაართვა თავი დაკისრებული მოვალეობას. შემდგომშიც აუცილებლად გავაგრძელებ თანამშრომლობას.

დაზღვეული ბუღალტრული მომსახურება სურათი
დაზღვეული ბუღალტრული მომსახურება
სანდრო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

ძალიან კმაყოფილი დავრჩი მომსახურებით. სამუშაო შესრულდა ხარისხიანად, შეთანხმებულ დროში და ყურადღებით. კომუნიკაციაც ძალიან...

ბუღალტრული მომსახურება ბიზნესისთვის: რა უნდა იცოდეთ სერვისის არჩევამდე?

ბიზნესის მართვისას ფინანსური აღრიცხვა ხშირად იმაზე მეტ დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე თავდაპირველად ჩანს. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას ემატება საბანკო ოპერაციები, პირველადი დოკუმენტები, ხელფასები, დეკლარაციები და სხვადასხვა ტიპის ანგარიშგება. თუ ეს პროცესები წინასწარ განსაზღვრული წესით არ მიმდინარეობს, ინფორმაციის მოძიება და ფინანსური მდგომარეობის შეფასება რთულდება. ამიტომ ბუღალტრული მომსახურება ბიზნესის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზების მნიშვნელოვანი ნაწილია.
რას მოიცავს ბუღალტრული მომსახურება?
საბუღალტრო მომსახურება შეიძლება მოიცავდეს ფინანსური ოპერაციების აღრიცხვას, დოკუმენტების დამუშავებას, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას, ხელფასების დარიცხვასა და ანგარიშგების წარმოებას. კონკრეტული სამუშაოების ჩამონათვალი დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობაზე, ოპერაციების რაოდენობასა და თანამშრომელთა რიცხვზე.
მაგალითად, მცირე მომსახურების მიმწოდებელ ბიზნესს შეიძლება ძირითადად შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა და საგადასახადო საკითხების მოწესრიგება სჭირდებოდეს. სავაჭრო კომპანიას კი შესაძლოა დამატებით ჰქონდეს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების კონტროლის საჭიროება. ამიტომ მომსახურების შერჩევისას მნიშვნელოვანია, შეთავაზება რეალურ სამუშაო პროცესებს შეესაბამებოდეს.
როდის არის სპეციალისტის დახმარება საჭირო?
ბუღალტრის ჩართულობა სასარგებლოა როგორც ახალი ბიზნესის დაწყებისას, ისე უკვე მოქმედი კომპანიის საქმიანობის გაგრძელებისას. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია აღრიცხვის სისტემის სწორად ჩამოყალიბება, დოკუმენტების შენახვის წესის განსაზღვრა და ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობების განაწილება.
არსებობს შემთხვევებიც, როდესაც კომპანიას სრული, მუდმივი მომსახურება არ სჭირდება. მაგალითად, კონკრეტული პერიოდის აღრიცხვის მოწესრიგება, დაგროვილი დოკუმენტების დამუშავება ან ანგარიშგების მომზადება შეიძლება ერთჯერადი საბუღალტრო მომსახურება იყოს. სხვა შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია მუდმივი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური საკითხები პერიოდულად კონტროლდება.
როგორ შევადაროთ მომსახურების ფასები?
მომსახურების მოძიებისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა: რა ღირს ბუღალტრული მომსახურება? ფასი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე, ოპერაციების რაოდენობაზე, თანამშრომელთა რიცხვზე, საქმიანობის სირთულესა და დამატებით საჭიროებებზე. ამიტომ ბუღალტრული მომსახურება ფასები უმჯობესია შეადაროთ არა მხოლოდ ღირებულების, არამედ მომსახურების შინაარსის მიხედვით.
ბუღალტრული სერვისების ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვითაც, მომსახურებას ინდივიდუალური სპეციალისტი გთავაზობთ თუ საბუღალტრო კომპანია. შეთავაზების მიღებისას სასურველია წინასწარ გაირკვეს, რა შედის პაკეტში, რა სიხშირით ხდება კომუნიკაცია და რომელი სამუშაოები ითვლება დამატებით მომსახურებად.
ბუღალტრული მომსახურების ღირებულება მხოლოდ თვიური გადასახადით არ უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად შეესაბამება მომსახურება ბიზნესის რეალურ საჭიროებებს, რამდენად მკაფიოდაა გაწერილი პასუხისმგებლობები და რამდენად მარტივია სპეციალისტთან საჭირო საკითხების შეთანხმება.
რა განსხვავებაა ბუღალტრულ და საბუღალტრო სერვისებს შორის?
პრაქტიკაში გვხვდება როგორც ბუღალტრული სერვისი, ისე საბუღალტრო სერვისი. ორივე ფორმულირება ფინანსური აღრიცხვისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების აღსაწერად გამოიყენება. მომსახურების არჩევისას კი უფრო მნიშვნელოვანია არა დასახელება, არამედ ის, კონკრეტულად რა სამუშაოებს მოიცავს შეთავაზება.
ბუღალტერის მომსახურება შეიძლება მოიცავდეს როგორც მიმდინარე აღრიცხვას, ისე საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციას, დოკუმენტების მოწესრიგებასა და ანგარიშგების მომზადებას. ზოგიერთ შემთხვევაში ბიზნესს დამატებით სჭირდება ფინანსური მონაცემების ანალიზი, ხარჯების კონტროლი ან მენეჯერული ანგარიშების მომზადება. ეს საკითხები წინასწარ უნდა შეთანხმდეს, რათა მომსახურების ფარგლები ორივე მხარისთვის გასაგები იყოს.
როგორ მოვიძიოთ ბუღალტერი სხვადასხვა ქალაქში?
სპეციალისტის მოძიება შესაძლებელია როგორც კონკრეტულ ქალაქში, ისე დისტანციური თანამშრომლობის ფორმატით. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. თბილისში, მაგალითად, ადგილობრივი მომსახურების ძიებისას შეიძლება დაგაინტერესოთ ბუღალტერი მარნეულში, საგურამოსა და სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი საქმიანობისთვის კონკრეტულ ლოკაციასთან დაკავშირებული სპეციალისტის მოძიება გჭირდებათ.
Servisebi.ge-ზე შესაძლებელია სხვადასხვა სფეროს მომსახურების მიმწოდებლების მოძიება, მათ შორის ბუღალტრებისა და ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტების. პროფილების გაცნობისას ყურადღება მიაქციეთ მომსახურების აღწერას, გამოცდილებას, შეფასებებსა და საკონტაქტო პირობებს. თუ მომსახურება დისტანციურად გჭირდებათ, წინასწარ დააზუსტეთ დოკუმენტების გადაცემის, კომუნიკაციისა და ანგარიშების მიღების ფორმატიც.
საბოლოოდ, ბუღალტრის სერვისები ბიზნესს ეხმარება, ფინანსური პროცესები უფრო ორგანიზებულად წარმართოს და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ დატვირთვას გაუმკლავდეს. სწორად შერჩეული მომსახურება არ ნიშნავს მხოლოდ ჩანაწერების წარმოებას — ის გულისხმობს მკაფიო პროცესებს, დროულ კომუნიკაციასა და ფინანსური ინფორმაციის მოწესრიგებულ მართვას.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს ბუღალტრული მომსახურება?

ბუღალტრული მომსახურება შეიძლება მოიცავდეს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას, პირველადი დოკუმენტების დამუშავებას, დეკლარაციების მომზადებას, ხელფასების დარიცხვასა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებას. კონკრეტული სამუშაოები ბიზნესის საქმიანობისა და საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება. მომსახურების არჩევისას მნიშვნელოვანია წინასწარ გაირკვეს, რომელი საკითხების მართვას იღებს სპეციალისტი და რა შედის შეთავაზებულ პაკეტში.

როდის არის ბუღალტრის მომსახურება საჭირო?

ბუღალტერის მომსახურება განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ბიზნესს რეგულარული აღრიცხვა, საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი ან ანგარიშგების მომზადება სჭირდება. სპეციალისტის დახმარება შეიძლება საჭირო გახდეს როგორც ახალი ბიზნესის დაწყებისას, ისე მოქმედი კომპანიის გაფართოებისას. სწორად ორგანიზებული ფინანსური პროცესები ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და აადვილებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას.

რით განსხვავდება ერთჯერადი და მუდმივი საბუღალტრო მომსახურება?

ერთჯერადი საბუღალტრო მომსახურება კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად გამოიყენება. მაგალითად, შეიძლება საჭირო იყოს დაგროვილი დოკუმენტების მოწესრიგება, კონკრეტული პერიოდის აღრიცხვა ან ანგარიშგების მომზადება. მუდმივი მომსახურება კი უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას გულისხმობს და ბიზნესის მიმდინარე ფინანსური საკითხების რეგულარულ მართვას მოიცავს. არჩევანი დამოკიდებულია კომპანიის სამუშაოს მოცულობასა და საჭიროებებზე.

როგორ შევარჩიოთ ბუღალტრული სერვისი?

ბუღალტრული სერვისი არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სპეციალისტის გამოცდილებას, მომსახურების ჩამონათვალს, საქმიანობის სფეროს ცოდნასა და კომუნიკაციის პირობებს. სასურველია წინასწარ დაზუსტდეს, მოიცავს თუ არა შეთავაზება საგადასახადო კონსულტაციას, დეკლარაციების მომზადებას, ხელფასების აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას. ასევე, ორგანიზაციების ბუღალტრული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული კომპანიის მასშტაბსა და ოპერაციების სირთულეს.

შესაძლებელია თუ არა ბუღალტრული მომსახურების დისტანციურად მიღება?

დიახ, ბუღალტრული მომსახურება შესაძლებელია დისტანციურადაც, თუ დოკუმენტების გადაცემის, კომუნიკაციისა და ანგარიშების მიღების ფორმატი წინასწარ არის შეთანხმებული. ასეთი თანამშრომლობა მოსახერხებელია სხვადასხვა ქალაქში მოქმედი ბიზნესებისთვის ან მათთვის, ვისაც ადგილზე მუდმივი სპეციალისტი არ სჭირდება. მომსახურების დაწყებამდე სასურველია გაირკვეს, როგორ მოხდება დოკუმენტების გაცვლა, რა პერიოდულობით მიიღებთ ანგარიშებს და ვისთან შეძლებთ მიმდინარე საკითხების შეთანხმებას.

ბუღალტრული შეცდომები, რომლებიც ბიზნესს ზედმეტ დროსა და ხარჯს უქმნის
ბუღალტრული შეცდომები, რომლებიც ბიზნესს ზედმეტ დროსა და ხარჯს უქმნის
ბიზნესში ბევრი პრობლემა დიდი შეცდომით არ იწყება. ზოგჯერ საკმარისია ერთი დაკარგული დოკუმენტი, დაგვიანებული ჩანაწერი ან არასწორად დათვლილი თანხა, რომ მც...
ყველას ნახვა