ფოტო-ვიდეო გადაღება
პროფესიონალური ფოტო, ვიდეო და ციფრული მომსახურება
ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ფოტო, ვიდეო და ციფრულ მომსახურებას ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისა თუ პროექტისთვის.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
• ფოტო და ვიდეო გადაღებას;
• დრონის კადრებს (აერო-გადაღებას);
• პროფესიონალურ ფოტო და ვიდეო მონტაჟს;
• ვებ-საიტების აწყობასა და დიზაინს;
• ბრენდირებასა და ვიზუალური იდენტობის შექმნას;
• სოციალური მედიის მართვას (SMM);
• პიარ-კამპანიების დაგეგმვასა და მართვას;
• ინდივიდუალურ მიდგომას ლოკაციისა და ვადების შერჩევისას.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი რეჟისორების, ოპერატორების, მემონტაჟეების, დიზაინერებისა და მარკეტინგის სპეციალისტებისგან, რაც იმის გარანტიაა, რომ თქვენი პროექტი უმაღლეს დონეზე, დროულად და სრული პასუხისმგებლობით შესრულდება.
შენიშვნა: ფასზე, გადაღების ხანგრძლივობასა (დღეების რაოდენობაზე) და ადგილმდებარეობაზე შესაძლებელია წინასწარი შეთანხმება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებით.
გარდა ამისა, ნებისმიერი დამკვეთისგან მიღებული თანხა მოხმარდება სხვადასხვა კულტურული პროექტის დაფინანსებას იქნება ეს ფილმი, სოციალური ვიდეორეკლამა, სპექტაკლი თუ სხვა ინიციატივა. შესაბამისად, ჩვენგან მომსახურების მიღებით თქვენ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს იღებთ, არამედ ამ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების სპონსორიც ხდებით.