ბარისოლი

ბარისოლი გამოირჩევა ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა ეკოლოგიურობა, მაღალი გამძლეობა და რაც მთავარია შედარებით იაფი ფასი. შედგება PVC ან მსგავსი სინთეტიკური მასალისგან, რომელიც მჭიდროდ გადაჭიმულია კედლის ან ჭერის პერიმეტრზე მიმაგრებულ პროფილზე.
ამ ტიპის მასალა საკმაოდ პრაქტიკული არჩევანია დაუმუშავებელი და არათანაბარი ჭერის დასაფარად.
სწორად შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში ბარისოლის ჭერი დიდხანს ინარჩუნებს მდგრადობას, ამიტომაც მნიშვნელოვანია საქმე პროფესიონალს მიანდოთ.
Servisebi.ge-ს პლატფორმა გთავაზობთ შემსრულებლების მოძიებისა და მათთან დაკავშირების ყველაზე მარტივ გზას, სახლიდან გაუსვლელად თქვენივე ციფრული მოწყობილობით შეძლებთ გაფილტროთ განცხადებები, შეარჩიოთ სასურველი შეთავაზება და განცხადებაში მითითებულ ნომერზე გაესაუბროთ ავტორს.
ბარისოლი

როგორ დავადგინოთ თუ რა ღირს ბარისოლის ჭერი?

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტორები რაც გავლენას ახდენს ღირებულებაზე:
  • სივრცის ზომა - რამდენი კვადრატულია კონკრეტული სივრცე სადაც ბარისოლის მონტაჟი გვსურს.
გამონაკლისია აბაზანა, რომლის ღირებულების დათვლაც კვადრატულობით არ ხდება და ხშირ შემთხვევაში ფიქსირებულია.
  • სირთულეები - კუთხეები, მრგვალი ფორმები და სხვა გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე, რადგან მოითხოვს დამატებით დროსა და ხელოსნის შრომას.
  • დამატებითი მომსახურებები - გვჭირდება თუ არა განათების მონტაჟი, ჭაღის დაკიდება ჭერზე და სხვა დეტალები.  
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, ხელოსნების მომსახურების ფასები მერყეობს და დამოკიდებულია კონკრეტული პროექტის სირთულეზე.
ზოგადი ღირებულების განსასაზღვრად ინტერნეტში და ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ შეთავაზებებს შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, ჩაწერეთ საძიებო ველებში - ბარისოლი ფასი და დაახლოებით გამოთვლით კვადრატულის ღირებულებას. 
თუმცა, თუ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა გსურთ, სჯობს მიმართოთ ფრანგული ჭერის ხელოსანს, გააცნოთ პროექტის დეტალები და ისინი მოგაწვდიან კონკრეტულ ღირებულებებს მასალის, ხელობისა და სხვა დეტალების ჩათვლით.

ბარისოლის ჭერი - უპირატესობები
ბარისოლის ჭერი თანამედროვე და ფუნქციონალური გადაწყვეტაა როგორც სახლის, ასევე ბიზნეს თუ კომერციული ფართების ინტერიერისთვის.
ეკოლოგიურობისა და ბიუჯეტურობის გარდა გააჩნია მთელი რიგი დადებითი მახასიათებლები, რომლებიც მას უპირატეს ხდის სხვა სახის ჭერებთან შედარებით:
ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა - ძალიან გამძლე და საიმედო მასალაა. სწორი მოვლის შემთხვევაში ოფიციალური მწარმოებლების მიერი მინიჭებული აქვს მინიმუმ 10 წლიანი ექსპლუატაციის ვადა, რის განმავლობაშიც იგი უნდა შეინარჩუნოს თავისი ყველა თვისება.
მდგრადობა - მდგრადია როგორც მექანიკური დაზიანებების, ასევე ტენისა და უარყოფითი გარემო პირობების მიმართ. მაგალითისთვის: შეუძლია აიტანოს მშამპანურის საცობის დარტყმაც კი.
დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია შეკეთება.
მასალის მრავალფეროვნება - მზადდება სხვადასხვა მასალისგან (PVC, ნატურალური ბოჭკო და სხვ.), შესაბამისად გვხვდება სხვადასხვა ფაქტურითა და ფერით.
დიზაინის მხრივ კი  ბარისოლი ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს - თანამედროვეს, კლასიკურსა თუ მინიმალისტურს.
მოქნილობა და მრავალმხრივობა მასალის დამონტაჟების თვალსაზრისით - ბარისოლის ჭერი შეიძლება დამონტაჟდეს სრულიად განსხვავებულ სიმაღლეებზე. იგი შეიძლება გავაკეთოთ როგორც ტრადიციული "ჭერის" სიმაღლეზე, ასევე უფრო დაბლა ან მაღლა, რაც გვაძლევს დიზაინერული გადაწყვეტების მრავალფეროვან შესაძლებლობას.
მასალის მოქნილობა და პლასტიკურობა ამარტივებს მონტაჟს რთული ფორმის შენობა-ნაგებობებშიც კი.
ესთეტიურობა -  ბარისოლის თანამედროვე ჭერის დიზაინი ითვალისწინებს ესთეტიურ მხარესაც - მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კომუნიკაციების, როგორებიცაა ელექტროგაყვანილობა, ვენტილაციის მილები და სხვ. დამალვა ჭერსა და ჭერის ზედაპირს შორის არსებულ სივრცეში. შესაბამისად ეს კომუნიკაციები არ იქნება თვალშისაცემი და მაქსიმალურად ჩაჯდება ინტერიერის იერსახეში.

რა გავითვალისწინოთ გასაჭიმ ჭერზე განათების მონტაჟისას?
ბარისოლის ჭერის მონტაჟამდე, აუცილებელია განათების საკითხის წინასწარ განხილვა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.
ამ ტიპის ჭერის ზედაპირზე ძირითადად ხდება შუქდიოდური, ჩასაშნებელი ნათურის მონტაჟი, რომლისთვისაც წინასწარ უნდა  განისაზღვროს სამონტაჟო ადგილი და ამოიჭრას შესაბამისი ზომების მიხედვით.
ასევე, მნისვნელოვანია განათების სახეობის შერჩევა გათბობის ხარისხის მიხედვით. დიდი დიამეტრის განათებას აქვს საკმაოდ დიდი გახურების ფართობი, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ბარისოლის მასალის დეფორმაცია ან ფერის შეცვლა. 
იმისათვის, რომ ბარისოლის ჭერისთვის  სწორად შეარჩიოთ შესაფერისი და საუკეთესო ვარიანტი განათების სახეობის, ზომისა და სიმძლავრის თვალსაზრისით გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ გასაჭიმი ჭერის ხელოსანთან.

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq