​ დაკიდული ჭერი

შეკიდულ ჭერს ხშირად მოიხსენიებენ როგორც დაკიდული ჭერი.
მონტაჟის პრინციპი ამ შემთხვევაშიც შეკიდული ჭერის მსგავსია, სამაგრებზე ხდება ფილების დამაგრება ან თუ ფრანგულ შეკიდულ ჭერზეა საუბარი, ფირების გადაჭიმვა.
აღნიშნული კონსტრუქციების გაკეთება მოითხოვს სიზუსტეს და ცოდნას, შესაბამისად მონტაჟს ანხორციელებს დაკიდული ჭერის ხელოსანი.
დაკიდულ ჭერს არაერთი უპირატესობა აქვს, არის გამძლე, ბიუჯეტური და დიზაინის მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი.
გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სივრცეში, იქნება ეს საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო თუ სააბაზანო, თუმცა ოთახებში მონტაჟამდე გასათვალისწინებელია სიმაღლის თანაფარდობა ჭერთან, თუ დაბალჭერიანია ოთახი, სჯობს სტანდარტული ფრანგული ჭერი გააკრათ იარუსების გარეშე, ხოლო თუ სივრცე საშუალებას გაძლევთ სურვილისამებრ განსაზღვრეთ დიზაინი. ამ ტიპის ჭერი შესანიშნავად ერწყმის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ინტერიერის სტილს და ქმნის განუმეორებელ და მიმზიდველ ინტერიერს.
​ დაკიდული ჭერი

თანამედროვე ჭერის დიზაინი - როგორი ჭერია მოდაში?

ინტერიერის დიზაინერები მუდმივად იგონებენ ახალ ტრენდებს ჭერის დიზაინის ეფექტური და კრეატიული წარმოჩენისთვის, შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს რომ თანამედროვე ჭერის დიზიანი სავსეა ექსპერიმენტებით და უნიკალური სივრცის შექმნისთვის აერთიანებს ნოვატორულ იდეებს, გეომეტრიულ ფორმებს, ახალ მასალებსა და განათების ინტეგრირებულ სისტემებს.
▶ გეომეტრიული ფორმები და სტრუქტურები - თანამედროვე ჭერის დიზაინში ფართოდ გამოიყენება გეომეტრიული ფორმები, როგორიცაა სამკუთხედები, წრეები, კუბები და სხვა არაორდინალური კონფიგურაციები. ეს ფორმები შესაძლოა შეიქმნას სხვადასხვა მასალებისგან - თაბაშირ-მუყაო, ხის ფილები, ლითონის პანელები და ა.შ. 
ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა ე.წ ამოჭრილი ჭერი, ჭერზე იჭრება გარკვეული ფიგურები, რაც საბოლოდ ქმნის ერთიან გამოსახულებას.
▶ ინოვაციური მასალები - მართალია, ჭერის დიზაინში ტექსტილი გამოყენება ინვოაციას არ წარმოადგენს და გასაჭიმი ჭერის შემთხვევშიც იყენებდნენ, თუმცა კომერციულ ფართებში, ძირითადად რესტორნებში, ლაუნჯებსა  და სხვა დაწესებულებებში აქტიურად დაიწყეს ჭერის გაფორმება სხვადასხვა ნაჭრებით, შესაძლოა ძირითადი ჭერი გასაჭიმი ან შეკიდული იყოს, თუმცა გაფორმებისთვის იყენებნ ბადისებრ ან სხვა ტიპის ნაჭრებს, რაც საკმაოდ ლამაზია, თუმცა არც ისე უსაფრთხო, მარტივად აალებადობის თვალსაზრისით.
საცხოვრებელ ფართბში ალბათ იშვიათად შეხვდებით, თუმცა კომერციულ სივრცეებში აქტიურად იყენებენ ასევე სარკის ჭერს, რაც საკმაოდ ეფექტურია სივრცის მოცულობის გასაზრდელად და სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად.
კომერციულ ფართებში ასევე აქტიურად გამოიყენება არმსტრონგის ჭერი და ალუმინის ღეროვანი შეკიდული ჭერის სისტემა, რაც საკმაოდ რთული კონსტრუქცია გახლავთ, თუმცა ეფექტური და ძირითადად გვხვდება საკონფერენციო სივრცეებში, მისაღებ დარბაზებში, რესტორნებში,ბარებში, ბიბლიოთეკებსა და ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების ჭერის ინტერიერში.
▶ განათების სხვადასხვა ალტერნატივები - თანამედროვე ჭერის დიზაინში მნიშვნელოვანი როლი აქვს განათების ინტეგრირებას. შესაძლებელია გამოვყოთ შემდეგი მიდგომები: განათების ჩაშენება ჭერის სტრუქტურებში, ჭერის პანელებზე წერტილოვანი განათების დამონტაჟება ან ორიგინალური სანათების ჩაშენება დეკორატიული ეფექტის მისაღებად.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჭერის შერჩევის დროს იხელმძღვანელეთ არსებული სივრცის ინტერიერიდან გამომდინარე, განსაზღვრეთ როგორი წარმოგიდგენიათ სივრცე, როგორია თქვენი ბიუჯეტი, თუ ამ მხრივ შეზღუდული ხართ შეკიდული ჭერი ან ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბევრდად იაფი დაგიჯდებათ, მოიძიეთ კვალიფიციური ხელოსანი, საბოლოოდ კი მიიღებთ ისეთ ჭერსა და საერთო სივრცეს, რომლთაც ყველა კმაყოფილი დარჩება.

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq