
ნანახიმომზადება ბიოლოგიაში
სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მოვამზადებ ბიოლოგიაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით, სწავლების პროცესი აგრეთვე მოიცავს დამატებით სასწავლო პროგრამებს, საილუსტრაციო მასალებსა და ატლასებს, რომლებიც შემდგომში მოსწავლეს დაეხმარება მასალის ვიზუალურ აღქმასა და ისეთი საგნების მარტივად ათვისებაში, როგორებიცაა ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, გენეტიკა, ბოტანიკა და სხვა.
ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად გადაეგზავნება საგაკვეთილო მასალის შესაბამისი პრეზენტაცია.
ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის სტუდენტი, სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე, მაქვს ბავშვებთან მუშაობისა და მომზადების გამოცდილება, მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული მრავალფეროვანი, საინტერესო სწავლების მეთოდები.
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ (აბიტურიენტებისთვის 3-ჯერ) 2 საათი.
8 გაკვეთილის (1 თვის) ღირებულებაა 120 ლარი. (სკოლის მოსწავლეებისთვის, კვირაში 2-ჯერ.)
12 გაკვეთილის (1 თვის) ღირებულებაა 200 ლარი (აბიტურიენტებისთვის, კვირაში 3-ჯერ).
დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.